შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული?


4-08-2018, 01:01
ავტორი Ketiurushadze
ნანახია 1 709

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შემიყვარდა... შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული იყო.. პლიუსი და მინუსი, რომ გადაეყრება ერთმანეთს, თუმცა ფიზიკის მიხედვით ისინი ერთმანეთს იზიდავენ.. მისი ერთი მხარე იმდენად შემიყვარდა, რომ თავს ვერ ვაღწევდი მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.. გიჟი, შეშლილი, თავისუფალი ადამიანი იყო და ზუსტად ამან მიმიზიდა მგავდა.. ამ მხრივ ძალიან მგავდა.. მეტისმეტად..
ერთხელ, უბრალოდ ვსერნობდით ცა შავმა ღრუბლებმა მოიცვა, გაწვიმებას აპირებდა, ხალხი იქეთ-აქეთ გაიფანტა წამოწვიმების დროს.. ეს წვიმა არიყო ეგ უბრალოდ ზღვაში წვეთი იყო.. როგორ შეიძლება წვიმა არ გიყვარდეს , საუკეთესო მომენტები გვქონდა, საუკეთესოზე საუკეთესო.. წვიმამ მოუმატა , კიდევ უფრო მოუმატა... მითხრა, რომ სახლში უნდა წავსულიყავი და ეშინოდა , რომ არ გავცივებულიყავი ან უფრო უარესი ფილტვების ანთება არ ამკიდებოდა... ჯერ უბრალოდ ვუყურებდი მერე ვკითხე ვგავდი თუ არა ადამიანს, რომელიც ამ წუთებს გაექცეოდა, მას გაეღიმა, გაეღიმა და ხელი გადამხვია ჩემი გიჟიო მიწოდა და გზა გავაგრძელეთ.. იმდენად წვიმა ქალაქში ადამიანისა თუ ცხოველის ჭაჭანი არ იყო.. ისეთი ადმინდი იყო, როგორც იტყვიან ძაღლს არ გააგდებდნენ გარეთ.. ელვა და ჭექაქუხილი აზანზარებდა ქუჩებს და ჩვენ ორნი ჩახუტებულები ხან ხელჩაკიდულები ვსეირნობდით უკაცრიელ ბაღში.. როგორც ბავშვს , რომელსაც ძლიერი სურვილი ჰქონდა საქანელაზე კატავის ხელი მოვკიდე და წავიყვანე.. ცოტახანი ვკატაობდით.. არასდროს დამავიწყდება მისი სიყვარულით სავსე თვალები , დიდი წამწამები და სულში შემძვრელი თვალები .. მწვანე, მოყვითალო ხანდახან მოთაფლისფეროც კი.. არასდროს დამავიწყდება მისი სითბო, მისი ღიმილი .. ჩემში სამუდამოდ დარჩება ეს მოგონება.. წარსულში რატო ვსაუბრობ? ეს კითხვა ახლა მე თავად გამიჩნდა.. ალბათ იმიტომ, რომ ვიხსენებ ..ამ პატარა სიყვარულით სავსე ისტორიას არ ემუქრება დიდი სევდიანი დასასრული.. ჩემს გულში ჯერ კიდევ ზის , გემრიელად მოკალათებული და არსად წასვლას არ აპირებს.. ხშირად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ცივსისხლიანი ომი გვაქვს გამართული,როდესაც ორი იმპულსური და გიჟი ადამიანები ერთმანეთს გადაეყრება ეგრე ხდება... ყველაზე სასიამოვნო ის არის , რომ არ ყველაფერს აზრი არ აქვს,რადგან ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია და იმ წუთს თუ არა დღის ბოლოს ისევ ვრიგდებით და ისევ ვგრძნობ, გრძნობს ჩემს სითბოს.. არ ვიცი რა არის სიყვარული.. არ ვიცი რა გრძნობა მეუფლება მასთან ყოფნისას.. არ ვიცი რას ნიშნავს ის ჩემთვის... მის გარეშე ყოფნაც ვცადე თუმცა ამაოდ .. ისევ დავბრუნდი, ისევ დაბრუნდა.. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით.. სულში შემომიძვრა და არ მიდის, ვერ ვაგდებ, ცუდია , როდესაც ადამიანი გულს გტკენს და მაინც ვერ უშვებ და ეს იმიტომ , რომ შენ თავად არ შეგიძლია მის გარეშე.. წარმომიდგენია რამდენჯერ დავუტეხე გული ჩემი სულ პატარა მოქმედებით.. ადვილად წყინს, ისევე როგორც მე.. ამიტომაც ხშირად ვჩხუბობთ, ხშირად ვრიგდებით და დღის ბოლოს მაინც სიყვარულს ვუხსნით ერთმანეთს.. სულ რაღაც ორი დღე ვერ ვნახე წასვლა მოუწია სხვაგან , ისე მენატრებოდა მეგონა მოვკვდებოდი.. ისე ვენატრებოდი ღამის სამ საათზე მანქანაში ჩაჯდა და ჩემსკენ წამოვიდა ექვსი საათი იმგზავრა და ჩემთან ჩამოვიდა.. საძირკველად იქცა ჩემთვის, როგორც სახლს გამოეცლება საძირკველი და დაინგრევა ისე მყავს დღეს მე ის.. რომ გამომეცალოს გავტყდები, გავნადგურდები.. დამოკიდებული გავხდი ადამიანზე, რაც მეგონა, რომ არასდროს მოხდებოდა.. არვიცი წასვლა, რომ მოუნდეს მერე რაგავაკეთო ან როგორ მოვიქცე.. არ მინდა გავტყდე, ჩავიკეტო, მისთვის ვიტირო , მას მივსტირო, არ მინდა მძულდეს, არ მიინდა ზიზღი დამეუფლოს იმის გამო , რომ დამტოვა, არც ის მინდა მენატრებოდეს, არც ის მისი ყოველი მოგონება მახსოვდეს.. ვიცი ,რომ შევიცვლები.. ზოგადად მგონია , რომ ადამიანები არ იცვლებიან , მაგრამ ის ვიცი , რომ შეხედულებები შემეცვლება, როცა დღეს მიყვარს წვიმაში სეირნობა მისი დაკარგვის შემთხვევაში ჩემთვის წვიმა უბრალოდ ციდან წამოსული წყალი გახდება და როგორც სხვები მეც ისევე შევეფარები რაიმე გადახურულს , რომ არ დავსველდე.. არ მინდა გავნადგურდე და არც ის მინდოდა საყრდენად რომ ქცეულიყო , მაგრამ ჩემდაუნებურად ასე მოხდა.. და რა არის სიყვარული? ალბათ ეს რასაც მე ვგრძნობ დღეს იმ ადამიანის მიმართ , რომლის დაკარგვას მირჩევნია ყველაფერი გადამხდეს თავს, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ჩემს სულს თავისუფლად დავუთმობდი, არასდროს მინდოდა ასე შემყვარებოდა ან ასე მივჩვეულიყავი და თუ ეს არის სიყვარული და თუ ის ყოველი მომენტი, რომელსაც მე დღეს ამ პატარა ჩანახატში ვერ ჩავატევ სიყვარულია და რაც ვიცი ზუსტად ის არის , რომ ბედნიერი ვარ, დაე განვიცდიდე.. დავტკბები დღევანდელი დღით და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ რომელსაც ერთ დროს ღმერთს ვთხოვდი რომ ისე არავინ შემაყვაროს რომ მისი წასვლის შემდეგ დავინგრეთქო.. ეს არ მინდა მაგრა ახლა ბედნიერი ვარ, ახლა ვტკბები არ ვფიქრობ რა მოხდება მომავალში, რა მოხდება ხვალ.. უბრალოდ ვცხოვრობ და მიყვარს მისი ყოველი მოგონება, მიყვარს როგორც მიყურებს , როგორც უჩქარდება გული, როგორც უდუღს სისხლი და როგორი ცივი ოფლიც ასხამს ,როცა მეხუტება.. მისი ყველაფერი მიყვარს და ეს არის ახლა მთავარი...



№1  offline წევრი Ketiurushadze

უცნაური მე
ძალიან კარგად გავიგე შენი გრძნობები, რადგან შეიძლება ითქვას მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ. გისურვებ დიდხანს იყოთ ერთად <3

მადლობა <3 მეც ასევე გისურვებ დიდხანს იყოთ ერთად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent