მენატრები...
ტკივილამდე რომ მენატრები და ჯოჯოხეთურად მიყვარხარ ალბათ მაგის ბრალია ჩემში არსებული სასაკლაოს წარმოშობა... ახლა გარეთ კოკისპირულად წვიმს მე კი აივნის კიდეზე გადმომდგარი ხელში სიგარეტით, გავყურებ ბნელ სივრცეს და წარმოვიდგენ რომ შენც იმავეს აკეთებ, დგახარ აივანზე მოაჯირს მიყრდნობილი, ეწევი სიგარეტს და ცდილობ ღრმა ნაპასით გამოდევნო სულიერი ტკივილები... უეცრად კი უკნიდან სასურველი ქალის სილუეტი გეკვრის და გრძნობ უკეთ ხარ... მე კი ისევ ჯოჯოხეთური ტკივილი და მარტოობა მიპყრობს წვრებიანო... ისე ნათლად ვგრძნობ სხვის მიერ მოხვეულ ხელს შენს წელზე, რომ სადაცაა უნდა გადავიმსხვრე... ბოლო ნაპას ღრმად უშვებ ფილტვებში, მისკენ ბრუნდები, თვალებში უყურებ და იღიმი... სწორედ ის ღიმილი გიპობს ბაგეებს მე რომ ასე ვაღმერთებდი, სწორედ იმ მზერით უყურებ მე რომ მშლიდა და გონებას მიწამლავდა... ნაზად იხრები მისკენ და ეალერსები... მისი თმის სურნელს ხარბად ისრუტავ და ჩუმად ეუბნები რომ გიყვარს... მე კი ქალაქის მეორე ბოლოშიც ვგრძნობ შენი ღალატის მყრალ სუნს და ვიხრჩობი... ვგრძნობ როგორ ეფერები სხვას და მინდა მთელი სხეული დავიხიო, რადგან ოდესღაც მეც ასე ნაზად მეფერებოდი და მკარგავდი შენს შავ სამყაროში... ცრემლები დაუკითხავად მოედინებიან და კოკისპირულ წვიმას უერთდებიან წვერებიანო... თვალებს ვხუჭავ და ბოლო ხმაზე ვხრიალებ... იქნებ გაიგონო?! თუმცა არა... კარგა ხანია ჩვენი მაკავშირებელი უხილავი ძაფები შეეხსნათ გულებს... უკანასკნელ ნაფაზს ვუშვებ ორგანიზმში და ღალატის მწარე გემო მიწამლავს სულს... მეზიზღები?! ალბათ კი... მიყვარხარ?! რა თქმა უნდა... გაპატიებ?! არასოდეს!!! მეტკინები?! მუდამ... ნდობა?! დასამარდა... სიყვარული?! მოკვდა... მოლოდინი?! კვლავ მაქვს... იმედი და რწმენა?! განადგურდა... მომავალი?! შენთან ერთად გაქრა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.