შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაცვალება/მე/


18-08-2018, 22:46
ავტორი GodeMarr
ნანახია 1 386

წამისმეასედი გჭირდება მაშინ როცა თვალს ხუჭავ.ერთ დღეს დილაადრიან მეც დიდი ბრძოლა გადავიტანე მასთან გამალებით ვებრძოდით ერთმანეთს მაგრამ ბოლოს მან ალუდასავით გაისროლა მე კი შემენგრა გულის ფიცარი მუცალივით.ყველაზე სანატრი და ლამაზი ბოლო წამია ულამაზესი წამი შემდეგ წამისმეასედში ყველაფერი ნაცრისფერი ხდება.
ჩემი სოფლის სახლის წინ დიდ ეზოში ბალახზე ვზივარ ყველაფერს ფერი ეკარგება არა ერთიანად ნელ-ნელა ძალა ეცლება ბუნებას უცნაურია ამ მომენტში ფიქრობ თუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში და ნანობ თუ რამდენი რამე არ გააკეთე,რაც შეიძლება ინანო კიდეც.მთის მწვერვალიდან მოდის ის....გგონია,რომ გაქვს დრო კიდევ ფიქრის სანამ მოვა ,მაგრამ წამიც არ დასჭირდა და შენს წინ დგას გიყურებს... არავინ მოგატყუოთ თითქოს სიკვდილი საზარელი საშიში ან მახინჯია.პირიქით მე სიმშვიდე ვიგრძენი ასეთი მშვიდი არასდროს ვყოფილვარ.მას ფერმკრთალი სახე აქვს ლამაზი სახის ნაკვთები მასაც ეტყობა,რომ არ უნდა ის იყოს,რაც არის ,მაგრამ ესაა ბუნების კანონი.ის ხელს მიწვდის მე წამოვდექი კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი გაზაფხულის საწყის ჩემთვის გავიფიქრე ,,ბოლოჯერ გაინავარდებს გნოლი ცაში''გამეღიმა ბავშვურად და მას შევხედე ისიც იღიმოდა მასაც უხაროდა ჩემი ღიმილი.წავედით...
მე ვიქეცი მტრედად და ჭარმაგი მზერა მოვავლე სამყაროს უეცრად სიბნელემ დაისადგურა.მე ჩემს სახლში ვდგავარ მე ვიცი,რომ მოვკვდი,მაგრამ ვერ ვხედავ მას დედაჩემის თვალებში.ჩემი შვილი ჰერიი რამდენი რამ ვერ მოვასწარი.რამდენი დრო დავხარჯე და რამდენი ვერ გამოვიყენე.ნეტაი იმ დროს როცა შემეძლო.
ოთახის ბოლოში დგას ის და თითქოს ისიც უერთდება გლოვას.გალობის ჰანგები ჩამესმის. სიკვდილი ნეტარებით გაიტრუნა.ახლა მივხვდი,რომ ის არის ის ვინც იქ მისვლამდე თანაგიგრძნობს. არ თამაშობს, არ არის ყალბი მისი ბუნებაა ესეთი.მან ხელი გამომიწოდა უყოყმანოდ მივბრუნდი მასთან და მე ჩავუარე ყველას და ვიგრძენი ტკივილი.
დიდი მთის გორაზე ვიდექი მე ის და დანარჩენები მე დამსტიროდნენ,მაგრამ მე ვერ ვტიროდი სიკვდილი კი ? ამაყად მედიდურად იდგა ჩამოსდიოდა ცრემლები ზუსტად ისე როცა ჩემი ბიჭი პატარა იყო და არ უნდოდა,რომ ეტირა მე კიდევ ერთხელ გამეღიმა და უეცრად გაისმა ხმა.ყრუ ხმა ფხვიერი მიწის კუბოზე დაცემისა და მე ამ ხმამ გამბზარა დავხედე ჩემს თავს დაბლა.მინდოდა ერთხელაც შემეხედა მათთვის შემოვბრუნდი მაგრამ მხოლოდ ის დავინახე,რომელიც ცრემლ ნარევი მიღიმოდა.მან მე ხელი ჩამომართვა შემდეგ მზის სხივმა მომჭრა თვალი და ვიგრძენი რომ ვიყავი ჰაერში.მე ვიყავი ჰაერი მე ვიყავი ნაკადული მთის პირიდან ჩამოსული.მე ვიყავი გარდაცვლილი,რომელმაც სიკვდილი აატირა.



№1  offline წევრი ქეთათო4

რა კარგი და ზუსტად შერჩეული სიტყვებია სიკვდილისათვის!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent