შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამი სიკვდილის წინ


2-10-2016, 19:29
ავტორი ანაბელი
ნანახია 1 990

,,წამი სიკვდილის წინ’’
ყველა დეტალი თვალწინ ერთ წამში გაივლის და იდუმალი, ამოუცნობი სამყაროს კარიბჭესთან ერთი ნაბიჯი გაშორებს. გრძნობ რომ მთავრდება , მაგრამ ცდები. შეიგრძნობ ამქვეყნიურ სურნელს, რომელიც შენს პილტვებში ჩადის, მაგრამ გონებაში ილაქება. შეიგრძნობ და აფასებ იმას, რაც აქამდე უაზრო და უშინაარსო გეჩვენებოდა. ამჩნევ ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკებს,იმ მტვრის,რომელიც მიწიდან არის აფრენილი, სწორედ იმ მიწის, რომლის ნაწილიც შენ ხდები სამარადჟამოდ.
მზის ბოლო სხივი, რომელიც შენი ფანჯრიდან შემოიჭრება და სიცოცხლეს ავსებს, ახლა ძვირფასია, თითქოს იგი შენი სულის ნაწილი ხდება. აღიქვამ, რომ მოგენატრება თითოეული წამი, რომელიც საყვარელ ადამიანებთან გაგიტარებია, და ნანობ, ნანობ და სწუხარ, იმ თითოეულ დაკარგულ წამს მისტირი. იმ შანსს, რომელიც გქონდა და არ გამოიყენე. შეგეძლო გაგეკეთებინა და არ გააკეთე, ყოველი ტკივილი ახლა ნეტარებას განიჭებს და მწარედ ამოიოხრებ
,,ნეტავ იმ დროს, იმ წამს, იმ წუთს ჩემი სიყვარეულის თუ უბედურებისა’’
შენი ფიქრები დაქსაქსულია მრავალმხრივ, გადის, უსასრულო გზას და მიადგება ადამიანებს, რომელნიც დაგიკარგავს, მიელამუნება და ისევ უკან ბრუნდება პატრონთან ბუმერანგივით.
რჩებიი ეული ფოთოლივით, რომელსაც სიო ხან წარსულში, ხან მომავალში ამოგზაურებს. მთელი სამყარო შენშ ერთიანდება, გავსებს, გამთლიანებს, განსხვავებულად მოქმედებს და თითქოს აღგაფრთოვანებს, მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ ზღვაში წვეთის და ქვიშაში კენჭის ტოლფასი ყოფილხარ.
დუმილი..... სრული სიჩუმე და მხოლოდ ერთი დამარღვეველი სიჩულისა გულის ფეთქვა, რომელსაც საბოლოოდ შეიგრძნობ, გესმის მკაფიოდ და განსხვავებულად. წამი საუკუნედ ქცეული, წუთი უსასრულობად და ბოლო ადამიანური გამოვლინება ცრემლი თვალსა ზედა. იგი ნელა და ფაქიზად მოგორავს შენს ყვრიმალზე, გეფერება გელამუნება ნაზი გამაჟრჟოლებელი სიხარულით ხუჭავ თვალს, გეჩვენება თითქოს მორჩა, მაგრამ არა, ახელ ყვალს და სხვა სამყაროშ მზერას უსწორებ სინათლეს, რომელიჩ საღაც კაიფობს.
სიკვდილი...გარდაუვალი, ამოუცნობი და სამარადისო. იმ წამმა, რომელმაც სიკვდილთან სატრფოსავით შეგყარა უდიდესი ფასი შეიძინა , რადგან ხვდები, რომ კი არ დასრულდა, არამედ ახლა იწყება ახალი თავგადასავალი მეტად საინტერესო და ამასთანავე საშიში და შოკისმომგვრელი..



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 


№2  offline წევრი ანაბელი

kakulia
რა კარგიაააააააააა heart_eyes

რა კარგიაააააააააა heart_eyes

მადლობაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent