უსათაურო
შუაღამისას თავსხმა წვიმა მაღვიძებს,საწოლიდან ვდგები და ფანჯრისაკენ მივდივარ,კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს ვიღებ და ფანჯარასთან მისული უკვე პირველ ნაფაზს ვურტყამ...ფანჯრიდან მხიარული წყვილის სიცილის ხმა აღწევს,ვხედავ როგორ ცეკვავენ წვიმაში,სევდანარევი მზერით ჩემი ქმრის ხანშიშესულ და ბალნით დაფარულ ზურგს ვაკვირდები..მაშინ,წლების წინ,ჩვენც ხომ ასეთები ვიყავით...მაშინ, წლების წინ,გვეგონა რომ 10 ანდა 20 წლის შემდეგ ისევ გავუკეთებდით ერთმანეთს სიურპირზებს,ისევ ვიხეტიალებდით შუაღამისას ქუჩაში და ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებდით სიტყვას "მიყვარხარ"...ჩემი ქმრის ხანშიშესულ და ბალნით დაფარულ ზურგს მზერას ვაშორებ...ამ წყვილს,რომელიც ახლა წვიმაში ცეკვავს და არავინ და არაფერი არ უნდათ ჰგონიათ რომ ეს მარადიულია,ჰგონიათ რომ 10 ანდა 20 წლის შემდეგაც ასე გამოვლენ თავსხმა წვიმაში და იცეკვებენ....მეც მეგონა რომ სიყვარული მარადიული იყო,მაგრამ აღარფერი გვაქვს მაშინდელი არც მე,არც ჩემს ქმარს...საკუთარი თავებიც კი აღარ გვაქვს მაშინდელი...სიგარეტს ვაქრობ და ჩემი ქმრის ხანშიშესული და ბალნით დაფარული ზურგის გვერდით ვწვები.... გამარჯობათ ბავშვებო!ახალი ვარ,ვიმედოვნებ ჩემი ჩანახატი მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.