ადამიანის ბუნება
არ გიფიქრიათ, რომ ჩვენი და ბუნების ხასიათი ერთმანეთს ჰგავს? არ გიპოვიათ საკუთარი თავი მრისხანე გრიგალში ტოტებს რომ ამტვრევს და ბუმბერაზ ხეებს დრეკს? თავსხმა წვიმაში? თოვლის ფიფქებში? ღრუბლების გრიალში? ცაზე გაკლაკნილ ელვაში? განა გაზაფხული კარგ გუნებაზე დამგარ ადამიანს არ გაგონებთ სიყვარულითა და სითბოთი გაჟღენთილს, ფერადი ოცნებებითა და სურნელოვანი ფიქრებით გაბრუებულს? განა ზაფხული ადამიანს არ გაგონებთ მძაფრი გრძნობებითა და შეგრძნებებით გახურებულს, ახალი გამოწვევევით აღტკინებულსა და სიცოცხლის მოყვარულს? მე კი ეს შემოდგომა ადამიანს მაგონებს ჩუმ-ჩუმად, უხმაუროს რომ ეპარება სევდა და ფიქრი, როგორც ხეებს სიყვითლე და ჰაერს სუსხი. მერე ზამთარი მოვა და ისიც ადამიანს მომაგონებს, დაღლილს, დაქანცულს, გრძობაშემოძარცვულს, განელებულსა და დროებით მთვლემარეს, მალე რომ იფხიზლებს და თავიდან დაიწყებს სიცოცხლით ტკბობას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.