შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუპები


26-08-2018, 13:54
ავტორი natai
ნანახია 1 465

შემოდგომის მიწურულს, როცა მთელი სოფლის მოსავალი უკვე დაბინავებული იყო, მაცხოვრებლები შეიძლება ითქვას, მშვიდად უშვებდნენ მინდვრებში თავთავიანთ პირუტყვს საბალახოდ დაბინდებამდე, სანამ კიდევ ყველაფერს ფერადი ფერები გადაჰკრავდა. ოთხფეხები ფერდებს ივსებდნენ.
საღამო ხანს სანამ მზე ბოლომდე ჩაესვენებოდა გორაკებს მიღმა, უფროსები მიეშურებოდნენ თავიანთი პირუტყვის უკან მოსარეკად.
კარგად არ მახსოვს, ალბათ ყველაზე დიდი ექვსი წლის ვიქნებოდი, მე და ჩემი ტყუპისცალი, სანამ ბაბუ წავიდოდა საქონლის მოსაძებნად, წინ გავუსწრებდით ხოლმე, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, რომელი დაინახავდა პირველი წითელას ან შველას და შინისაკენ მიმავალ გზაზე თავმომწონეები შევეგებებოდით ჩვენ ბოჩოლებთან ერთად ბაბუს.
არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდით ან რისი დამტკიცება გვინდოდა... ძალიან კი გვიხაროდა ყოველჯერზე დამოუკიდებლად რომ გამოგვდიოდა.
მზის სხივები უკვე ვეღარ ათბობდა არე-მარეს, ქარი ხეებს უკანასკნელ შერჩენილ ფოთლებს აცლიდა. დღეს ბოლოჯერ წაიბალახებდნენ ოთხფეხები, შემდეგ კი თავიანთ სადგომებში გამოიზამთრებდნენ. ჩვენც უფრო შემართებით შევუდექით ჩვენ საქმეს. იმდენად შევყევით მთელ ამ ძიების ,,ექსპედიციას", ვერც კი შევამჩნიეთ, რომ მზე გამქრალიყო და ბინდი შემოგვპარვოდა. აშკარა იყო, რომ პირუტყვები უკვე დაბრუნებულები იქნებოდბნენ საძოვრებიდან. ყოველთვის ბრუნდებოდნენ უკან დაბინდებისას. (უფროსები ყოველი შემთხვევისთვის მოიძიებდნენ ხოლმე, თორემ აბა მართლა ხომ არ გაგვიშვებნენ მინდვრებში სახეტიალოდ.) სწრაფად უნდა წამოვსულიყავით. მზე ჩასული იყო... ინერვიულებდნენ...
ხელიხელჩაკიდებულები, დამუნჯებულები სწრაფი ნაბიჯებით მივიჩქაროდით შინ. ირგვლივ ყველაფერი გარინდული იყო, მხოლოდ ჩვენი ვალინკების (რეზინის ჩექმები) თლახა-თლუხი და ხშირი სუნთქვა ისმოდა.
- ხომ არ გეშინია ნათო?
- არა შენ?
- არც მე.
კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირეთ ხელები ერთმანეთს და ნაბიჯებს ავუჩქრეთ.
- ხომ არ გეშინია ოთო?
- არა შენ?
- არც მე.
ორივემ ვიცოდით, რომ უბრალოდ ერთმანეთს ვამშვიდებით ამ კითხვა-პასუხით.
სმენად გადაქცეულნი, თვალებდაჭყეტილები გზას თვალს არ ვაშორებდით. ყოველ წამს ველოდით....
გული გამალებით გვიცემდა, ცხვირი ორივეს აგვიწითლდა, ხელები გაგვეყინა, ყურები აგვეწვა, ფეხები დაგვეღალა, მაგრამ ისევ ხელჩაკიდებულები, თვალებგაფაციცებულები ჩქარი ნაბიჯებით მივთლახუნებდით.
ორივენი შევჩერდით... დავინახეთ... მხოლოდ ახლა გავუშვით ერთმანეთს ხელი. ამ წამიდან გაქრა ყოველგვარი შიში. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ და რაც კი შეგვეძლო გავიქეცით დედას ძახილით... რაც ურო ვუახლოვდებოდით, უფრო მეტად მძაფრდებოდა ყველა ბედნიერების მომნიჭებელი გრძნობა და კიდევ უფრო როცა ორივე ერთდროულად ჩაგვიკრა გულში. ვეღარ ვგრძნობდით დაღლასა და სიცივეს...
აქამდე თუ ხმის ამოუღებლად ვიყავით, ახლა ერთმანეთს აღარ ვაცდიდით, ვირწმუნებოდით, რომ არცერთს არ შეგვშინებია... ასე ვტიტინებით მანამდე, სანამ დაქანცულებს , საწოლში თბილ საბანში გახვეულებს არ ჩაგვეძინა.
---------------------------------------------------------------------
ჩემი ბავშვობის მოგონებებიდან, ამდენი წლის შემდეგაც კი ამ ფრაგმენტს ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ და თითოეულ წამს სათუთად ვუფრთხილდები.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკუნა

კარგია როცა ასრთ კარგ მოგონებებს გაიხსენებ blush
მოიცა მოიცა შენ თყუპისცალი გყავს? scream

 


№2  offline წევრი natai

მადლობა მარიკუნა, ტყუპი ძმა მყავს <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

რა საყავრლობა იყო გავთბი...ძალიან საყავრელი ხარ❤❤❤აღწერა გაქვს კიდევ ლამაზი ასე რომ ვთქვათ...წარმატებას გისურვებ ბევრი ასეთი კარგი მოგონება დაგგროვებოდეს სიბერემდე და მერე კიდევ უფრო კარგად მოგეგონებინოს ცხოვრების ყველა ლამაზი და კარგი ფრაგმენტები❤❤❤

 


№4  offline წევრი natai

მადლობა bla. ell ❤❤❤[/quote]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent