შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე


12-09-2018, 12:43
ავტორი murachashvili
ნანახია 4 347

ზოგჯერ უბრალოდ ზიხარ და ფიქრობ, ფიქრობ საკუთარ ცხოვრებაზე, გავლილ გზაზე, იმაზე რა შეიძლებოდა ყოფილიყო და რა მოხდა. საკუთარ ოცნებებზე და რეალობაში დაკარგულ პატარა გოგოზე რომელიც წლების წინ ასეთი უდარდელი გეჩვენებოდა. ღიმილზე, რომელიც სახიდან ისე გამქრალა შენთვის არაფერი უკითხავს. მხიარულ ჭინკებზე, რომლის ნაცვლადაც ახლა შენს თვალებში სევდას დაუსადგურია. ფიქრობ და ცდილობ სადღაც ცხოვრების ლაბირინთებში საკუთარი თავი ისევ იპოვო. ეძებ თექვსმეტი წლის კიკინებიან გოგონას, მაგრამ ვერა და ვერ პოულობ. აღარ არის. გესმის? წასულა. არადა, თითქოს არაფერი შეცვლილა. თითქოს იგივე ხარ. საკუთარ გამოსახულებას ყურადღებით აკვირდები და ვინ იცის მერამდენედ ეკითხები:
- თვალი გავს? გავს.
- ცხვირი გავს? გავს.
- მაშინ ვინ არის ეს ქალი? რა საერთო აქვს ჩემთან? ოცნებებთან, რომელთაც არადა არ ეღირსათ ასრულება?
ემოციებს ჩქმალავ, მალავ, თითქოს არ გამოხატავ, მაგრამ ეს მოღალატე თვალები შენგან დამოუკიდებლად მაინც კივიან, მაინც ყვირიან და ჩუმ სევდას ყველა ამჩნევს, გარდა იმ ერთად-ერთი ადამიანისა ვინც წესით ყველაზე კარგად უნდა კითხულობდეს, უნდა ხვდებოდეს. იქნებ ხედავს კიდეც, იქნებ იმაზე უკეთესადაც ესმის შენი ვიდრე თავად ფიქრობ, მაგრამ არ იმჩნევს. არაფერს გეუბნება.
ისიც შეიცვალა?! მერედა როგორ? ცხოვრების სიმძიმე უმოწყალოდ დაგწოლიათ მხრებზე. გაგსრისათ, გაგანადგურათ. აღარც მის სახეზეა 25 წლის ბიჭისთვის დამახასიათებელი უდარდელობა. თვალებთან წვრილი ნაოჭები გასჩენია, ჩაფიქრებული მისჩერები ერთ წერტილს. პერიოდულად ეჭმუხნება შუბლი, საფეთქელთან ძარღვი ნერვიულად უცემს.
ნეტა რას ფიქრობს, ნეტა რას დარდობს? გვერდულად გამოგხედა. სულ ორიოდე წამით გაუსწორეთ ერთმანეთს თვალი. მართალია ნაძალადევად, მაგრამ მაინც გაუღიმე. თვალები ნელ-ნელა უწვრილდება, მიმიკური ნაოჭები უღარავს სახეს, მისი თვალებიდან ნელ-ნელა ალაგდა სევდა და სადღაც მიჩქმალული ჭინკები უხტის. არც შენ გჭირდება ბევრი. მის მზერაში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას ამჩნევ. დაღლილიც, შეცლილიც მაინც შენია. მერე რა თუ იქ ვეღარ ხედავ თექვსმეტი წლის ახტაჯანა გოგოს. არც შენ შეიმჩნიე მისი ტკივილი, ამჯერად ალალად, ისევ თვალებით გაუღიმე, უსიტყვოდ, შენეულად უბრალოდ გაუღიმე.
ხელს გიწვდენს, აცახცახებულსა და ემოციებით დაღლილს მთელი სხეულით გიკრავს. ფილტვები მისი სურნელით გევსება და ისევ ისე გივლის ჟრუანტელი როგორც პირველად.
- როგორ გაყინულხარ! - შუბლზე გეხება მისი ტუჩები.
ასე მონატრებული იდილიის დარღვევის შიშით ხმასაც არ იღებ. ორივე ხელით ეხვევი ყელზე. სახეზე გრძნობ მის ყელზე მფეთქავ არტერიას, ნელ-ნელა უმშვიდდება გულისცემა. უნებურად იწყებ თვლას: ერთი-ორი, ერთი ორი. ახლაღა ამჩნევ როგორ შეწყობილად გიცემთ გული. საკუთარი აღმოჩენით კმაყოფილი ისევ იღიმი და ვერც კი ხვდები როგორ გეძინება.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ანაა!
რა კარგი იყო. ასეა ცხოვრება, საკუთარი თავი გვენატრება უფრო ახალგაზრდობაში და ვერ ვხდებით თურმე რა მალე გადის დრო????????????

 


№2  offline წევრი უცნობი ქალი

ალბათ ყველას დააფიქრებს თქვენი ჩანახატი.როგორ უეცრად აღმოაჩენ,რომ ცხოვრებამ ჩაიარა...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქალი
ალბათ ყველას დააფიქრებს თქვენი ჩანახატი.როგორ უეცრად აღმოაჩენ,რომ ცხოვრებამ ჩაიარა...

სამწუხაროდ ასეა, არადა გულის სიღრმეში თითქოს ისევ ისეთი უდარდელი ხარ

 


№4 სტუმარი Lizagavasheli

ანა ეს რაც წავიკითხე ძალიან მომეწონა ისე საინტერესოდ და კარგად წერ რომ მეტის კითხვა მინდება შენი ბოლო ისტორია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე იმედია მალე დაბრუნდები ისეთივე საინტერესო და დიდი ისტორიით მე ძალიან გამიხარდება და აუცილებლად წავიკითხავ .....

 


№5  offline წევრი ანა გოგოძე

ანა როდის დაბრუნდები შენ რომ იცი ისეთი კარგი ისტორიით???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent