სევდიანი გამონათქვამები სიყვარულზე და განშორებაზე
განშორება ლამაზი სიზმრის შემდეგ ნანახ კოშმარს გავს. ცრემლები სიტყვებია, რომლის გამოხატვა ჩვენს გულს არ შეუძლია. ამ წუთამდე ვერც კი ვხვდებოდი, თუ რა მტკივნეული ყოფილა დამეკარგა ის,ვინც ჩემი არასოდეს ყოფილა. რა ხდება, როდესაც შენს საოცნებო პრინცს პოულობ, მაგრამ შენ მისი საოცნებო კონკია არ ხარ? ყოველთვის ჩემი იყავი, მაგრამ მხოლოდ ჩემს ოცნებებში. სიყვარულისგან მიღებულმა სიამოვნებამ შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე წუთი გასტანოს, მაგრამ მისგან მოყენებული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. სიყვარულს ვერ იყიდი, მაგრამ შეიძლება ბევრი გადაიხადო მისთვის. ძნელია თავი მოიტყუო, რომ გიყვარს, როცა ეს ასე არაა. უფრო ძნელია შენს თავს უთხრა, რომ არ გიყვარს, როდესაც ეს ნამდვილი სიცრუეა. ნამდვილი სიყვარული არასოდეს ქრება, თუ მისი სინამდვილე ილუზია არ არის. შენ უფრო მეტ ტკივილს მაყენებ ვიდრე მე ამას ვიმსახურებ. როგორ შეგიძლია იყო ასეთი სასტიკი? მე კი მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ იმსახურებ. როგორ შეიძლება ვიყო ასეთი სულელი? მე არ მენატრება ის. მენატრება ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობდი, რომ შენ იყავი. ეცადო დაივიწყო ის ვინც გიყვარს ძალიან ჰგავს იმის მცდელობას, რომ გაიხსენო ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხარ. ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს, ყველა საუბრობს მასზე, მაგრამ ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თავლით უხილავს იგი. თუ ნამდვილად გიყვარს ნება მიეცი, რომ წავიდეს, თუ უკან დაბრუნდება იგი მუდამ შენი იქნება, თუ არადა ჩათვალე, რომ იგი არაფერი ყოფილა შენთვის. ყველაზე მხურვალე სიყვარულსაც კი შეიძლება ყველაზე ცივი დასასრული ჰქონდეს. რა იქნებოდა, რომ ისევ პატარა ბაშვი ვიყო. ფაქტია, რომ მოტეხილი ხელი უფრო ადვილად შეიძლება გამრთელდეს, ვიდრე გატეხილი გული. ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის ხმასაც ყველა გაიგონებს,მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, რაც მხოლოდ შენ გესმის. განშორება გატეხილ სარკეს გავს. მისი შეკეთების მცდელობა უშედეგოა და ხშირად გაჭრილი ხელით სრულდება. შენ შეგიძლია გიყვარდეს ის ვინც გსურს, მაგრამ მასაც შეუძლია ასე მოიქცეს. განშორება ძლიერ ტკივილს გვაყენებს, თუმცა სინამდვილეში ის ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს მასთან, ვინც ნამდვილად ჩვენი ბედია. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი სიახლე:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.