აბსტრაქცია
ძილში,არა უფრო აგონიაში ჩავარდნილი რომ ვიყავი ფიქრები თავისიც დაცურავდნენ ჩემს ტვინში.ერთერთი კადრით წარსულში გადავრდნა,და იქიდან დანახული მომავალი იყო ასახული. მე მგონია რომ ავად ვარ,დავსუსტდი,დავთხელდი,და,და მომავლის ხედვაც აღარ მაქ. გავერიდე რეალობას,თითქოს სამყაროდან გავედი,რადგან ამ პატარა ჩანახატიდან გამოჩნდება რომ იმ პერიოდში ოცნებები,რეალური და არარეალური ერთმანეთშია არეული. როგორც მივხვდი,გონებიდან,სხეულდაან,ფიქრებიდან გასულივარ,ალბათ ქვეყნიდანაც,ქალაქიდანაც... წერილი მივიღე,ლამაზ ყუთთან ერთად... გავხსენი მისამრთი და შეხვედრის დრო ეწერა... კაბა მოატმისფრო,რძისფერში გარდამავალი,ზურგზე ამოღებული,ყელთან დახურული და ფეხსაცმელიც შესაბამისი...სამკაული ლამაზი,მოკრზალებული და თანაც მდიდრული...მოსასხამი...თხელი და ნაზი.... მზიან ამინდებს თუ გავითვალისწინებთ ასეთი კაბა საჭიროა. იმდენად მოულოდნელი იყო,იმდენად მიმზიდველი შემოთავაზება,აღარ დამიწყია ფიქრი რატომ?რისთვის?ვინ? და ა.შ.მივიღე გამოწვევა.... საღამოსთვის მეორე ბარათი მოვიდა,მანქანის მოსვლის დრო... ისევ იდუმალება.... გამოვეწყე,გადავიცვი ეს ფაქიზი ქმნილება,ახლად გადავლებულ,დანამულ დაღლილ ტანზე...მოვირგე...შევდექი ლამაზ ფეხსაცმელზე...თმები ლამაზად ავიკეცე,რომ ზურგის სილამაზე არ დამეჩრდილა. ო,ღმერთო ჩემი თავი ასე საუცხოოდ არასდროს მომჩვენებია,ასე მიმზიდველი,მაგრამ ჩამქრალი თვალებით არსად წავსულვარ,თუმცა მთლიანობაში ისევ ისეთი ძველი მე დავინახე,უბრალოდ თვალები აღარ ბრწინავდნენ... მანქანა მოვიდა.. დედოფალივით ჩავბრძანდი და გული თითქოს საერთოდ არ მიცემდა,უმნიშვნელოდ ვთვლიდი,რაც ხდებოდა და არც ვღელავდი. მძღოლთანაც არ მისაუბრია,ჩავთვალე რომ თუ ღირსეულად დავიჭერდი თავს არ გამოიწვევდა ზედმეტ კითხვებს,და მითუმეტეს არ გამჟღავნდებოდა რომ არც კი ვიცოდი ვინ მელოდა. თვალს ვადევნებდი სანაპიროს მიმდებარე სახლებს,შენობებს და ასე აღმოვჩნდი დანიშნულების ადგილას,მძღოლმა მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა,მოვედით ქალბატონო.დავემშვიდობე,გადმოვედი.მშვიდი საღამო იყო,განათებული ლამაზი ლამპიონებით,არც ზედმეტად გადატვირთული ხალხის ნაკადით.თუმცა მოფუსფუსე და მაინც რიტმს აყოლილ ქუჩაზე მოვსულვარ. იქვე ლამაზად ანათებს სხვადასხვა კაფე-რესტორნების სახელწოდებები,რეკლამები.მე ვდგავარ ლამაზ,სადა სტილის შენობასთან,რომლის კიბესთან გულის ფორმის მწვანე განათებაა.ერთი ჩავისუნთქე,მშვიდად ავუყევი კიბეს,შევედი,ირგვლივ მიმოვიხედე,ხალხი არ ჩანდა,ნაზი მუსიკის ფონზე მომეგება ახალგაზრდა გოგონა,მომესალმა გელოდებიანო და გამიძღვა წინ. მე უკვე გაოგნებული ვიყავი...ნაცნობი მისუკა... ნაცნობი გარემო... დაბნეული მე... უბრალოდ მე მეგონა რომ ზედმეტად გამოპრანჭული ვიყავი. თუმცა სადაც გოგონამ მიმიყვანა იქ კიდევ დიდი გაოცება მელოდა. ჩემს მოსასხამს ვისწორებდი,ისე მივუყვებოდი გზას,არცისე შორი მანძილი გავიარე,ორი მაგიდის იქით აღმოვჩნდი,მაგრამ საუკუნედ მომეჩვენა. მაგიდისკენ რომ გავიხედე,ხედი დავინახე ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე,ორ კაცზე გაშლილი სუფრა,ლამზად გაფორმებული და სახე კმაყოფილების შემდეგ გაოცებით შემეცვალა.ჩემ წინ შენ იყავი,ისევ ისეთი,დახვეწილი,სიმპატიურად გამოწყობილი,არანაკლებ კლასიმური ფორმით. მე დავიბენი,ჯერ ისედაც დასუსტებულმა,უღონოდ ჩამოვწიე ხელი და ის იყო ალბათ დავეცემოდი. შენ შემომეშველე არ ველოდი შენს ნახვას,ამან თოთქოს გამომაფხიზლა. არც მე... წამით ვფიქრობ რავქნა,როგორ მოვიქცე,უცებ ვბრუნდები უკან და უნდა წამოვიდე რომ მესმის რადგან ასეა,მხოლოდ ერთხელ.... შემოვბრუნდი,ისე ჩაგეხუტე,როგორც პირველად,მომასხამი ჩამომიცურდა,და შენი ხელი ჩემს მოღებულ ზურგს შეეხო,ნაზად მიხუტებდი და მეც გეხუტებოდი,თან გულს ვუმეორებდი ერთხელ,მხოლოდ ერთხელ.... ცრემლები თავისით წამოვიდა,გული ისე გიცემდა როფორც მაშინ პირველად,მეც ისევე ვიყავი ,როგორც პირველად,ათრთოლებული და დაბნეული.... ჩვენ დავსხედით,მოულოდნელად ორგანიზატორი მოვიდა,მისი დანახვისას ორივე მივხვდით თუ ვინ მოაწყო ეს დიდი წარსულის შეხვედრა.ერთი სამახსვრო ფოტო გადაგვიღო და დაგვტოვა,ჩაგაბარა ჩემი თავი,სახლამდე მიმაცილებდი შეგითანხმდა და მშვიდად წავიდა. მე არვიცოდი რითი დამეწყო,რამეთქვა,უბრალოდ გითხარი რომ ამაზე უკვე მრავალი წელია ვოცნებობდი,თუმცა არ დავკონკრეტდი რომ ეს სოცოცხლის ბოლო წუთებში ამისრულდა. გაუბედავად შემეხე ხელზე,მეც გიპასუხე იმავე ჟესტით,და მერე მოულოდნელად ჩვენი სიმღერაც გაჩნდა,ჩვენ საცეკვაოდ გავემართეთ,ო როგორ მიხდება კაბა,რომ ვგრძნობ რომ მოგწონს,მეც გეპრანჭები,ისევ ბავშვურად,როგორც წლების წინ.. ეს იყო ცეკვა წარსულის ლანდის,წარსულის ფიქრის და სიყვარულის... შენ შემომხვიე წელზე ხელი,ნაზად მიმიკარ გულზე და ასე თითქმის უსიტყვოდ,ვიცეკვეთ ერთად საათის ორი.... ასე გაგრძელდა ჩვენ საუბარში უკვე საგრძნობლად დაღამდა გარეთ,მაგრამ მე რომ მეგონა პირველწუთიდან რომ უხერხულად გასტანდა დრო, სრულიად ტყუილად რომ მეშინოდა, ნეტავ რად დავრჩი,შენმა ღიმილმა და მონდომებამ შეცვალა აზრი მტრულად ნაფიქრი. ჩვენ არ ვარღვევდით ცხოვრების წესებს,შენ არ არღვევდი და არ ბღალავდი გრძნობას იმწუთას,როცა გითხარი რომ სჯობს დავტოვოთ ტკბილ მოგონებად ჩვენი გრძნობების.... ასე გაგრძელდა წასრულის ლანდში,წარსულის გრძნობის,წარსულის ფიქრის აბსტრაქციაში აღმოცენება. ეს იყო,შეხვედრა პირველიც,ბოლოც... ბოლო ცეკვა... კაბის შრიალი.... მოხდენილი გარემო ბოლო გრძნობების გამოხატვა... ამოტუმბვა... ეს გავდა ფართახლს,აგონიასთან და წარსულთან ბრძოლას,ეს იყო ტკბილი მოგონებების,ტკბილი წარსულის მხოლოდ ახდენა მახსოვს გამოწვდილი ხელი.... მახსოვს მიხუტება ნაზი... მახსოვს ფარფატი ცეკვის.... მახსოვს ის სიტყვები კრძალვით წარმოთქმული.... რამდენი დრო დავკარგეთ... რამდენი დრო დაგვჭირდა... რამდენჯერ ვცადეთ და არ გაგვიმართლა.... რამდენჯერ...რამდენჯერ...რამდენჯერ... ცეკვა....ატმისფერი კაბა....მუსიკა....ნაზი მიხუტება...არაფერი ზედმეტი....გამოღვიძება....სამყაროში დაბრუნება....და აგონიიდან გამოსვლა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.