შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე...


1-10-2018, 00:15
ავტორი lucky_xD
ნანახია 1 866

მეგონა თუ ტკბილ ძილს არ მისურვებდი ისე დაძინებას ვერ შევძლებდი და მეგონა რომ ის დღე რომელიც შენი ესემესის გარეშე გათენდებოდა საშინელი იქნებოდა... არა საშინელია მაგრამ ადამიანი ხომ ის საშინელი არსებაა რომელიც ყველაფერს ეჩვევა... ამასაც შევეჩვიე და ზუსტად მაგის მეშინია... შენგან წასვლა არ შემიძლია მგონია რომ ვერ გადავიტან მაგრამ აღარც შენთან დარჩენა შემიძლია... ტკივილი ყველა დღე შიგნიდან ძვლებიანად მხრავს... არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი გავუძლებ ამ ტკივილს... მეშინია რომ ძალა არ მეყოფა და წავალ მაგრამ იმის უფრო მეშინია რომ ამ გადაწყვეტილებას ჩემ თავს მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებ... მგონია რომ გამძიმებ და უსარგებლო ნივთივით გიწევს ჩემი ტარება... ემოციებისგან სრულიად დავიცალე ტირილიც არ შემიძლია... როცა ადამიანი გიყვარს ზოგჯერ მისი გაშვებაც უნდა შეგეძლოს, როცა ხვდები რომ შენ ვერ აბედნიერებ... ბოდიში თუ დროებით ბედნიერებას გიზღუდავ იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ... გპირდები შენ ბედნიერი იქნები ან ჩემთან ან ჩემს გარეშე.... ახლა ყველაფერი ისე მეზარება... თითქოს შენ მაძლევდი ძალას და ხალისს ცხოვრების... ამ ტკივილს ალბათ ჯობდა არასდროს არ გამეცანი... ახლა როცა ყველაფერი ასე კარგად უნდა ყოფილიყო არც მინდა იმის დაჯერება რომ ყველაფერი ასე ცუდადაა... რომ ძალიან ცოტა დრო რჩება გრძნობის გადარჩენამდე... მინდა ეს ყველაფერი მწარე სიზმარი იყოს და ვიღაცამ გამომაღვიძოს და მითხრას არაფერიც არ ხდება მე ისევ შენს გვერდით ვარ და ისევ ისე მიყვარხარ... მაგრამ... ალბათ ეს არასოდეს მოხდება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent