შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარე,რომელიც მარტოა


3-10-2018, 14:35
ავტორი Autophile
ნანახია 1 445

მაშინ,როცა ღამის მდუმარება ჩვეული სინაზითა და სიფრთხილით ქვეყნიერების ბურუსში გახვევას იწყებს და ბნელეთის აჩრდილები სივრცეში საცეკვაოდ ემზადებიან,
მაშინ, როცა საათის ისრები დღის დასასრულისკენ მიემართებიან, ხოლო ცოცხალი არსებები საკუთარი ბუნაგებისკენ მიმავალ გზაზე ქაოსს ქმნიან
ზუსტად მაშინ ,როცა მუქი ცა მოკაშკაშე წერტილებით ივსება და მელანქოლიური მთვარე საკუთარ პოზოციას იკავებს, მე ჭიქა ყავით, სიგარეტის კვამლში დაკარგული ვდგავარ ჩემი სახლის აივანზე და საკუთარი თავის ძებნაში გათანგული, ჩემს გონებაში გაჩენილ უამრავ კითხვას, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებ, საბოლოოდ ვნებდები.
რა უნდა იყოს ამაზე გაუსაძლისი? როცა ვერ შველი, საკუთარ თავს შველი! სიცარიელე, რომელსაც ბედის ირონიით წარმოუდგენელი ძალა გააჩნია ადამიანის განადგურების საქმეში, შიგნიდან მჭამს, თანდათან მღრღნის, ყველანაირ ხალისს მიკარგავს, ყველა ფერი გამიხუნა და თანდათან გამიცრიცა. დამაჩოქა, ისე რომ წამოდგომა ყოველ ჯერზე უფრო მიჭირს.
ვგრძნობ რომ სუნთქვა მიხშირდება და გული სადაცაა საოცარი სისწრაფით დაიწყებს ფეთქვას.ჭიქა ძირამდე გამოვცალე და იქვე დავდე, კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოვუკიდე, იმ იმედით, რომ იქნებ "ეშმაკისთვის ანთებულმა სანთელმა" მაინც დამამშვიდოს და აივნის მოაჯირს დავეყრდენი.ამაოდ, სულ რომ დემონებს ჩავბარდე, ჩემს სხეულში ანთებულ ცეცხლს ვერაფით ჩავაქრობ. ყვირილი მინდება, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილი,ყველამ მინდა გაიგოს! დახმარება მჭირდება, ვინმე მჭირდება, ვინც დამარწმუნებს, რომ არ ვგიჟდები და ეს ყველაფერი სხვასაც გამოუცდია.არავინ არის, ამ დაწყევლილ ღამეს, არავინ ჩანს ჰორიზონტზე მაშველი რგოლით და მეც თანდათან ვიძირები უფსკერო ჭაობში.
თავში კითხვების ქარიშხალი თანდათან იზრდება და ძალას იკრებს.
რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? ვინ ვარ? რა არის ჩემი არსებობის დანიშნულება? საერთოდ, რა მემართება? გეფიცებით შეურაცხადი არ ვარ და არც რაიმე სახის ფსიქოლოგიური პროფლემები გამაჩნია, არც უიმედოდ მყვარებია, არც ძვირფასი ადამიანების დაკარგვას განვიცდი, არც ყოველდღიურობა მიქმნის რაიმე დისკომფორტს ამ კონკრეტულ მომენტში. ჩემი მთავარი მტერი, ისევ ჩემი თავია.
ამას ვაანალიზებ, მაგრამ გამოსავლის ძიებაში სულ მთლად ავირიე.
შენ? შენ,ამას რომ კითხულობ, ოდესმე გიგრძვნია მსგავსი რამ? ოდესმე დაკარგულხარ? და თუ შენთვის უცხოა ეს ყოველივე, საოცრად გაგმართლებია ბედნიერო.
მე მთვარე ვარ,მარტოდმარტო მილიარდობით ვარსკვლავების გარემოცვაში ,მე გახრწნის პირას მყოფი უსულო ხორცის ნაჭერი ვარ, მე ზოგჯერ საერთოდ არავინ ვარ და ზოგჯერ ჩემი პიროვნების მაშტაბები ყველა ზღვარს სცილდება. მე მე ვარ, მე ასეთი ვარ, ჩემს სამყაროში გაჭედილი და ვიცი, რომ ცვლილებები ჩემს ძალება აღემატება.
და თუ შენ იცი სწორი გზა, დამეხმარე, დამეხმარე ტყეში უგზოუკვლოდ დაკარგულმა სწორი გზა ვიპოვო



№1  offline წევრი ვისი

Migrdzvniaes kvelaperi . Mec vkopilvar da mesmis sheni. Magram ertxel sulac rom ar eli ise gamochndeba vinme vinc kvelapers shecvlis . Verc ki gaiazreb es kvelaperi ise moxdeba . Magram ramdenxans gastans eg ukve agar vici . Me axla zustad ase var , adrec vikavi , mere dapauzda magram axla ... gamosavali arari . Verc daimalebi da verc gaikcevi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent