შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდობით!


29-02-2016, 12:48
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 153

შავ ბნელეთის დასასრულს დამაჩოქეს ფიქრებმა,
და წინ შენი ხატება აღმემართა ფინიშად,
იარაღი დაყარეს დატანჯულმა სიტყვებმა
და შენს სამფლობელოსთან ბედმა აღარ მიმიშვა.
და ბნელეთის საზღვარზე უცხოდ ჩაძინებული,
ავედევნე ნაჩრდილებ ჭაობისფერ ქიმერებს,
გონებადაფლეთილი და გულდამძიმებული,
კვლავ წყვდიადი... მიმიკა, ემოციებს იფერებს...
აღარ არის დანდობა, სული ლამობს გადნობას,
უშენობით ნატანჯი დაშრეტილი სხეული,
თურმე ამოდ ვცდილობდი საიდუმლოს განდობას,
ახლა ვგდივარ დილეგში გრძნობაშემოხეული..
არსად იძვრის ნიავი, დაბნედილან სიავით,
სუკუბების ნაზი და ცეცხლოვანი ხელები,
მოგზავნილი წარსული ნოსტალგიას იამებს,
სურს დაჩრდილოს ავსულთა ვნება განახელები.
ღამდებოდა, ყოველღამ ჯოჯოხეთში მიგყავდი,
საცეკვაოდ, სალხინოდ, საომრად თუ მხლებელად,
და აქ რად მიმატოვე, სულო, მე ხომ მიყვარდი,
რად მდარაჯობ კარებთან, გარდაქმნილი ცერბერად.
კვლავ ბნელეთის მიწაზე დავიჩოქებ ეული,
განთიადი გამშორდა.. მოწყალება არ არის...
ვეღარ იტანს ვერაფერს ნერვი ბოღმით სნეული,
ის ხელები, ფარად რომ მეჭდობოდა სად არის?!
მოვევლინე ქვეყანას შენი სახის იმედად,
ალიონზე ედემში მიგაფრენდა არწივი,
მაგ ტუჩებმა ტყუილად რატომ დამაიმედა,
ჯოჯოხეთის უფსკრულში მიმატოვე დაჭრილი.
დაიკეტა მარადის ჩემთვის კარი სამოთხის,
კუპრისაგან ნაკეთებ ბილიკებზე დავდივარ,
უწმინდურის სხეულს კი აბა ვინღა ამოთხრის,
აღარავის ვახსოვარ.. გაუმქრალი ლანდი ვარ..
ვიცი, შენ არ მიშველი, დააბიჯებ შიშველი,
ნაომარი ვნებით და კმაყოფილი გმირობით,
მე რომ ადრე ვიცნობდი, დაღუპულა ის შველი,
აღარასდროს შევხვდებით... ვეღარასდროს.. მშვიდობით!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გავწითლდი love მაგრამ ეს არაფერი, მომავალში იქნება უკეთესი, უკეეთესი wink
ბრწყინვალე ხასიათზე ვარ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent