შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწმენდის რიტუალები


6-10-2018, 03:27
ავტორი Autophile
ნანახია 1 015

რამდენი ლიტერატურული ნამუშევარი მიუძღვნიათ მზისა და მთვარისთვის, რამდენჯერ გაუსვამთ ხაზი მათი სილამაზისთვის,რამდენჯერ შეუმკიათ ისინი ათასგვარი სიკეთეებით,თუმცა ძალიან იშვიათად თუ საუბრობენ ბუნების სხვა საჩუქრებზე, როგორებიცაა წვიმა და ქარი
მაშინ როცა ყველა თავგანწირვით ცდილობს დაემალოს ქარის მოქნილ მკლავებსა და წვიმის მსხვილ წვეთებს, მე ამავე თავგანწირულობით ვცდილობ რაც შეიძლება მალე ვიქცე მათ ნაწილად.თუ გაქვს ნიჭი,დააფასო მათი მნიშვნელობა, ჩათვალე,შენ ხარ საოცრება და თუ აქამდე არასდროს გიგრძვნია თავი სამყაროს ცენტრად უბრალოდ, მოურიდებლად, თამამად შეუშვირე სახე ციდან მომავალ მარგალიტებს, დადექი ქარში ხელებგაშლილი და დაივიწყე,ყველაფერი დაივიწყე.

დამიჯერე, მენდე, სახით გაუსწორდი ქარს, მიეცი ნება შემოაღწიოს შენში, შეეხოს ბნელ კუნჭულებს, გადაფანტოს სევდა და ნაღველი. მიეცი ნება გადაგაცალოს სქელ ფენად ქცეული მტვერი, და ზუსტად მაშინ,უკვე საკმაოდ შემსუბუქებული და თავისუფალი, შენ იგრძნობ საოცარ ძალას, რომელიც შენში ადგილის მოძებნასა და სამარადჟამოდ დაბუდებას ცდილობს, შენ იგრძნობ კოსმიურ სიამოვენებას, იგრძნობ სიცოცხლეს, იგრძნობ ყველაფერს, რაც აქამდე გაკლდა ან ადრეც გქონდა და უბრალოდ სათანადოდ ვერ აფასებდი.
დააფასე წვიმა, არ გაექცე,არ დაემალო.შეიყვარე და ისიც შეგიყვარებს. თუ გულს გაუღებ და ერთხელ მაინც მისცემ შანს თავი მოგაწონოს, ახლაც დამიჯერე, ცის ცრემლები, რომლებიც აქამდე ავისმომასწავლებლად და საზარლად გეჩვენებოდა, იმდენად შეგიყვარდება, ნარკოტიკად გექცევა და თავს ვერ დააღწევ მის მომხიბვლელობას.

დაიმეგობრე ისინი, აქციე განწმენდის რიტუალებად და გადარჩები. გული სხვაგვარად დაიწყებს ფეთქვას, დედამიწაც სხვანაირად დაიწყებს ტრიალს, გონებაში მოულოდნელად სულ სხვა ფიქრები გაჩნდება და შენც გადარჩები. სული გაგითბება,ოპტიმიზმით გაიჟღინთება,იმედით გაივსება,სიყვარულით დატკბება და შენც გადარჩები.
და თუ ვინმე გალუმპული წუწუნს დაიწყებს წვიმისგან გაჩენილ გუბეებსა და ტალახზე, თუ ვინმე მტვერნაყლაპი ბუზღუნს დაიწყებს ქარზე,ხოლო შენ ამ დროს უსასრულო ბედნიერებით ტკბები, თბილად გაუღიმე და კიდევ ერთხელ დააფასე საკუთარი თავი, რადგან შენ შეძელი და სილამაზე დაინახე .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent