შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვალი


8-10-2018, 02:59
ავტორი Omorfula
ნანახია 1 228

ვიმსხვრევი!!! ისე როგორც მინის ჭიქა,ჩემი ნამსხვრევები თითქოს ყველგანაა მიმოფანტული,მისი ვიმსხვრევი!!! ისე როგორც მინის ჭიქა,ჩემი ნამსხვრევები თითქოს ყველგანაა მიმოფანტული,მისი გამთელება და შეგროვება კი შეუძლებელია.და რომც გამთელდეს იმ ბზარებს ვერაფერი უშველის.ცხოვრებაში არაფერ არ ქრება უკვალოდ,არც ჩემი იარები.
მტკივა, სული მტკივა,გული მტკია,თითოეული ძვალი მტკივა,შინაგანად დავცარიელდი, და თითქოს ჩემგან ჭიქის ფსკერზე დარჩენილი ნალექი რჩება.ხედავთ? კვალს მაინც ვტოვებ ჩემი არსებობის. ღირს კი ასეთი არსებობის და სიცოცხლის კვალის დატოვება? ისეთივე ტკივილიანი კვალის როგორიც მთელი ჩემი ცხოვრებაა. ზოგჯერ ვფიქრობ ტკივილი და უბედურება ჩემს გენშია და ეს გენეტიკურად გადმომეცა.
მწყურია,ბედნიერება მწყურია მშვიდი, წყნარი ცხოვრება მწყურია და ამ წყურვილით ვიხრჩობი. უდაბნოში მიტოვებულივით ვარ და შვებას ვერსად ვპოულობ.
ჩემი ბავშვობა ერთი დიდი ტკივილია,ისე მინდა ამ ტკივილის წაშლა და უკვალოდ გაქრობა შემეძლოს,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია ეს უბრალოდ ოცნებაა, ოცნება რომელსაც ასრულება არ უწერია.
მინდა დავბრუნდე იქ, ბავშვიბაში და ის ლაღი, უდარდელი ბავშვობა შევიქმნა რომელზეც დღესაც ასე ძლიერ ვოცნებობ. თითქოს ჩემში დღესაც არის იმ პატარა უსუსური გოგონას აჩრდილი რომელიც ესე ოცნებობდა ბედნიერებაზე, და სწორედ ეს აჩრდილი არ მაძლევს დღეს საშვალებას ვიყო ლაღი და ბედნიერი, რადგან მან ხომ არ იცის როგორია ბედნიერება, ეს მას არასოდეს უგრძვნია. მის მონაცრისფრო მოშავო ცხოვრებაში ზოგჯერ გამოანათებდა მზე, მაგრამ ისეთივე სუსტი მზე როგორიც ზამთრის სუსხიან დღეებშია.
ხედავთ! ხომ ვთქვი უკვალოდ არაფერი ქრებათქო, არც ჩემს მუქ და ღრუბლიან დღეებს ჩაუვლია უკვალოდ, და ეს კვალი დღეს ჩემა ზრდასრულ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. სწორედ ისე დატოვა კვალი როგორც ჭიქის ფსკერზე დალექილმა ნალექმა. და ამ ნალექის გაქრობა თითქოს შეუძლებელია.
ბედნიერება.. ეს მიუღწეველი ოცნებაა ჯერჯერობით! მაგრამ მე ვპირდები იმ პატარა გოგონას მე ვიქნები ბედნიერი,მე ვისწავლი თუ როგორ ვიყო ბედნიერი, ჩემ საკუთარ მზეს შევქმნი, მზეს რომელიც წლის ნებისმიერ დროს გაათბობს, გაალაღებს და გაალამაზებს ჩემს დღეებს.
მე ვასწავლი იმ პატარა გოგონას ბედნიერებას, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა, მე შევძლებ შევცვალო ჩემი ტკივილიანი კვალი იმ ჭიქის ფსკერზე, და ის ტკივილი ბედნიერებით ჩავანაცვლო...




ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ გთხოვთ, ეს ჩემი პირველი ჩანახატია, რომელშიც მთელი ჩემი ემოცია ჩავდე,,, ველოდები თქვენს შენიშვნებს რომელსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent