დარღვეული რუტინა.
ცხოვრება რუტინაა... ერთი დიდი რუტინა... ქალები მიდიან და მოდიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს რაღაც ახალია... მია სხვებს არ გავს თავისი ასაკის მიუხედავად ნაზი და ბავშვურია. ახლა მკითხავთ თუ სხვანაირია მაშინ მასაც სხვა ქალებივით რატომ უპირებ მოქცევასო... ეს ჩემი ცხოვრებაა, მე არ მინდა ჩემს ცხოვრებაში ქალი რომელთანაც მომიწევს რაღაცაზე პასუხი ვაგო... ხო ასეთი ვარ არ მიყვარს პასუხისმგებლობები... მე თავისუფლება მიყვარს, მიყვარს როცა იმას ვიღებ რაც მინდა... ახლა კი მია მინდა... მაგრამ ასე კი არა სხვა ქალები რომ მინდოდა, მინდა მასთან ერთად ხეების შრიალის მოსმენა, მინდა მისი ყოველი ნაკვთი ბუხრის შუქზე შევიგრძნო, შეშის ტკაცუნს მინდა ერთვოდეს მისი ბაგიდან წამოსული ბგერები... -კარგი რა მიკაელო წავიდეთ მთაში მე და შენ. -თოვლი აქაც არის. -ხო ეგრეა მაგრამ მთაში უფრო მეტი თოვლია, იქ უფრო ლამაზია ზამთარი. მია მართალი აღმოჩნდა აქ უფრო მეტი თოვლი და მეტი თავისუფლებაა... ტყის ქოხში ვიყავით, ქოხი პატარა იყო მხოლოდ ბუხარი, რამოდენიმე სკამი, მაგიდა, ძირს დაგებული ლეიბი და პლედი იყო... შეშა უნდა მომეტანა რომ შემაგვიანდა მია გამოვიდა და მისი მოუხერხევლობით ფეხი გადაიბრუნა... ქოხში ვიჯექით მიამ მგლის ყმუილი რომ გაიგონა და ზედ ამეკრო... -მია რატომ გაფითრდი? შენ რა მგლების ყმუილის შეგეშინდა? -მისი შიშით გამხიარულებულმა გახუმრება ვცადე, მაგრამ ისეთი პასუხი გამცა წამსვე დამამუნდა. -არა, შენ ხომ აქ ხარ ჩემთან რა მაშინებს. -მიამ ყოველთვის იცოდა როგორ აეჩქარებინა ჩემთვის გული, ახლოს მოიჩოჩა და მაგრად მომხვია ხელები, არაფერს ამბობდა იმდენად ბავშვური იყო ვერც მე ვბედავდი მისთვის ვერაფრის თქმას, მკერდამდე შეხსნილი პერანგიდან ამაყად მოუჩანდა ამოწეული ლავიწევი, ყოველთვის მაგიჟებდა ქალებში ეს მაგრამ მია სხვა იყო მისი ლავიწების უბრალოდ შეხება მომინდა, ნელა დავიხარე და ლავიწზე ვაკოცე მია შეკრთა და მომშორდა. -სანამ დაღამდება გინდა გავისეირნოთ? -ჩემი ფეხი დაგავიწყდა? -ხელში აგიყვან, აქვე ახლოს ძველი სალოცავია და მინდა გაჩვენო. -ხვალ ვნახოთ ახლა ცოტა მცივა და დავწვები კარგი? -კარგი. -შენ რას გააკეთებ? -მე აქვე ვიჯდები და გიყურებ. -თუ გინდა შეგიძლია შენც დაწვე. -როგორც კი მის გვერდით დავწექი მიას გააკანკალა, მაშინვე მივხვდი რომ ეს ჩემს გამო იყო და მიას უფრო ავეკარი. -მია ცივი ხარ, ალბათ ძალიან გცივა გაგათბობ.ავე - ჩემი სურვილი ჩუმად შევაპარე და მიაც ჩემს მკლავებში შემოძვრა მისი ნაზი კანის ჩემს სხეულზე შეხებამ გამაგიჟა, ჯერ შუბლზე ვაკოცე, შეკრთა გააჟრჟოლა, მერე პატარა ცხვირზე მოვდე კბილები და წამოიკვნესა, ბაგეს რომ დავეწაფე მიამ სუნთქვა შეწყვიტა ჩემს სხეულში კი ვნების ქარიშხალი იყო, რომ მოვშორდი შევნიშნე მიას როგორ გაუწითლდა ლოყები, სიფრიფანა სხეულზე გამობურცულმა მკერდმა სწრაფად დაიწყო მოძრაობა და მიას სუნთქვა გაუხშირდა, მის ლავიწებს რომ შევეხე მია მოდუნდა და დაძაბული სხეული დაუმშვიდდა, ისე დათარეშობდნენ ჩემი ხელები და ტუჩები მის სხეულზე თითქოს ჩემი საკუთრება ყოფილიყო, ეს მაგულიანებდა და მიას უფრო ვნება მორეული ვეუფლებოდი, მიას ვნებიანი ბგერები, გახშირებული სუნთქვა და შეშის ტკაცუნი არღვევდა სიჩუმეს, შემიძლია ვთქვა რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ მომისმენია. ჩემს მკერდზე მძინარე მიას თმა გადავუწიე და სახეზე დავაკვირდი, მხოლოდ ახლა მივხვდი რას ნიშნავს “გაზაფხულივით ქალი” დილით რომ გავიღვიძე, მარტო ვიყავი თავთან კი პატარა ფურცელი მედო წარწერით. “ცხოვრება რუტინაა, ერთი დიდი რუტინა, მე ბედნიერი ვარ რომ ეს რუტინა ერთი დღით მაინც დაირღვა. “ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.