შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოფხიზლების დროა!!!


16-10-2018, 00:58
ავტორი Jane18
ნანახია 1 058

ჩვენს ქვეყანაში საქმე ერთმანეთის გალანძღვას და ქართული რეალობის კრიტიკას თუ შეეხება მაშინ ყველა ბრძენია, გულზე მჯიღს ვიცემთ, ესააო და სულ გავფუჭდით, აღარც დანდობაა და აღარც შენდობაო. შე კაი კაცო, ასე თუ არ მოგწონს რეალობა ადექი და გამოასწორე საქციელი, კრიტიკას და ბრტყელი სიტყვების ბრახუნს.
მერე და ვინაა ის ვინც არ მოგვწონს, ვინ ქმნის რეალობას ისეთს როგორიც დღესაა, ვინაა საქართველო, ვინ აღარ იცინის ქუჩაში, ვინ გააუბედურა ქვეყანა, ვინ მათხოვრობს ქუჩაში და ვინ არის ის ვის გამოც მათხოვრობენ? ვისი შვილი შიმშილობს დღეს და ვის შეუძლია ამ შიმშილობის აღკვეთა, ვის შვილს ენატრება მშობლები და ვის გამო არიან ისინი საზღვარგარეთ გაფლდახვეწილები. ვისი ქუჩებია დაბინძურებული და ვის ძალმიძს ამ პრობლემის გადაჭრა, ვის აღარ შეუძლია გაუბედურებული ჰაერის ჩასუნთქვა და ვინ წაართვა ჰაერი ქალაქს, ვინ არის ის ვინც სოფელში აღარ ცხოვრობს და ვინ მოუწოდებს ხალხს ვაი და სოფელი აღარ გვექნება მალე, ყველამ დედაქალაქს მოაშურა სადაცაა გასკდება და ეგ იქნებაო, ვინ მოუწოდებს საზოგადოებას ქართველები გადაგვარდა და დაგვექცა ერიო. არ ფიქრობთ, რომ მესამე კი არა პირველ პირში ჯობია საუბარი თუ მაინც გვინდა, რომ ვისაუბროთ,.საზოგადოება არ გვყავს ჯასაღიო და მე და თქვენ არ ვართ ამ საზოგადოების ნაწილი?! ქართველი ერის გადაგვარებაზე, რომ ვსაუბრობთ მე და თქვენ ამ ერის ნაწილი არ ვართ?!გაღატაკებულ ქვეყანაზე, ულუკმაპუროდ დარჩენილ ქვეყანაზე, რომ ვსაუბრობთ და ამ დროს აღვნიშნავთ ტყუილად წუწუნებს ეს ხალხი ჯიბეში აიფონები უწრიპინებთო, მერედა ეს ხალხი ისევ ჩვენ არ ვართ?! თუ მართლა გვაწუხებს დანაგვიანებული ქუჩები მოდი ნუ დაველოდებით სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულ ჯარიმებს და ნუ დავიწყებთ წუწუნს უი და რას გვიშვება ეს მთავრობა სიგარეტის ნამწვავი ვერ აუღიათ ასფალტიდანო, ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენს ქუჩას და არ დავაგდოთ არც ნამწვავი, არც ქაღალდი და ნურც ცელოფნებით მოვრთავთ ისედაც კენტად დარჩენილ, გაუბედურებულ ხეებს ქუჩებში. არა, რომ ვწუწუნებთ ჟანგბადი აღარაა ყველა მანქანით დადისო, მე და თქვენ არ ვართ მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად, რომ ვიკლავთ თავს, ესაო და სავიღალე ტრანსპორტით და ფეხით სიარულით, ყველას ყავს და მეც უნდა ვიყიდო მანქანაო?! რატომ ვდილობთ ყველაფერი გავართულოდოთ, რატომ ვერ შევიგნეთ, რომ თუ ადამიანები გავერთიანდებით, თუ საკუთარ საქციელზე მეტს ვიფიქრებთ, თუ გვეცოდინება, რომ ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ ჯანსაღი მოქალაქეები და ჩვენი პასუხისმგებლობაა ერთი ციცქნა ქვეყნის მოვლა, მაშინ დამიჯერეთ, რომ მსოფლიოში ჩვენზე უკეთესი ერი არ იარსებებს. მესმია თაობათა ბრძოლა, დაპირისპირება, ქიშპი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მერწმუნეთ, დროა ამას ბოლო მოეღოს, დღეს ერთ რეალობაში ვცხოვრობთ, იმ რეალობაში სადაც ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანები იხოცებიან, სადაც მშობლებს სიმწრით გაზრდილი შვილები უაზრო ავარიებით, ბინძური ნარკოტიკებით, ინტერნეტ თამაშებით, ათასი სენით ( რომლის მკურნალობის ხარჯების დაფარვაც კი შეუძლებელი გახადეს ), დაუდევრობით და სისულელეებით ეხოცებათ. მერე რა, რომ დღეს შენი და ჩემი მეზობლის შვილიშვილს ვარფისფერი თმა და წითელი წამწამები აქვს, მერე რა, რომ შენი და ჩემი მეგობრის ბაბუს "ძველმოდური" შეხედულებები აქვს. დრო იცვლება, ქვეყნად უამრავი ადამიანი არსებობს, სხვადასხვა ასაკის, რასის, რელიგიის და ა.შ და ბუნებრივია, რომ ყველას ერთი შეხედულება და მოსაზრება არ და ვერ ექნება, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავოსუფლება იწყება იქ, სადაც სხვისი მთავრდება და ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი იწყება. მოდი მოვეშვათ დემაგოგიას მეც და თქვენც, ავდგეთ და დავალაგოთ ქუჩები, მოვუაროთ მოხუცებს, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდებს, ვიკითხოთ მოთხრობები, ზღაპრები, ლექსები, ვწეროთ და ვიმღეროთ სიმღერები, ვილოცოთ ერთმანეთისთვის და საკუთარი თავებისთვის, ოღონდ გულით და დავაფასოთ ერთმანეთის რწმენა. მოდი ჩვენ თვითონ შევქმნათ ის ნათელი, ბედნიერი, სუფთა, ჯანსაღი, ღიმილიანი და კეთილი ქვეყანა ყველას ასე ძალიან, რომ გვინდა.



№1 სტუმარი სტუმარი იზუკა

რა სწორად და ჯანსაღად აზროვნებთ! ნეტა თქვენსავით აზროვნებდეს ყველა,მაშინთარ იქნებოდა საქართველო ესოდენ გაუბედურებული და დაქცეული!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent