უცხოელი ბიჭი
კვირა, 22:00 უკვე აეროპორტში ვარ. ვემზადები გასაფრენად იმ საოცრად ლამაზ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია. ვესტუმრები დედაქალაქს. თბილისი ცნობილია თავისი არქიტექტურული ნაგებობებით. ძალიან მაინტერესებს მართლაც ისეთი შთამბეჭდავი სანახავია თუ არა როგორც სურათებში ჩანს. აეროპორტში ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, რომლებიც მაცილებენ. ელოდებიან როდის გავუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს. აი უკვე წასვლის დრო მოვიდა. თვითმფრინავში უნდა ჩავჯდე. გული საოცრად მიცემს. ორშაბათი, 05:37 როგორც იქნა ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ჩამოვედი. აეროპორტშივე დავაფიქსირე ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა. ვნახე თუ როგორ ხვდებიან ისინი თავიანთ მონატრებულ ნათესავ-მეგობრებს. ერთი უცნაური ფაქტიც დავაფიქსირე, რაც ჩემს ქვეყანაში არასოდეს მინახია. აეროპორტის გამოსასვლელთან დავინახე ადამიანი, რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა, ზედ ჩემთვის გაუგებარი წარწერა ეწერა. ალბათ რამეს ყიდის? იქნებ ვინმეს ელოდება? ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც გამოვედი აეროპორტიდან. იქვე ტაქსი იდგა. თვითონ მძღოლი მოვიდა და წაყვანა შემომთავაზა. მეც უარი არ ვუთხარი და წავყევი. მიმიყვანა სასტუმროში. აქაც კარგად დამხვდნენ იმის მიუხედავად, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაინც თავაზიანად მომემსახურნენ. მშვენიერი სასტუმროს ნომერი შემხვდა. უკვე საკმაოდ გვიანია, სადაცაა გათენდება. უნდა გამოვიძინო. ხვალიდან კი ახალი ენერგიით შევუდგები თბილისის ქუჩების თვალიერებას. ორშაბათი, 16:00 ღრუბლიანი ამინდის მიუხედავად, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ხალხს შევრეოდი. სასტუმროდან გასული, ხალხის რეაქციას ვაკვირდებოდი. ჩემი კანის ფერმა და ჩაცმის სტილმა როგორც ჩანს ყურადღება მიიქცია. ეს ყურადღება ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნო იყო. ხალხის მზერა თითქოს მეუბნებოდა, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო, რომ მე მათგან განსხვავებული ვარ. მიუხედავად ადამიანების რეაქციისა, მაინც გავაგრძელე გზა. რამოდენიმეჯერ დავაფიქსირე მსგავსი ფაქტი. როგორც ჩანს აქაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავი პატრიოტი ჰგონიათ. მათი პატრიოტიზმი კი ფერადკანიანი ადამიანის დაჩაგვრაში გამოიხატება. უსიამოვნო შემთხვევა მქონდა. არ ვიცოდი რას მერჩოდნენ. მოვიდნენ ჩემთან და გაურკვეველი სიტყვებით მელაპარაკებოდნენ. ძალიან გამიმართლა რომ ქართული არ მესმის. ალბათ რამე საშინელებას მეუბნებიან. როგორც იქნა თავი დავაღწიე პატრიოტებს. მივდიოდი ქუჩაში და თბილისის ქუჩებს, ნაგებობებს, არქიტექტურას ვაკვირდებოდი. გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ გზად უამრავი კაფე და რესტორანი შემხვდა. თითოეულ მათგანში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. გამიგია, რომ ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელია. დამაინტერესა. შევედი ერთ-ერთ რესტორანში. აქ საკმაოდ მხიარული საზოგადოება დამხვდა. მეშინოდა, რომ ესენიც ისე დამხვდებოდნენ, როგორც „პატრიოტები“. მუსიკა საკმაოდ ხმამაღლა იყო ჩართული. დავჯექი ერთ-ერთ მაგიდასთან. მოვიდა მომსახურე გოგონა, რომელსაც ლამაზად შეკრული წინსაფარი ეკეთა. ერთი შეხედვით საკმაოდ ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად ჩუმად მკითხა თუ რას შევუკვეთავდი. მეც ჩემი ენით ძლივს გავაგებინე. ქართული კერძები მართლაც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. აქ საკმაოდ კარგი დრო გავატარე. სასტუმროში წასვლის დრო ახლოვდებოდა. მინდოდა ისევ მესეირნა ქუჩაში, მაგრამ მივხვდი რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. დავემშვიდობე იმ გოგონას, რომელსაც ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. მკერდზე შევნიშნე, რომ ინგლისურად ელენე ეწერა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მესიამოვნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.