ამბიციური მე
მინდოდა ხატვის ნიჭი მქონოდა, თვალით აღქმულს ტილოზე რომ გადაიტან, გონებით ვხატავდი ხელით ვერა.. ერთხელ, ხატვაში დავალება გვქონდა ნატურმორტი უნდა დაგვეხატა. ფანქრები არ მქონდა სახატავი.მრცხვენოდა, სკოლასაც ვერ გავაცდენდი, ნატურმორტი კი აუცილებლად ფერადი ფანქრებით უნდა შემესრულებინა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ დას თვალის ფანქარი, რამდენიმე ტუჩსაცხი მოვპარე და დავალება ასე შევასრულე.(ვფიქრობდი დიდად შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო). იდეით გაკვირვებული მასწავლებელი ამის შემდეგ ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვდა ჩემგან. ხატვა არ ვიცოდი, მხოლოდ ჩრდილებით გამოვძვრებოდი ხოლმე.. დამ აკვარელები მაჩუქა, როცა ჩემი ნაჯღაბნი ნახა და ნათელი გახდა, თუ რატომ ქრებოდა ასე უკვალოდ მისი კოსმეტიკური საშუალებები. სახლში ყველგან და ყველაფერზე აკვარელი იყო, შემდეგ გუაშები. ცოტაც და ჩემი ,,ნახატების გამოფენაც იქნებოდა". ამ ზენიტში ვიყავი როცა მშენებარე ეკლესიის ჩვენი წარმოსახვით დასრულებული სახე უნდა დაგვეხატა. ვიზარმაცე, თავი გავიმართლე:- განწყობა არ მქონდა რომ დამეხატათქო. პასუხიც მივიღე: ,, გამომივიდა მხატვარი, მუზა არ ქონდა რომ ეხატაო". ეს იყო ჩემი ,,აღმავლობა და ,,დაღმავლობა" მხატვრობაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.