სად მიდიან?
,,სად მიდიან იხვები,როდესაც ტბა იყინება?’’ დევიდ ჯერომ სელინჯერმა ეს კითხვა,დიდი ხნის წინ,დასვა და დღემდე ამაზე პასუხი არ არსებობს.როდესაც პირველად დამისვა სელინჯერმა ეს კითხვა დამაფიქრა.საათები და დღეები ვფიქრობდი პასუხზე. პასუხს,რა თქმა უნდა,ვპოულობდი მაგრამ ეს მუდმივი პასუხი არ იყო. ცხოვრების ცუდ პერიოდში იხვები კვდებოდნენ. რაღაც კარგის დროს ვფიქრობდი,რომ იხვები თბილ ქვეყნებში მიდიოდნენ. იმედგაცრუების დროს კი იხვები გზაში კვდებოდნენ და ვერ აღწევდნენ მიზანს. როდესაც ადამიანები მტოვებდნენ,იხვები ტბის ქვეშ რჩებოდნენ და იყინებოდნენ. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში,ამ კითხვაზე პასუხი მუდამ იცვლებოდა. ვიცი სიგიჟეა მსგავსი რამ მაგრამ..... ერთხელ ვიღაცამ მკითხა: -ერთადერთი კითხვა,რომ გქონდეს ნებისმიერი ეპოქის მწერალთან ვის კითხავდი და რას? -ვკითხავდი დევიდ ჯერომ სელინჯერს ,,სად მიდიან იხვები,როდესაც ტბა იყინება?’’. ჯერომმა ეს კითხვა კაცობრიობას დაუსვა და პასუხი ინდივიდუალურია. ოპტიმისტებისთვის იხვები თბილ ქვეყნებში მიდიან. პესიმისტებისთვის გზაში იხოცებიან. რეალისტებისთვის კი არ არსებობენ იხვები და ის ტბა სრულიად ჩვეულებრივია. დრო გავიდა და ამ კითხვაზე პასუხის ძიებას შევეშვი.უფრო სწორად არც გამხსენებია. ერთხელ ამოტივტივდა და კითხვა შევცვალე ჩემი მდგომარეობის შესაბამისად. ,,სად მიდიან ადამიანები,როდესაც მარტო რჩები?’’ ამ კითხვაზე კი პასუხი დღემდე არ მაქვს. ამაზე დავიწყე ფიქრი და მივხვდი,რომ ზედმეტად განვიცდიდი იმას,რომ მარტო ვარ. მბეზრდებოდა ყოველთვის წუწუნი იმაზე,რომ მარტო ვიყავი. ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს,არც ჩიტები,რომ არ ჟღურტულებენ და არც მზე ანათებს,ზუსტად მაგ დღეს ყველა დამიბრუნდა. უცბად ჰოპ და ყველა ვინც კი წასულა ჩემი ცხოვრებიდან დაბრუნდა. გაოგნებული ვიყავი ამ ფაქტით. წესით უნდა გამხარებოდა,მაგრამ საინტერესო ისაა,რომ არც მწყინდა და არც გული მიცემდა გამალებით. უბრალოდ.. უბრალოდ რაღაცნაირი რამ დამემართა. ისეთი,რომ ვერ აღვწერ. დიდი ხანი ვიყავი დეპრესიაში. დიდი ხანი ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი და არ მინდოდა არავინ და არაფერი. არ ვუყურებდი არავის,არ მაინტერესებდა ვინ როგორ მექცეოდა და ვინ რას მეუბნებოდა ან მაგრძნობინებდა. მერე კი უცბად მივხვდი,რომ ეს ადამიანები თურმე არ წასულან ჩემგან. უბრალოდ იმდენად დაკარგეს ინტერესი ჩემს თვალში,რომ მე მათ არსებობასაც კი ვერ ვამჩნევდი.ვიცი საშინელი რამ გავაკეთე,მაგრამ ასეა.არ მეგონა მსგავსი რამ,თუ შესაძლებელი იყო,მაგრამ ფაქტი სახეზეა. ,,შენ ჩემს გევრდით ხომ იქნები?’’ ,,ხომ არასდროს დამტოვებ?’’ ,,მითხარი,რომ ეს შემიძლია!’’ და მსგავსი სისულელეები მოიშორეთ გონებიდან. უბრალოდ,თუ მარტო ყოფნით ვერ ისწავლით ბედნიერებას და საკუთარ თავს არ მიიღებთ სულ,რომ მთელი მსოფლიო თქვენზე ფიქრობდეს ვერავინ და ვერაფერი გიშველით. ზუსტად იმ წამიდან,როდესაც მარტოობაზე წუწუნი შევწყვიტე უამრავი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ჰმ. ისეთიც სხვებთან შედარებით,რომ მაინტერესებს. ა ეს ინტერესია? ნუ ამაზე სხვა დროს დავწერ.(თორემ სელინჯერიდან ჩემს ახალ ,,ინტერესამდე’’ დიდი გზაა.) და მაინც.. ,,სად მიდიან იხვები,როდესაც ტბა იყინება?’’ იქნებ ტბას ვერ ტოვებენ და იქვე არიან. იქნებ ეძნელებათ დატოვონ ტბა,სადაც 9 თვის განმავლობაში ცხოვრობენ. 9 თვე ხომ ატარებენ პატარებს დედები მუცლით? იხვებისთვის ეს ტბა ხომ ყველაფერია? რატომ უნდა დატოვონ სამი თვით? რატომ ვერ უნდა გაუძლონ ამ ტბის გამო მძიმე პირობებს? ახლა სხვააგვარად გიპასუხებთ კითხვაზე: ,,სად მიდიან იხვები,როდესაც ტბა იყინება?’’ იხვები არ მიდიან არსად.ტბას ვერ ტოვებენ და ტბის გამო უამრავი სიძნელის გადატანა უწევთ,მაგრამ ტბას მაინც არ ტოვებენ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.