შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელეები


7-11-2018, 02:20
ავტორი Naka
ნანახია 1 155

ჩემნაირი გოგოები ძალიან დიდხანს ითმენენ,
უზომოდ
და უსაზღვროდ,
მანამ სანამ ყველა ნერვი არ დააწყდებათ სათითაოდ
და სანამ მოთმინების თუ სიყვარულის ძაფი არ გაუწყდებათ,
მერე კი დგებიან და მიდიან,
უხმოდ,
უარაფროდ,
ზუსტად ისევე არ ამბობენ არაფერს, როგორც შენნაირი ან მისნაირი ბიჭები,
რომლებოც ჩემნაირ გოგოებს ტკენენ და ვერ გრძნობენ,
მიდიან ისე, რომ არასდროს დაბრუნდებიან,
ან რჩებიან, მაგრამ ხდებიან ისეთები როგორიც არასდროს,
ჩემნაირმა გოგოებმა იციან, რომ ისინი არ უყვარდებათ,
რომ მათზე ოცნებებით არავინ ათენებს ღამეებს
და შეჩვეულები არიან ტკივილების ტარებას,
ყოველთვის,
როცა გვიან ღამით თავიანთ ბნელ
და მარტოობით სავსე ოთახებში დაწვებიან გახედავენ ხოლმე ფანჯრიდან ქუჩიდან ოდნავ შემოსულ შუქს,
ან ჭერს გაუშტერებენ თვალებს და თავიანთ მარტოობაზე ნერვმებმოშლილი საათობით ტირიან,
ფიქრობენ,
მაგრამ არ იციან უკვე მერამდენე ღამეა ასე არიან,
ტირილს რომ მორჩებიან საათობით ფიქრობენ შენნაირებზე,
დააწყობენ გეგმებს,
მოიფიქრებენ ტექსტებს ლამაზი ფრაზებით,
რამდენჯერმე გაიმეორებენ, როგორ უნდა გითხრან ყველაფერი,
რასაც გრძნობენ,
რაც აწუხებთ,
რის გამოც უკვე მერამდენე ღამეა არ სძინავთ,
იმასაც იფიქრებენ როგორ გაგითიშავენ ტელეფონს ამ ყველაფრის თქმის შემდეგ და როგორ არ გიპასუხებენ არასდროს,
მაგრამ ეს მხოლოდ ჩემნაირი გოგოების წარმოდგენებშია ასე,
სინამდვეში კი ჩემნაირი გოგოები ყოველ დღე საათობით სხედან ტელეფონით ხელში და უყურებენ როდის განათდება ეკრანი,
ეზიზღებათ ყველა ვინც რეკავს მაშინ, როცა შენნაირების ზარს ელოდებიან,
უნათდებათ სახე, როცა სასურველ სახელს ამოიკითხავენ,
მერე ერთი წამით გაიფიქრებენ,რომ ყველაფერს გეტყვიან,
თუმცა გაიგებენ თუ არა ხმას ეღიმებათ და ვერაფერს ამბობენ,
მერე ჩემნაირი გოგოები დიდხანს ლაპარაკობენ შენნაირებთან და უჩნდებათ ილუზია რომ ბედნიერები არიან,
საუბრის დამთავრების შემდეგ კი ისევ უბრუნდებიან მარტოობით სავსე ოთახებს და ისევ ტირიან თავიან უარაფრო ცხოვრებას,
ერთ დღეს კი იღლებიან,
ძალიან ძალიან იღლებიან
და ამთავრებენ,
ეს მაშინ ხდება,
როცა ხედავენ მათი ოცნებები სამუდამოდ იძირებიან,
და მერე ვინ იცის კიდევ რამდენ ღამეს ატარებენ საკუთარი ცარიელი ცხოვრების გამოტირებაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent