შუა ღამეა
შუა ღამეა. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოუთმენლად ველოდებით, ბოლო სტუმრების წასვლას. მათ კი საერთოდ არ ანაღვლებთ და ვერც კი ამჩნევენ, თუ რაოდენ დაღლილი, დაქანცული და მძინარე სახეებით შევცქერით თითოეულ მათგანს იმ იმედით, რომ რომელიმე მაინც შეგვამჩნევს და ბოლოს მოუღებს ამ მტანჯველ სამ საათიან მოლოდინს. კარის ჭრიალის ხმა გაისმა. -ვინ უნდა იყოს?! - მათხოვარია! კარგით რა, ეს მინდა კიდევ მე... არ შეიძლება პატარავ, აქ კამერებია! არც შემიხედავს ისე გაიყვანა ჩემმა თანამშრომელმა დარბაზიდან „მათხოვარი“. -წავიდა? -კი. - ცოტახნით გარეთ გავალ. კიბეებზე ასვლისას საპირფარეშოს კართან ხმაური მესმის. ვხედავ პატარა, გამხდარი, სიფრიფანა, ქერათმიანი გოგონა დგას და ხელებს იბანს. -ხელების დაბანა მინდოდა.. მითხრა და იქვე ნიჟარაზე დაყრილ ხურდებს გადახედა შეშინებული თვალებით. -რა გქვია? -თამარი. -რამდენი წლის ხარ პატარავ? -ექვსის და მალე პირველში შვიდის გავხდები. -რა კარგია, რომელ თვეში? -აპრილში. -აპრილი უკვე იყო. -მეშლება ხოლმე, მარტში. -მარტიც რომ იყო უკვე. - მწარედ გამეღიმა... -ახლა რომელი თვეა? -ივნისი. -სულ მერევა ეს თვეები.. ისევ გულმოდგინედ განაგრძობს ხელების დაბანას. -პირველ ივლისშია შენი დაბადების დღე? -არა.. არა.. დანანებით მპასუხობს, რადგან ვერა და ვერ იხსენებს თავის დაბადების თვეს. -აგვისტოში ხომ არა? -ხო, ხო აგვისტოში მაქვს, -შემომყვირა გახარებულმა. -ყოველ მერამდენე დღესაა დაბადების დღე? -წელიწადში ერთხელ აქვს ადამიანს დაბადების დღე. (დაუფიქრებლად ვუპასუხე, კითხვიდან გამომდინარე პასუხი ალბათ გაუგებარი იქნებოდა.) -რამდენი თვე,დღე და წელი უნდა გავიდეს, რომ დიდი გავხდე? -ბევრი წელი უნდა გავიდეს, ლამაზი და დიდი გოგო რომ გახდე.მალე გინდა რომ გაიზარდო? -არ მინდა! მე სულ ბავშვი მინდა რომ ვიყო.. დიდი რომ ვიქნები შოკოლადებს აღარავინ მაჩუქებს და თბილადაც არაღვინ მომექცევა..მე კიდევ მიყვარს შოკოლადები.. -ხვალ ან ზეგ ისევ მოდი აქ და მე შენ შოკოლადებს გაჩუქებ კარგი? -არ ვიცი სად ვიქნები ხვალ ან ზეგ.- მეუბნება დაღონებული. -როცა შეძლებ მოდი, მე აუცილებლად გაჩუქებ შოკოლადებს. -სად არიან შენი მშობლები? -მამიკო ცუდათაა, სულ დაწოლილია, დედა იმასაკეთებს რასაც მე. არ ვიცი, არ უნდა მითხრას სიტყვა „მათხოვრობს“ (მე ვიტყოდი მოწყალების თხოვნა) ან თვითონაც ვერ აცნობიერებს ბოლომდე რას აკეთებს, მას ხომ ადამიანური სითბო და შოკოლადები ენატრება. -მასწავლე, ეს როგორ ჩავრთო? ხელები რომ გავიშრო. ხელის საშრობი ჩავრთე, რომელიც არცისე მაღლა ჰკიდია კედელზე,მაგრამ იმდენად პატარაა რომ ხელებს ძლივს აწვდენს, ქაღალდის ხელსაწმენდი ავიღე და მე ციცქნა ხელებს ვუმშრალებ. -აი ნახე..ძალიან მტკივა ხოლმე.. პატარა თითებით დამსკდარ ტუჩებს მაჩვენებს. -რატომ გტკივა ასე ძალიან? -როცა ბევრს ვლაპარაკობ და ბევრს ვმღერი მიშრება, მერე კი ასემაქვს.. დიდი ხანია აქ ვარ, უნდა წავიდე. ხელსაწმენდი ნაგვის ყუთში ჩააგდო და კარისკენ გაიქცაა. -ხურდა გრჩება. -მივაწოდე, რომელიც ნიჟარაზე დაყარა ხელების დაბანის წინ და მაშინ შეშინებულს, რომ არ წამერთვა, ახლა ჩემთან საუბრის შემდეგ აღარც კი ახსოვდა. კარი გავუღე თუ არა, ნახვამდისო მომაძახა და მაშინვე ხტუნვა ხტუნვით გაიქცა.. ისევ მინდოდა საუბარი.. კიდევ სურვილი გულში ჩამეკრა.. ცოტაოდენი სითბო ეგრძნო ჩემგან... აუცილებლად მოვა.. მას ხომ შოკოლადები ძალიან უყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.