შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამეა...


27-05-2018, 01:19
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 422

ღამეა და ქუჩებს ვარსკვლავი ანათებს
მთვარე კი გოგონას ანარეკლს იჩრდილავს
ის თავის ცრემლებსაც არავის ანახებს
მის სევდას მარტო ეს მთვარე თუ იხილავს...

სჭირდება რომ მთვარეს უთქმელი სიტყვები?
დუმილის დროსაც კი ყველაფერს მიხვდება
და როცა ცხოვრების დინებას მიყვები
გრძნონების დამალვა,შენახვა გიხდება...

გოგონა,ცრემლისგან,დარდისგან დაცლილი
კვლავ უხმოდ უმიზმოდ მიჰყვება ნაპირებს
ისე აქვს მას გული და სული დაშლილი,
რომ თვითონ არ იცის ხვალ-ზეგ რას აპირებს...

რას ითხოვს ისეთს,რომ ვერა და ვერ ახდა?
რატოა დღემდე ის იმ ერთის ლოდინში?
ხვდება,რომ მათი გზა გაიყო და აცდა
არ უნდა წასვლა და უბრალო ბოდიში...

დრო მიდის უცვლელად,ტკივილი რჩება კვლავ
ღამეა,განცდები სულ უფრო მძაფრდება
არ იცის,რა ხდება და რა იქნება ხვალ
ვერ ხვდება,წარსული მასში რომ სახლდება...



№1  offline მოდერი bla.ell

კარგი ლექსია ყოჩაღ უფრო და უფრო რომ იხვეწები ეტყობა ლექსებს❤❤

 


№2  offline წევრი sweetgirl

bla.ell
კარგი ლექსია ყოჩაღ უფრო და უფრო რომ იხვეწები ეტყობა ლექსებს❤❤

დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებს შენი კომენტარები <3 <3 <3

 


№3  offline წევრი Noar

კარგი ლექსია :) ჩემებური რაღაცნაირი :) დეპრესიის,რომანტიკის და გრძნობების ნაზავი,ყოჩაღ !!!

 


№4  offline წევრი sweetgirl

Noar
კარგი ლექსია :) ჩემებური რაღაცნაირი :) დეპრესიის,რომანტიკის და გრძნობების ნაზავი,ყოჩაღ !!!

Madlobaa ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent