შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა


12-11-2018, 22:53
ავტორი bla.ell
ნანახია 1 834

ბავშვი რომლის თვალებიც ხედავენ ზამთარს,სულში.
დედის კალთის ნაცვლად ცარცით დახატულ თავის ნახატს ეხუტებოდა...
და რა ძნელია,როცა ტკივილისგან "დედას" ამოიკვნესებ და ქალის სახე არ გახსენდება...ეძახი მაგრამ იცი მის პასუხს ვერასდროს გაიგებ მაინც, და რა ძნელია კიკინებს რომ დედა არ გიკრავს,სკოლაში წასვლისას დედის ლოცვა რომ არ მოგყვება,დედის სურნელი რომ არ ასდის ყველა მაისურს.
და სიბერეში მითუმეტეს რომ ვერ იხსენებ მის ღიმილს თუნდაც მის მოფერებას...

წერა ვისწავლე დედი იცი?და ამიერიდან თუ ვერ გეტყვი დაგიწერ მაინც "მიყვარხარ"ს და წყალს გამოვატან დაკეცილ ფურცელს.
დედი...იცი სიმაღლეში სწრაფად ვიზრდები და მჯერა როცა გავიზრდები მე შენ გიპოვი.
დე აქ უამრავი ჩემნაირია,
მათგან უმეტესობას დედა არ ჰყავს დე...შენ ხომ მოხვალ ჩემს სანახავად...მჯერა რომ მოხვალ.
დე იცი რა კარგად ვხატავ ?!ყველა გაოცდა...
დედი დღეს იცი შენ დაგხატე...ჩემო ლამაზო.
დე შენზე მითხრეს,იმიტომ დაგტოვა აქ რომ,ღმერთთან წავიდაო...რატომ წახვედი?მალე დაბრუნდი რა სახლში მინდა...
დე ლექსი დავწერე შენზე, პატარა ლექსი...
დე იცი გუშინ ჩემს გამო ბიჭმა იჩხუბა...
დე მიყვარხარ...
დე მენატრები ძალიან თანაც,
დე დამიბრუნდი რა...
დე გელოდები...
დე შემიყვარდა იცი?!
დე მეტირება დე...
ვეღარ ვუძლებ სევდას.
დე პირველი კოცნა მქონდა იცი?!დე ღმერთთან თუ ხარ მალე დაბრუნდი...
დე დიდი დრო გავიდა უშენოდ,უკვე დიდი ვარ...დე იცი სიყვარული ამიხსნა ვინც მე მიყვარდა...
დე როგორ მინდა ახლა აქ იყო,ჩაგეხუტო და შენი სურნელით გაჟღენთილმა ამოვიხვნეშო...
დე სუნთქვა მიჭირს,მიჭერს ცრემლები ყელში და მახრჩობს უშენობა...
დე გულს მტკენენ და შენც კი არ მყავხარ...
დე მძულს ყველა და ყველაფერი...
დე გავიგე მიგიტოვებივარ...
დე გავიგე შენი სახელი...
დე გეძებ იცი?
დე სად ხარ ნეტავ...
დე ღამეს ქუჩაში ვათევ პირველად,გამოვიპარე...
დე არავინ მყავს გესმის?არავინ...შენც კი არ მყავხარ...
დე ვერ შევძელი კარგი ცხოვრების აწყობა...
დე ფურცლები მთავრდება ამ დღიურში...უშენობის დღიური დე...
დე ცუდადვარ...
დე ვლპები მგონი...
დე აღარ დარჩა ჩემგან ის ბავშვი ძალა რომ,ჰქომდა შენს საპოვნელად...
დე ვერ გპოულობ...
დე მე მიყვარხარ...
დე არ მჯერა რომ ასე დამტოვე...
დედი,ნეტავ ვიცოდე ცაში ხარ თუ მაწაზე დგამ ახლა ნაბიჯებს...
დე ნაოჭები მომიხშირდა...მგონი დავბერდი...
დე ნეტავ შენი ერთი გაღიმება მაინც მენახა...
დე შენ გგავარ თუ მამას...
დე მამა ვიპოვე...
დე მისი დღიური ცალკე მაქვს...
დე მას ცოლი ჰყავს...
დე გავიგე რომ მიწაზე არა მიწაში ხარ ახლა დედიკო...
დე შენს საფლავზე ვიყავი ნეტავ მხედავდი?
დე შენს სახეს ნამდვილს ჩავეხუტე...
დე რა ცივი იყო შენი ქვა დედი...
დე მაგ მიწაში უნახავად რატომ ჩაწექი...
დე გუშინ საავადმყოფოში ვიწექი...
დე შენი ლექსების კრებული მომცა მამამ...
დე მამა გარდაიცვალა...
დე ის შენს გვერდით რომ დავაწვინეთ ნეტავ იგრძენი?!...
დე კიდევ უფრო მეტად ამტკივდა გული დედი...მიშველე დე...
დედი,ძალა მეცლება მგონი...
დე,ეს ცხოვრება სულ მარტომ გამოვიარე დედი...დე მამა ვიპოვე დე და ვაპატიე მაგრამ მაინც დავკარგე დეეე...
დედი შენ კიდევ ისე წახვედი ვერც გიხილე ჩემო დედიკო...
დე სიყვარული მეტად მტკივნეული რაღაც ყოფილა.
დედი სხვებთან ერთად ვზივარ ახლა და შენზე ვფიქრობ.
დე სათვალე დამჭირდა ვეღარ ვხედავ უკვე კარგად ვერაფერს...
დედი,გული დამიბერდა უშენოდ გატარებულ ცხოვრებაში დე...
დე რამდენიმე დღე დაგრჩაო დედი...
დე...მიყვარხარ...
დე მენატრები...
დე მეც მოვდივარ...
დე დამელოდე...
ვეღარ ვწერ...
დე ექთანი წერს ახლა ჩემს ნაცვლად...
დე რამდენიმე საათის დრო მაქვს
დე პირველი თუ არა ბოლო სიტყვა მაინც შენა ხარ
დე და...

პ/ს გამარჯობა ტკბილებო...ამ ჩანახატის აქ გამოქვეყნებას არ ვაპირებდი,რადგან მაინც იშვიათია ჩანახატი ვინმემ ნახოს და წაკითხვა არ შეეზაროს...იმედია მოვა თქვენამდეც ეს ემოცია რაც გამოვხატე ცრემლებით რომლებიც არ იწერება...მცოლოდ მისი აღწერაა შესაძლებელი...

პ/ს პ/ს იმ დღეს როდესაც ეს ჩანახატი დაიწერა გავიგე,რომ თავშესაფარში ერთმა ბავშვმა დედა დახატა ძირს და მის ნახატზე იწვა,გულში იმდენად ჩამწყდა რაღაც რომ დარდიანმა გამოვიარე ქუჩა,ფიქრებში ვიყავი...მამაჩემი ერთ კაცს რომ გადაეყარა,ცოლი ერთი წლის გარდაცვლილი ყავდა,მამამ ჰკითხა როგორ ხართო
-როგორ უნდა ვიყო შვილო დედამიწას ვამძიმებ ჩემი აქ ყოფნითო.ასე უპასუხა ცოტახანს გაჩუმდა და ისევ გააგრძელა.
-რომ ამბობენ დრო კურნავსო...ტყუილი ყოფილა შვილო,ტყუილი და მეტი არაფერი,ახლა კი წავალ ბოდიში შვილო.ასე დაასრულა დიალოგი და მალევე დამეკარგა თვალში...იმ დღეს მომინდა რომ დამეწერა,სურვილი იყო ისეთი კანს რომ გიწვავს მომინდა რომ სხვისთვისაც მეჩვენებინა ის ემოცია რაც სულში მქონდა...სხვა საიტზე ავტვირთე მაშინ რადგან იქ ასეთებს უფრო კითხულობენ და გავიგე რომ მართლაც მივიდა მათ გულამდეც...დიდი სურვილი მაქვს,თითქოს ეგოისტური,რომ თქვენც მიიტანოთ გულთან და იგრძნოთ ფეთქვა მარცხნივ...დიდი მადლობა ყველას წინასწარ ყველაფერისთვის.გისურვებთ რომ ტკივილები რომლებიც დროს მოაქვს დრომვე გაფანტოს.წარმატებას გისურვებთ ყველას❤❤❤



№1 სტუმარი დჰსმდ

მაგარია მომწონს ვიგრძენი მარცხნივ ფეთქვაც და მთელი ემოციაც მადლობა ამისთვის

 


№2  offline მოდერი bla.ell

დჰსმდ
მაგარია მომწონს ვიგრძენი მარცხნივ ფეთქვაც და მთელი ემოციაც მადლობა ამისთვის

უდიდესი მადლობა პირიქით შენ ამ სიტყვებისთვის ტკბილო❤heart_eyes

 


№3 სტუმარი დჰსმდ

bla.ell
დჰსმდ
მაგარია მომწონს ვიგრძენი მარცხნივ ფეთქვაც და მთელი ემოციაც მადლობა ამისთვის

უდიდესი მადლობა პირიქით შენ ამ სიტყვებისთვის ტკბილო❤heart_eyes

არაფერს თავად ტკბილო

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.მთელი ემოცია გადმოეცი.

 


№5  offline მოდერი bla.ell

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.მთელი ემოცია გადმოეცი.

მადლობა ჩემო კარგო❤მიხარია რომ მოგეწონა❤

 


№6  offline წევრი izabella

ელლ, სხვების არ ვიცი, მაგრამ იმაზე კარგად მოვიდა ჩემ გულამდე ვიდრე წარმოგიდგენია. კარგია, რომ გამოაქვეყნე და სხვათა შორის არ წავიკითხავდი შენი ნიკი რომ არ დამენახა. ძალიან ნიჭიერი ხარ, ყოჩაღ.

 


№7  offline მოდერი bla.ell

ჰაიკო
ძალიან მაგარია, ყოჩაღ შენ!!!

დიდება უფალს...მეგონა სულ არავინ წაიკითხავდა მაგრამ როგორც ჩანს აღმოჩნდით ადამიანები ვისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა❤heart_eyesუღრმესი მადლობა ტკბილო და თბილოო ❤❤❤
izabella
ელლ, სხვების არ ვიცი, მაგრამ იმაზე კარგად მოვიდა ჩემ გულამდე ვიდრე წარმოგიდგენია. კარგია, რომ გამოაქვეყნე და სხვათა შორის არ წავიკითხავდი შენი ნიკი რომ არ დამენახა. ძალიან ნიჭიერი ხარ, ყოჩაღ.

ვაიჰ რა საყავრელი ხაარ❤heart_eyes ჰო ვიცი აქ ხშირად ასეა ვინც უკვე იცი რომ კარგად წერს(ნუ შენი აზრით კარგად წერს) იმის ნებისმიერი სიახლე ნახო შეიძლება რადგან ფიქრობ რომ ის ყველაფერს კარგს წერს...და იცი რა გამიხარდა?!იგივე რომ შენგან ვიგრძენი...ჩემი ნიკის დანახვაზე თუ ასე ხარ ესეიგი რაღაც ადგილი მეც მქონია❤❤უბედნიერესი ვარ ახლა ამ სიტყვების გამო❤❤❤ძალიან გამახარე❤❤heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent