ტკივილნარევი დუმილი.
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწევვარ და არ ვიცი რა მჭირს ან რა მინდა… ერთადერთი რასაც ვგრძნობ მისი სუნთქვაა ჩემს ზურგს უკან, ვიცი არ ძინავს… როცა ძინავს რიტმულად სუნთქავს ახლა კი რამოდენიმე სუნთქვა ჩააგდო… ისიც ვიცი რატომ არ ძინავს, ეშინია, რომ კიდევ ერთი შეტევა მექნება და გამოფხიზლებას ვერ მოასწრებს. დილით ჩვეულებრივ იცვამს და სამსახურში მიდის… როცა ბრუნდება, თვალები შეშუპებული აქვს, რამოდენიმეჯერ იყურება სარკეში, უსიტყვოდ ვკიდებ ხელს და სავარძელში ვაჟენ, თვალებზე ჩაის პაკეტს ვაფენ… ეღიმება… ხელს მიჭერს და მაჯასთან მკოცნის, ჩუმად მეჩურჩულება, თავს ისე ვაჩვენებ თითქოს არაფერი მესმის, მაგრამ გავიგე მისი ყველა სიტყვა. მესმის… -ვიცი დაცარიელდი, მეც მასე ვარ. ნუ ხარ ჩუმად გთხოვ ერთხელ მაინც მითხარი როგორ გიშველო? დამიჯერე ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება, ჩვენ მე და შენ კიდევ ბევრი პატარა გვეყოლება, ამ სახლს მათი კისკისი გაავსებს. -ამდენი თვის შემდეგ პირველად ცდილობს დამელაპარაკოს, ვამჩნევ დაიღალა და შიში მიპყრობს, მისი დაკარგვის შიში. სხეული კანკალს მიწყებს და ყურებზე ხელს ვიჭერ, მაინც მესმის მისი ტირილი…. ტირის არ ჩუმდება… უფრო ხმამაღლა ტირის… კედელთან ვზივარ და ჩემს წინ მუხლებზე მჯდარი მამაკაცის სახეს ვუყურებ… მის თვალებშიც იგივე ტკივილს ვხედავ, ვგრძნობ მასაც ესმის ჩვენი ვერ დაბადებული პატარას ტირილი, ისიც ტირის… მის სხეულშიც ისეთივე ქარიშხალია როგორც ჩემში… მასაც ზუსტად ისე უნდა იყვიროს როგორც მე ვღრიალებ და ვლეწავ ყველაფერს მაგრამ არა ის, ცდილობს მომიახლოვდეს მაგრამ ვერ ბედავს, ნელა ვდგები და ზურგს ვაქცევ, ვიცი ასე შეძლებს მომიახლოვდეს… ზურგიდან მეხუტება და მაგრად მიჭერს ხელებს… -მითხარი რომ შენც გესმის, გთხოვ მითხარი რომ არ გავგიჟებულვარ. -ცრემლებს შორის ხმამაღლა ვღრიალებ სასოწარკვეთილი და ვცდილობ მისი მკლავებისგან თავი დავიხსნა, მაგრად მიჭერს ხელებს და არ მიშვებს. -მეც მესმის, მეც მესიზმრება. ჩვენ ერთად გავგიჟდით და ერთად დავამარცხებთ ყველა ტკივილის. -ტირილისგან დაღლილს სხული მიდუნდება, ხელში მიყვარს და საწოლზე მაწვენს. საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწევვარ და არ ვიცი რა მჭირს ან რა მინდა… ერთადერთი რასაც ვგრძნობ მისი სუნთქვაა ჩემს ზურგს უკან, ვიცი არ ძინავს… როცა ძინავს რიტმულად სუნთქავს ახლა კი რამოდენიმე სუნთქვა ჩააგდო… ისიც ვიცი რატომ არ ძინავს ეშინია რომ კიდევ ერთი შეტევა მექნება და გამოფხიზლებას ვერ მოასწრებს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.