შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასე ძლიერად ჯერ არასოდეს მყვარებია


1-12-2018, 23:04
ავტორი Peach pit
ნანახია 1 586

ნუცა პირველად, როდის გავიცანი არ მახსოვს, მაშინ პატარა ბავშვები ვიყავით. გავიდა წლები და დიდი ხნის შემდეგ ნუცას კიდევ ერთხელ შევხვდი ახლა ნუცა უკვე 17 წლისაა. პირველად დავინახე ამდენი წლის შემდეგ და პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ნუცა ძალიან ლამაზი გოგოა. ამ დღის შემდე დღე არ გასულა ისე რომ მასზე არ მეფიქროს. უცნაურად ჟღერს და ცოტა სიმღერის ტექსტივით მაგრამ ღამმეებიც კი გამითენებია მასზე ფიქრში. ნუცა უცნაურად მიმზიდველი გოგოა. ძალიან მინდა რომ სულ მასთან ვიყო ან თუმდაც მის სიახლოვეს. ხო ესეც სიმღერის ტექსტივით ჟღერს "როგორ მინდა შენს მახლობლად მეც ვიყო" :) ახლა მესმის როგორ იწერება სიმღერები სიყვარულზე. თან მიკვირს ეს ყველაფერი და ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე - ასეთი აღმატებული ემოციები საიდან. თუმცა ჩვენ ხომ თავად სიყვარულზე ვსაუბრობთ და როგორ შეიძლება სიყვარული არ იყოს აღმატებული ან იქნებ შიძლება. მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ნუცა მომწონს, ძალიან მომწონს. აქ სიტყვა მოწონების მაგივრად არ ვიყენებ სიტყვა მიყვარს. რათქმაუნდა ნუცას მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, მაგრამ არ მინდა ნუცა ისე დაინახოთ როგორც ჩემი შეყვარებული ნუცა არ არის ჩემი შეყვარებული მე ის მიყვარს. ნუცას ვერასოდეს დაუძახებ შეყვარებულს თითქოს ნუცას ეს სიტყვა არ ეკადრება რადგან ნუცა ჩემთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ალბათ სიტყვა შეყვარებულის მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება იმიტომ მაქვს რომ ჩემს გარშემო ბევრ უაზროდ შეყვარებულ წყვილს ვხედავ. უფრო სწორად ბანძ შეყვარებულ წყვილებს ან არ ვიცი კიდევ რა დავარქვა ამას. მოკლედ შეყვარებულებივით იქცევიან მაგრამ მხოლოდ იქცევიან როგორც შეყვარებულები. თითქოს ამას სხვის დასანახად აკეთებენ. ნათლად ჩანს რომ მათ შორის არ არის რეალური ემოცია ან ნაპერწკალი ან რაც გინდათ ის დაარქვით. ერთი სიტყვით ტრუხა შეყვარებულები არიან რაა ან ვიღაცის ჯინაზე ან რა ვიცი კიდე რის გამო. და მაინც რა უაზრო სიტყვაა ეს შეყვარებული. არ მესმის რა დამიშავა ამ სიტყვამ მაგრამ ფაქტია ძალიან არ მომწონს. რამე ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქრო. მაგალითად მოტრფიალე თუ ეგ სიტყვა უკვე არსებობს ? არა კიდევ რამე უკეთესი უნდა მოვიფიქრო. ნუ სიყვარული კი ვიცით მაგრამ რაიმე უფრო მაგარი სიტყვა მინდა ნუცას მიმართ უკეთ რომ გამოხატოს ჩემი გრძნობები. არამგონია არსებობდეს სიყვარულზე უფრო მაგარი და გამომხატველი სიტყვა და თანაც ეს სიტყვა ჩემი მოგონილი იყოს. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად რთულად წარმოსადგენია. კი გამიგონია სიყვარულისთვის კაცი მთებს გადადგამსო მაგრამ სიყვარულის გამო სიყვარულზე უფრო მაგარი სიტყვის მოფიქრებაზე რა მოგახსენოთ. აი კიდევ გადავერთე პოეტურ განწყობაზე თან ახლა უკვე შუაღამეა და ესეც ხელს მიწყობს. მოკლედ რადგან ახლა უკვე გასაგებია რატომ ვერ იქნება ნუცა ჩემთვის მხოლოდ შეყვარებული შეგვიძლია კიდევ სხვა რაღაცეებიც გითხრათ მის შესახებ. ნუცას ძალიან ლამაზი ფერის თვალები და თმა აქვს მის გარეგნობას მისი კარგი ხასიათიც ემატება. სხვა გოგოებს თითქოს უფრო მეტი დრო ჭირდებათ იმისათვის რომ დაგიახლოვდნენ ნუცა კი ისეთი გოგოა რომელთანაც გაცნობის მეორე დღიდანვე შეგიძლია იხუმრო. როგორც წესი როდესაც დიდი ხნის უნახავ ნაცნობს ხვდები მისი ახლიდან გაცნობა გიწევს მაგრამ ნუცას შემთხვევაში ასე არ იყო ვერ ვიტყვი რომ ნუცა ერთ დღეში გავიცანი მას არც ახლა ვიცნობ კარგად, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჩემთვის უფრო მარტივი და სასიამოვნოა ვიდრე სხვებთან. ნუცა რაღაცნაირად თბილი გოგოა თბილი ხასითი აქვს. ეს რომ ნუცას უათხრა ნამდვილად არ დამეთანხმება მაგრამ მე ასე ვფიქრობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent