მატარებელი
მატარებელი ლიანდაგზე მთელი ძალით მისრიალებს. ცხვოვრება ომია, რომელსაც ან შენი ძალისხმევით მოიგებ ან ღირსეულად თუმცა შემაძრწუნებლად წააგებ. ეს ხანმოკლე სიცოცხლე, ჩვენი წუთი სოფელი, რომელიც ჩვენც დამოუკიდებლად, დაუკითხავად, მირახრახებს ლიანდაგებზე ხელში გამოგეცლება. ადამიანი რომელიც გიყვარს და მასში დარწმუნებული ხარ რომ ყოველთვის ძლიერ ეყვარები, არასოდეს გიღალატებს და მუდამ ჩემს გვერდით იქნებაო ფიქრომ როდესაც ყველაფერი პირიქით ხდება ჯერ ტყუილით იწყება, შემდეგ კი უბრალოდ იღლება შენით. შემდეგ გღალატობს და როგორც იქნა ხვდები თქვენი "სამუდამო" სიყვარულო მირაჟივით ლამაზი ყოფილა... ბოროტი ადამიანები კი თავიდანვე არ იბადებიან, ისინი დროთა განმავლობაში ღებულობენ სახეს. ბოროტება შიგნიდან მოდის, ყურებში შენივე სისხლის შხუილი ჩაგესმის, ემოციებს ვეღარ თოკავ. ბოროტებას ბევრი სიმბტომი ახასიათებს, ეს სენია რომლის დამარცხებაც ისეთივე ძნელია და შეუძლებელია, როგორც იცხოვრო სამარადისოდ. ბოროტება ყველა უარყოფითი ნიშნის გაერთიანებული ვერსიაა. ბოლოს კი როდესაც ის გამარცხებს, ბოროტი ძლევს კეთილს... ყალბ, დაუნაზავ, ამაზრზენ სამყაროს ეთიშები. ლიანდაგები მიქრიან, უსწორმასწორო გზაზე თელავენ იმ სიბინძურეს, ბოროტებას და შურს შენს მაგივრად იძიებს. ლიანდაგები კი ისევ უსასრულოდ გრძელდება,მატარებელი დიდი სიჩქარით ჩერდება, გეგონება ლიანდაგებიდან ამოვარდაო. შემდეგ კი გეუბნება, შენი ჩასვლის დროა რადგან შენი ლიანდაგენი აქ წყდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.