შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Go away


6-12-2018, 05:57
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 210

ვეჩვევი გათენებულ ღამეებს, არეულ დღე-ღამეს, სიყვარულის სიძულვილს, გრძნობებ დაკარგულ მეს, ყოველ ღამე შენს ყურებას, შენს ცისფერ თვალებს, მოზრდილ წვერს და ვხვდები როგორ გაჩვეულებრივდა ის ყველაფერი რაც ზღვა ემოციებს იწვევდა ჩემში.
და მაინც არ მინდა წახვიდე, ეგოისტი ვარ ვიცი, და ისიც რომ არ წახვალ.
ვერ წახვალ, მაგრამ უნდა წახვიდე.
აღარ უნდა გაგრძელდეს საუბარში გათენებული ღამეები, ფინჯანი ყავით, სიგარეტით, ჩახუტებებით და შენი მწველი მზერით, რომელიც რატომღაც ისევ მწვავს მიუხედავად იმისა რომ აღარ მიყვარხარ.
მე ხომ უბრალოდ ადამიანი მჭირდება გვერდით..
ვიცი, ვიცი საშინელება ვარ..
ს ა შ ი ნ ე ლ ე ბა.
ხოდა უნდა წახვიდე, შორს, თუნდაც უთქმელად და აღარ დაბრუნდე.
გეფიცები ვიმსახურებ, არ უნდა გიყვარდე, არ უნდა ვნიშნავდე იმდენს რომ შენს პრინციპებს აბიჯებდე, არ უნდა მეხუტებოდე, არ უნდა მკოცნიდე, არ უნდა მიყურებდე ისე თითქოს განსაკუთრებული ვარ, არ უნდა გინდოდეს ჩემთან.
ჩემნაირი ადამიანი არ იმსაურებს შენნაირს.
გაყინული ვარ და უნდა წახვიდე როცა ვერ მათბობ...



№1  offline მოდერი -ნინაკა

ჰაიკო
ჯანდაბა...

ამ ყველაფერში მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, ცისფერ თვალებს სიშავეში გადასული მუქი ყავისფრით, დანარჩენი ერთი-ერთზე ემთხვევა.
ყოჩაღ!


მადლობა დიდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent