უსაშველოდ მოიღრუბლა ღამე..!
უსაშველოდ მოიღრუბლა ღამე და მე ვხვდები ვერ გაგიშვებ ისევ, არ წახვიდე გთხოვ მითხარი რამე, მე უშენოდ ვეღარ გაძლებ ვიცი. თუ კი მაინც გადაწყვიტე წასვლა და არ მრჩება მე იმედი მოცდის, ჩემს გულში კვლავ დაიწყება გვალვა, რადგან წვიმის წვეთიც აღარ მოდის. ჩემს გულში რომ გაიფურჩქნა ვარდი, კვლავ მაწვალებს კითხვა „გადარჩება?“ შენი წასვლის შემდეგ ვიცი კარგო, რომ არაფრის იმედი არ მრჩება. იმედმა თუ არ იბუდა გულში, განა აზრი ეგულება მზერას? მერამდენედ ვამბობ, გრძნობას ვუშლი გული მაინც ინსტიკტურად ბედავს. თუ კი მაინც გადაწყვიტე წასვლა, თუ კი გინდა რომ გაუყვე დროს, კლავ იცოდე აღარ მინდა დაცდა, არ დაგიცდი თუ კი წახვალ შორს. უსაშველოდ მოიღრუბლა ღამე და მე ვხვდები ვერ გაგიშვებ ისევ, არ წახვიდე გთხოვ მითხარი რამე, მე უშენოდ ვეღარ გაძლებ ვიცი..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.