" გრძნობა "
ახლა , ღამის 1ის ნახევარია , აივანზე ვზივარ და ვფქირობ ... როგორ შეიძლება , ისევ გახსოვდეს , ფიქრობდე და გიყვარდეს ადამიანი , რომელმაც ვერ შეძლო და ვერ იბრძოლა , თქვენი ერთად ყოფნისთვის ? იცით , რას ნიშნავს , როდესაც გულსა და გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანი გყავთ ? იმის მიუხედავად , რომ რამდენიმე თვეა , ნანახი არ გყავთ , მიუხედავად იმის , რომ მან არაფერი გააკეთა , როდესაც დაინახა , რომ თქვენ თავს ართმევდნენ . საუბარი არაა მხოლოდ , ადამიანზე , არამედ დროზე , ცხოვრებასა და ბედზე ... ეს საშინელებააა .... ამბობენ : „თუ ადამიანი , ცხოვრების გზაზე სამჯერ , შეგხვდება , ესეიგი ის , შენი ბედია და ერთმანეთს ვერავინ დაგაშირებთ ...“ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი , რომელიც ზუსტად ასე შემხვდა , თუმცა , არაა... ჩვენი ამბავი უცნაურად დაიწყო , უცნაურად განვითარდა და დამთავრდა ... ეს ადამიანი , ჩემთვის ყველაფერი იყო , ჩემს სიცარიელეს ავსებდა , მასთან ყოფნა ყოველთვის მომწონდა , მის გვერდით ყველა პრობლემა , უმნიშვნელო ხდებოდა ... მის თვალებში იყო ის , სხივი რომელიც ასე მიყვარდა , რომელიც ასე მიზიდავდა ... არამხოლოდ თვალებში , ღიმილში , ხმასა და გამოხედვაში ... ყოველთვის ვფიქრობდი , როგორი ადამიანები მომწონდნენ , როგორი ადამიანი მინდოდა გვერდით , თუმცა ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი , პრიორიტეტები ერთმანეთში მერეოდა ... ვიდრე , არ შევხვდი ადამიანს , რომლის წყალობითაც , გავერკვიე რა მინდოდა , ვინ მინდოდა გვერდით ... უცნაურად მოგეჩვენებათ , მაგრამ ის ადამიანი , პირველივე დანახვისას შემიყვარდა . როდესაც პირველად შემხვდა , ჩემს თავს ვუთხარი : ეს , ის არის .. ის ადამიანია , რომელსაც ეძებდი , რომელიც გინდოდა შენს გვერდით ყოფილიყო .. ის სხავანირი იყო , არ გავდა სხვა ბიჭებს , არ უყვარდა თავის წარმოჩენა , ტრაბახი , არ იყო თავ-მაღალი ბიჭი , რომელიც ყოველთვის იმას იღებდა , რაც უნდოდა ... ყველასგან გამორჩეული იყო , მისი ყავისფერი თვალები ყოველთვის ციმციმებდნენ , ყოველთვის ანათებდნენ , ანათებდნენ არა ამქვეყნიურად .. მისი მზერა , ყოველთვის სუფთა იყო , კეთილი.... მართალია , ყოველთვის ჩუმად იყო , მაგრამ მისი სიჩუმე ბევრ რამეს ამბობდა ... მისი თვალები , მისი მზერა , ყოველთვის როდესაც მიყურებდა , ნაზი და საოცრად მშვიდი იყო ... მე , მასში , სწორეს ეს შემიყვარდა , მისი თვალები , ჩემთვის ყველაფერი გახდა , თითქოს სამყარო იცვლებოდა , როდესაც მას ვუყურებდი ... თუმცა , მეშინოდა რომ , სადღაც გაქრებოდა , მეშინოდა , რომ ერთ დღესაც ის, ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნებოდა .... ახლაც , მას ვერ ვხედავ , მაგრამ ყოველთვის მის სიახლოვეს ვგრძნობ , ვგრძნობ , რომ სადაც არ უნდა ვიყვე , ყოველთვის ჩემთან იქნება ... რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს , ის ზუსტად იქ ადამიანი იქნება , რომელმაც ჩემში ეს გრძნობა გამოიწვია , ყველასგან გამორჩეული .... როდესაც , ვცდილობ , რომ სხვაზე გადავიტანო ყურადღება და აღარ ვიფიქრო , თითქოს ამის საშუალებას არ მაძლევს ... რამდენიც არ უნდა ვიძახო , რომ სხვა ბიჭი მომწონს , ყოველთვის ჩნდება და ყველაფერს ახლიდან ვგრძნობ , ყველაფერი თავიდან მახსენდება , ყოველი ერთად გატარებული წამი , თვალ-წინ მიდგება და მახსენდება , ყოველი მისი სიტყვა , ყოველი მისი ჩახუტება .. არ ვიცი , ეს რით დამთავრდება , არ ვიცი , ბოლოს ერთად ვიქნებით , თუარა , მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს ადამიანი . არ ვიცი , ეს სიყვარულია , მოწონება , თუ უბრალოდ აკვიატება , სახელს ვერ ვუძებნი .... ვგრძნობ , რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს , მე და ის , ყოველთვის და ყველგან „ჩვენ“ ვიქნებით ..... თუნდაც ვეღარასდროს ვნახო , ვიცი , რომ ის ჩემში ყოველთვის იარსებებს , იარსებებს , როგორც „ნამდვილი გრძნობა“ ... ჩვენი ნამდვილი , ამოუხსნელი და ჩახლართული გრძნობა ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.