'' Seconds '' (სრულად)
,,წამი’’ ცხოვრებაში არსებობს წამი.. წამი,რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ყველაფერი სხვაგვარად დაგანახოს და გაგააზრებინოს. ასევეა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გიცვლის, გილამაზებს. იმის მიუხედავად, რომ ცხოვრება რთულია, მას მაინც ზღაპრულად დაგანახვებს… და შენც ხვდები,რომ ღირს სიცოცხლე.. ღირს თუნდაც იმ ერთი წამისთვის და ადამიანისთვის, რომელიც შენთვის ხშირად მთელი სამყაროა.. ერთი შემოხედვა… ერთი ჩახუტება… რომელიც გაგრძნობინებს, რომ ფეხზე მყარად დგახარ… და ძლიერი ხარ ისე, როგორც არასდროს… რომ ყოველივე დაბრკოლებას ადვილად გადალახავ და არაფერი გაშინებს… მთელს სამყაროზე სრულებით არაფერი.. იმიტომ,რომ იცი შენ ორი ადამიანი ხარ ერთში გაერთიანებული… და სწორედ ამ დროს ლაგდება დედამიწაზე გამეფებული ქაოსი, რომელიც ადრე გაშინებდა, სულს გიფორიაქებდა და გიხუთავდა.. ხვდები რა არის ნამდვილი ბედნიერება, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რადგან მას მთელი შენი არსებით განიცდი.. და არც გაშინებს ეს ბედნიერება, რადგან იცი, რომ ის მხოლოდ შენშია.. წვრილმანები, რომელიც გაბედნიერებს საშუალებასაც გაძლევს ეს ბედნიერება გამოხატო, თუნდაც მთელს სამყაროს გააგებინო, მაგრამ ამის გადმოცემა შეუძლებელია… ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე… შემდგომ ჩემივე ფიქრებში ვიკარგები და ხშირად უფსკრულამდე მივყავარ.. იშვიათად მაქვს ისეთი მომენტებიც, როდესაც ძალიან უსუსურად და სუსტად ვგრძნობ თავს… რომ ირგვლივ ყველაფერი სიბინძურეა და ამ სიბილწეში, ან ჩემივე ნეხვში დავიხრჩობი.. მაგრამ ერთ დასასრულს ახალი დასაწყისი მოსდევს.. ღამეს დღე ცვლის და ცხოვრებას ახალი რიტმით ვიწყებ.. ალბათ ბევრ შეცდომასაც ვუშვებ,უშეცდომო ხომ არავინაა, მაგრამ რაც ვარ დღეს ვამაყობ საკუთარი თავით და მჯერა… მჯერა,რომ ყოვცელთვის წინ ვივლი და უკან მოხედვის არ შემცხვება..ჩემს ოცნებებს რეალობად ვაქცევ და ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ.. მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებაში არც ესაა მთავარი.. ჩემს თავს ხშირად ვუსვამ კითხვას რითი დავიმსახურე ის რაც მაქვს დღეს.. უფალს ამისთვის ყოველთვის მადლობას ვუხდი, რადგან მე მაქვს ისეთი რაღაც, რაც შესაძლოა მილიონერ ადამიანს არ ქონდეს… ჩემი სამყარო იმდენად ნამდვილია და ისეთი ზღაპრული ცოტა მაშინებს კიდეც.. ჩემი მშობლები… ეს ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ზურგს გიმაგრებს.. როცა იცი ისინი გვერდით გყვანან და კარგად არიან.. მათი სიყვარული ჩემს მიმართ განუსაზღვრელია, მათი მზრუნველობა ხშირად შემაწუხებელიცაა, მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელსაც სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია და ხან ვჩხუბობთ კიდეც ამის გამო… თუმცა მე ისინი ყოველთვის მეამაყებიან.. რადგან მსოფლიოში საუკეთესონი არიან.. რაც შეეხება მეგობრებს ამ საკითხშიც გამიმართლა.. არ შემიძლია მასზე საუბარი, რადგან მას იმდენი კარგი აქვს უბრალოდ ასე ვერ გადმოსცემ… ამიტომაცაა, რომ მასზე დაწერა ყოველთვის მიჭირს, რამდენჯერაც დავიწყე უშედეგო აღმოჩნდა.. რადგან უბრალოდ სიტყვები არ გეყოფა.. არ ვიცი რითი დავიმსახურე, რადგან არ ვარ გენიალური და სრულყოფილი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ… მაგრამ ის არის არაჩვეულებრივი.. ყველანაირი ღირსებითა და ადამიანობით… ნამდვილი პიროვნება.. რომლის სიყვარული ხშირად ისეთი მძაფრია, რომ მაშინებს კიდეც.. შიში დაკარგვის…და ეჭვიანობა… თუმცა უსაფუძვლო… რადგან მის თითოეულ ნაბიჯში ვგრძნობ ჩემდამი უსაზღვრო სიყვარულს.. მის გვერდში დგომას… იცი,როცა არ უნდა დაგჭირდეს ის ყოველთვის შენთანაა ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს… ხშირად ცრემლებიც წამომსვლია.. ცრემლი ბედნიერების, რომელიც მის საქციელს მოუნიჭებია.. ის, რომ მე სიყვარულს ვერ გამოვხატავ მაშინებს, რომ არ დავკარგო.. რადგან ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.. მარის მერე ასე არავისთან ვყოფილვარ.. არავის სცოდნია ჩემს შესახებ ყველაფერი.. და მე მიხარია,რომ ჩემი ბაჭია აღმოვაჩინე..უბრალოდ მაბედნიერებს და ვამაყობ მისით.. განუსაზღვრელია ეს სიყვარული და ასე უბრალოდ ვერ გადმოსცემ იმას,რაც შენს შიგნითაა.. …და ბოლოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია შენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.. თავდაყირა დაგიყენოს და შეგცვალოს შენც..რომელსაც შეუძლია ერთი ჩახუტებით ძალა შეგმატოს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გეყოფა.. ან თუნდაც მისი მოულოდნელი საქციელით, გამოჩენით სუნთქვა შეგიჩეროს…გული აგიჩქაროს.. ისე,რომ შენი გულისცემა კილომეტრზე ისმოდეს..ადამიანი,რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ..მაშინაც კი როდესაც კილომეტრების იქეთაა მის სიახლოვეს მაინც ისევე მძაფრად განიცდი,როგორც მაშინ როცა შენს გვერდითაა..როდესაც თვალებში ჩახედავ ყველა სიტყვა უფასურდება,იკარგება და აზრი ეკარგება…რადგან ხედავ მთელს სამყაროს და ამ სამყაროში ყველაზე პირველს მისთვის, საკუთარ თავს,ისე თითქოს სარკეში იყურებოდე.. როდესაც შენი თვალებით შემოქცქერის და ეს გამოხედვა სუნთქვას გიჩერებს წამიერად.. როცა ყველა გრძნობა აღბეჭდილია მის გამოხედვაში..მაშინ ხვდები,რომ ძლიერი ხარ.. იმაზე ძლიერი ვიდრე მხოლოდ საკუთარი სიძლიერეა..უკვე ორი ადამიანის ძალას გრძნობ და არაფერი გაშინებს სამყაროზე.. ის უსუსური და ამაზრზენი ადამიანები აღარ განაღვლებს,რომლებიც მხოლოდ შენს უკანაა,უბრალოდ გებრალება..არც შენი გადაულახავი პრობლემები გეჩვენება „ჩინეთის დიდ კედლად“ და ხვდები, რომ ამასაც გადალახავ..მოერევი..ყველაფერი გაივლის და შენ იმაზე ძლიერი იქნები ვიდრე იყავი გუშინ…იმაზე ბედნიერი და შეყვარებული ვიდრე წარსულში,რომელიც უკან მოიტოვე.. ბედნიერი ვარ ამ სიყვარულს რომ ვგრძნობ… რომ არსებობს ადამიანი,რომელსაც ისეთი ვუყვარვარ,როგორიც ვარ და არ ცდილობს ჩემს შეცვლას..რომ გაგიჟებით ვუყვარვარ და ამას მაგრძნობინებს..და სიტყვები იმის გადმოსაცემათ რაც შიგნითაა მაინც არ კმარა.. უბრალოდ მაბედნიერებს მისი არსებობა…და აქ მარცხნივ შიგნიდან განვიცდი მის ფეთქვას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.