WISH YOU WERE HERE (სრულად)
ცხოვრება, ანუ “WISH YOU WERE HERE” ყველაფერი რაც გვსურს, ჩვენივე, წარმოსახვის ნაწილია. იმ წარმოსახვისა, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ და მერე მას “საკუთრებად” მივიჩნევთ. ადამიანები და მათი პირადი ურთიერთობების რას შეიძლება შევადაროთ ? ალბათ, პირველ რიგში ცხოველებისგან უნდა გავმიჯნოთ და გამორიცხვის მეთოდით, რაიმე მაგალითს მივაკლვიოთ, თუმცა…. თითოეული ადამიანი არის ბუნებით მესაკუთრე. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი, რადგან დაბადეისთანავე გვაჩეჩებენ საკუთრებებს. მაგ: სახელს, გვარს, სოციალურ დგომარეობას, ეროვნებას და ა.შ ჩვენ არჩევანის გარეშე ვიბადებით. ხშრად მიფიქრია, თუ რატომ ხდება ასე ? – რატომ არ შემიძლია, მე, ვირჩევდე იმას თუ სად მსურს დაბადება, რომელ ქვეყანაში, ქალაქსა თუ ოჯახში და ა.შ მეტროთი, ძალიან, ხშირად ვმგზავრობ და შესაბამისად, უამრავ საინტერესო თუ არა-საინტერესო ადამიანს ვხვდები. ამ დაკვირვებებმა, იმ დასკვნამდე მიმიყვანეს, რომ არ არსებობენ უინტერესო ადამიანები. უბრალოდ, არიან ინდივიდები, ვინც, უშუალოდ ჩვენი ინტერესის წყაროს ქვას მიზანში ესვრიან. მოხუცებთან საუბარი მიყვარს. ასე, მივალ ხოლმე და ვესაუბრები. ხშირ შემთხვევაში თავად მოხუცები მსაუბრებიან და მე უბრალოდ მსმენელის როლს ვირგებ. სწორედ, რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების მეტროდანამოსულ მოხუცს გავყევი, მაინტერესებდა სად მიდიოდა, რადგამ ძლიან, ძალიან ნაოჭიანი და მოწყენილი სახე ჰქონდა. ვარდისფერი, თხელი პალტო ეცვა და თავზე ყვავილებიანი შარფი შემოეხვია. წყლიანი თვალები და ვარდისფერი ტუჩსაცხით შეფერილი ტუჩებით, საოცრად დამაინტერესა სად მიდიოდა. გავყევი და ქაშვეთის ეკლესიის უკან, პარკში, ერთ-ერთ სკამზე დაჯდა. მე მის მოპირდაპირე სკამზე დავჯექი და ველოდი, რომ მასთნ ვინმე მივიდოდა, თუმცა, არა. ბოლოს გადავწყვიტე, მასთან მივსულიყავი. გვერდით მივუჯექი. ცოტა ხანს წინ იყურებოდა, თითქოს ვერ შემამჩნია. მარჯვენა ხელი კალთაზე ედო და პალტოს ღილებს ათამაშებდა. მარცხენა, კი, ჩანთაზე ედო და სამკლავურს იჭერდა თითებით. ტუჩის კუთხეები უკანკალებდა. რამდენიმე წუთში, მკითხა, თუ, რა მინდოდა მისგან. ვუთხარი, რომ უბრალოდ მაინტერესებდა რას აკეთებდა. მას გაეღიმა და მომიგო : “რა უნდა გააკეთოს 85 წლის მოხუცმა, რომელსაც ორივე შვილი და შვილიშვილები უცხოეთში ყავს, ქმარი, კი, კუბოშიო? ” – ცოტა ხანს დავდუმდი. მერე, ვკითხე, როგორ გაიცნო მეუღლე, ეს, კითხვა მოხუცებს არ უყვართ, რადგან, უმრავლესობა, ვისაც შევხვედრილვარ, იძახის ხოლმე რომ გააცნეს, ან, არ იცნობდნენ და ფრომ “მიათხოვეს” მერე გაიცნეს და ა.შ ამ ქალბატონისგანაც, მსგავს პასუხს ველოდი, თუმცა, ჯერ გაეღიმა და თვალები ზეეცას აღაპყრო. -მე, უჩა გასტროლებზე გავიცანი. მოცეკვავე გახლდი ბებუკა. ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, მაშინ მოსკოვში გვქონდა გასტროლები, გაზაფხული იყო. უჩა, ჩვენი, ხელმძღვანელის შვილი გახლდათ. პირველად რომ დავინახე მატარებელში, ელდა მეცა. ოქროსფერი ხვეული თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. აი, ისეთი, ლურჯი არც კი ვიცი რას შევადარო. არა, მეც გამორჩეული ქალიშვილი ვიყავი. სამოსითაც და გარეგნობითაც, თან ყოველთვის სოლო პარტიებს ვცეკვავდე ბებუკა. ჰოდა, პირველი კონცერტის შემდეგ, გასტროლზე, უჩა მოვიდა და ყვავილები მომართვა. დღემდე შენახული მაქვს თაიგულის ერთ-ერთი ღერო. წიგნში ვინახავდი ხოლმე, მისი, ნაჩუქარი, ყველა, თაიგულიდან თითო ღეროს. ერთ წელიწადში ხელი მთხოვა და არაჩვეულებრივი ოჯახი შევქმენით. მუდამ გამოპრანჭული ვიყავი ხოლმე და ის, ყოველ საღამოს ერთ ვარდს მჩუქნიდა. გასტროლებზეც, სულ, ჩემთან ერთად იყო. ბავშვები რომ გვეყოლა, სამსახური მერე, ის, უვლიდა ხოლმე, მე, კი, რეპეტიციებზე მიშვებდა. ქალიშვილები შურით გვიყურებდნენ, როცა ერთად გვხედავდნენ, საოცნებო სასიძო იყო მთელს თბილისში. თუმცა, ჩემი თაყვანისმცემლებიც მრავლად იყვნენ, გულგატეხილნი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეტი ბებუკა, ძალიან. ერთი ზედმეტი სიტყვა არსდროს არ უთქვამს ჩემთვის. არასდროს არ გვიჩხუბია, სულ ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში. ბავშვები რომ გაიზარდენ, საზღვარგარეთ გავუშვით სასწავლებლად, ჩვენ, კი, ბედნიერად განვაგრძობით ცხოვრებას. არა, არ გეგონოს, ბებუკა. რომ მძიმე წლები ჩვენ არ გამოვიარეთ. ომშიც იყო წასული. აი, მაშინ ვიყავი ყველაზე ცუდად. უმისოდ გათენებული ყოველი დილა, ღამის მოლოდინი იყო მხოლოდ და მხოლოდ. გაჭირვებაც ბევრი ვნახეთ, მაგრამ არასდროს გაგვიშვია ერთმანეთისთვის ხელი ბებუკა. -თქვენ, ისე, საოცრად ყვებით ამ ამბავს, თავი ფილმში მგონია… არა, ბებუკა, საოცარი ამბავი, კი, არა, თავად სიყვარულია საოცრება. შენ არავინ გყვარებია ჯერ, ბებუკა ? -არ ვიცი. ალბათ, სიყვარულით არავინ მყვარებია, თუმცა ადამიანი მთლი არსებით მიგვრძვნია, ისე, რომ სულის გაყოფაც შემძლებია მისთვის. ჰოდა, სიყვარულია ბებუკა ეგ. სულ რომ გაიღებ, გული რომ გიჩქარდება, ხელები რომ გეყინება და ტუჩები გიკანკალებს, ენა რომ გებმის და ყველა შეცდომის მიუხედავად, რომ მაინც შენია. ეგაა სიყვარული. როცა, მისი ყველა შეცდომა, მასთან შედარებით არაფერია. ის, კი, ყველაფერი – შენთვის. -და თქვენი ისტორია ? რა დაემართა თქვენს მეუღლეს ? ომიდან რომ დაბრუნდა, გალოთებული იყო. მე ვეხმარებოდი, ვთხოვდი რომ შეეწყიტა დალევა. ერთ დღესაც, ვარჯიში დაიწყო და წამლების მიღბა, მითხრა რომ უმისოდ გატარებული დრო უნდა აგვენაზღაურებინა და მას, დალევაში აღარ დახარჯავდა. დილაობით ერთად ვსეირნობდით ვერის ბაღში. შუა დღით, მე სამსახურში ვიყავი, ცეკვის ხელმძღვანელად. ის, წიგნს წერდა. საღამოობით, სადილს ვაკეთბდით ერთად და მერე ფილმებს ვუყურებდით, ან, ვსეირნობდით. ერთ დღეს, კი, უბრალოდ წნევა დაარტყა და ვერაფერი ვუშველე. 70 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. აი, მე კიდევ, რა უფლება მქონდა, რომ მის გარეშე, ამდენ ხანს გავძელი ცოცხალმა ? ის რომ გარდაიცვალა, მეგონა, მეც თან გავყევი. არ ვიცი, ბეუბკა, ისე მტკივა დღემდე უმისობა. ყოველდღე ვუვლი ჩემს თავს და მის საფლავზეც დავდივარ. განა რამე, მაგრამ მინდა კარგ ფორმაში მოვკვდე, რომ ჩემი დანახვისას სიხარულმა და აღტაცებამ გამოანათოს მისი თვალებიდან. აი, ეს პალტო მაცვია სულ, რადგან მან მაჩუქა, პეტერბურგიდან ჩამომიტანა და კონცერტის ბოლოს, კულისებში დამხვდა. სიურპრიზი გამიკეთა. ეჰ, ნეტავ ცოცხალი იყოს ჩემი უჩა. ნეტავ, იცოდეს ვინმემ ,როგორ მენატრება. როგორ მიყვარს. -იცით ? თქვენ არაჩვეულებრივი ქალბატონი ხართ. -მადლობა, ბებუკა, შენც კარგი გოგო ხარ. არ ვიცოდი, რით ან, როგორ მენუგეშებინა, უბრალოდ ჩვეხუტო და იქვე, გამყიდველთან მივირბინე, ერთი, ყველაზე ლამაზი ვარდი ამოვარჩიე, ვიყიდე და მივუტანე. სახელი არ ვკითხე, რადგან არ მაინტერესებდა. ჩემთვის მთავარი, ეს ქალბატონი იყო და არა, მისი, სახელი. დამემშვიდობა და მეც, ავდექი, გზას დავადექი უნივერსიტეტისაკენ. მივდიოდი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზე, თუ, რას ნიშნავს გიყვარდეს ადამიანის არსებობა. მას, ხომ, მთელი ეს წლები, მეუღლის არსებობა უყვარდა, ის, წლები და დრო, რომლითაც უჩამ, მის, ცხოვრებაში იარსება. ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებსაც გვიჭირს ვაღიაროთ გრძნობები, თუმცა, შეგვიძლია, მათ მთელი ცხოვრება მივუძღვნათ. რას არ გაიღებდა, ეს ქალბატონი, რომ უჩა, მის გვერდით ყოფილიყო. მე, კი, ვფიქრობ ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა, “Wish you were here” ვუსმენ, როგორც ყოველთვის, ამ გზაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.