შენ
გუშინ შენნაირი ბიჭი გავიცანი და მხოლოდ ახლა მოვიცალე იმისთვის რომ წერილი მომეწერა შენთვის, რომელსაც ვერ ნახავ, მაგრამ მაინც გწერ. თუ ვერ ნახავ მჯერა გაიგებ, იგრძნობ. ხომ იცი თუ მარტო არ ვარ ისე ვერ ვწერ, ხოდა მხოლოდ ახლა ვახერხებ გუშინდელი ამბის მოყოლას. დამიჯერებ რომ გითხრა არც სახელი ჰქონდა შენი და არც მთლად გარეგნობით იყავით ერთნი, მაგრამ მაინც ძალიან გავდით ერთმანეთსთქო? გეფიცები რაღაც მომენტში შენ მეგონე და ისე მომინდა ჩავხუტებოდი, დამშვიდობებისას ვეღარ მოვითმინე და მაგრად ჩავეხუტე. ალბათ მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე და ისე შემომხედა რატომღაც სიბრალული ვიგრძენი მის თვალებში და ძლიერად შემოხვეული მკლავები. ხომ გითხარი გგავსთქო ადვილად ხვდება ისიც როდესაც უჭირთ ადამიანებს, მაგრამ ზედმედ კითხვებს არ სვამს. არადა გულში სულ ამ ფრაზას ვიმეორებ "დამარცხებულნიც არასოდეს სჩანდეთ საბრალოდ", მაგრამ არ გამომდის. ტატა ხომ გახსოვს?! ჩვენი მეგობარი, გუშინ მასთან ერთად ვიყავი წასული და რომ ვუთხარი ხშირად გამოვიაროთ ხოლმე აქ თქო გეფიცები ვერ მიხვდა ნამდვილ მიზეზს თუ რატომ ვთხოვე, ალბათ იმიტომ რომ მათთვის, ჩვენი მეგობრებისთვის ერთი ხარ. ჩემთვის?! ჩემთვისაც ერთი ხარ, ერთი მთლიანი რომელმაც მთელი სამყარო მოიცვა, ყველგან შენ ხარ, ყველა და ყველაფერი შენ ხარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.