შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მთა ჩემი სულია"


16-12-2018, 20:06
ავტორი magdamargia
ნანახია 2 322

"წამოდი მთაში ფიქრს რად ასე უწყალოდ მისევ.."
***
"მთისკენ მთის ნიავს ფერფლად წავყვები
და იქ ამოვალ, როგორც კესანე"
***
"შესჩივის მთებსაო ტიალი, არაკებს
უამბობს შენზე და თვრებაო არაყით."
***
"დღესვე წაგიყვან ხევსურეთში, თუ წამომყვები,
ან თუ აღმართზე სიარული არ გეძნელება."
***
"ან იქნებ მე ჩემს სამოთხეს ვეძებ,
ღმერთმა ამ მთებზე რომ გადმოშალა."
***
"წამები საჩვენოს თვეებად მიდისა,
მანდ - ბარში ცხოვრება თავდება წუთებში."
***
"მთებო! სიკვდილი თქვენთვისაც ღირდა!
დედავ, დარდით ნუ დაიღალები..."
***
"გვირგვინს ჩაგაწნავდი თმაში,
მორთულს ათასნაირ ფერში"
***
იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის,
ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი!
/მ.არაბული/
***
მთაში ყვავილი ბევრია, მაგრამ
სხვა სინაზე აქვს შენს თითებს მაინც
/დეკა ნაყეური/
***
სადღაც სიღრმეში გადაკარგულ თვალებში ვამჩნევ
რომ
ეს არ არის ის
რაც უნდა ჩვენ შორის იყოს
/დ.ა/
***
მიყვარხარ-ები სათითაოდ გადაიწერე,
ჩემი "მიყვარხარ" გაიგებ რომ არა ბერდება.
(-უბედურება ტკივილია...
და დამიჯერე,
ხანდახან მეტი ტკივილია ბედნიერება.)
/თ.ა/
***
"თმაჭაღარა მყინვარწვერი
ყინულიანი
დარიალის ხეობაში
თერგის
ღრიალი"
***
"არც იმდენად - შორს.
არც იმდენად - სადღაც.
ეს მთები თავის ადგილას დგანან,
ეს მე ვარ - შორს,
ეს მე ვარ - სადღაც, სხვაგან."
***
"იცი რატომ არსებობს
მთები და მათი მისწრაფება ცისკენ?
როცა დედამიწას მზე შეუყვარდა,
ჟრუალმა დაუარა
და ასე "დაბურძგლა"."
***
რომ ერთხელმაინც დაგცდენოდა,
-შენია სითბო
და ცისფერ თვალებს უყვარხარო, მთელი გრიალით.
წარმოვიდგინე მყინვარიდან რა რიგად გიხმობ,
და ხევშიმაინც ქარაფივით ჩამოვტიალდი.
/თემო არაბული/
***
"გასტყდეთ არხოტივნებო,
გასტეხით რა იქნებისა,
ვისაც მაგვიკვლენ დავმარხათ
სხვა კიდევ გაიზრდებისა."
***
ისევ მოადგა თოვლი ბებერ მთებს,
სიცივემ ხელებს უთხრა სათქმელი,
ბუხართან ვზივართ ისევ მე და შენ,
ბნელში გვინთია თეთრი სანთელი...
/გიგა ჭაბუკიანი/
***
"ამ ნახატს შეხედე, ღრუბლები მიდიან,
გავყვები, იმ მთამდე მეც...
გამიშვი,
ვფიცავ, თუ რაიმეს ვბოდავდე
მე მთები მეძახის დე..."

***
"რა დამრჩა - იმედის ნახერხი.
და მაინც ვარ იმედიანად.
ვერავის ვიყვარებ ნახევრად
თუ მიყვარს
მიყვარს და - მთლიანად!"

***
იმ მთის შვილი ვარ
სადაც ჯიხვები,
აუჩქარებლად დინჯად დადიან,
სადაც ყოველთვის
სუფევს სიწმინდე,
უღმერთოები
იქ არ არიან!..."
***
ვარსკვლავებს ვეტრფი უაზროდ მთვრალი,
მთვარის სხივებში სიცოცხლეს ვხედავ,
ასე ვარ ღმერთო...მთაში მაქვს სახლი,
სახლი რომელიც დავხატეთ ერთად...
/გიგა ჭაბუკიანი/
***
"როცა გარემო უპირობო, მაჯერებს აბსურდს,
უბრალოდ გეძებ და მეხსნება იარა სულის...
მე მაინც იქ ვარ, სადაც შენი სურვილი მათრობს,
სადაც მე და შენ ცალ ცალიდან ვიქმნებით სრული."
***
"ვეძებ ხევსურეთს შენს თვალებში,
შენს ღვთიურ ხმაში
და ვნატრობ სულ ერთს
სადმე შემხვდე იმ მაღალ მთაში"
***
"არ შემიძლია ჩუმად ვუმზირო
მთებს და ჭიუხებს ასე დიადებს,
ხან მანიჭებენ ხალისს უძიროს,
ხან მათი ნახვა მასევდიანებს."
***
"მთის წვერზე ნაძერწი ნისლივით,
სიზმრიდან უჩუმრად მიდიხარ
გულში ხარ, მთრთოლვარე სისიხლივით,
მიჩქეფ და სიცოცხლედ მინდიხარ."
***
"ფიქრი აედევნა ბილიკებს და
შენკენ გამოუყვა დეკიანში,
ეგებ გადავაწყდე შენფერ თავლებს
ამდენ წანწალსა და ხეტიალში."
***
"ძაღლს კი, რომელიც აივნიდან უყეფს ჭრიჭინებს,
რომელსაც ბიმი დავარქვით და ეძახი - ბოთას,
რომელიც მხოლოდ ძილს გვიფრთხობს
და საქმეს გვიჭირებს,
დაუძახე და მოეფერე ჩემს ნაცვლად ცოტა."
***
რა ვიცი... რაღაც ტკივილი მახრჩობს,
მონატრებული ვწურავ ფიალებს,
ჟიპიტაური მალიმალ მათრობს,
ეს მთაც ვერაფრით გადავიარე.
/გ.ა/
***
და ზოგჯერ მაინც ვმასპინძლობ
მთვარეს,
რომ ღამეები ვათენო თეთრად,
ო, ღმერთმა ნუ ქნას, ამ ლამაზ მხარეს
ნახევსურალი ოდესმე ერქვას.
/ტ.ხ/
***
"მე ტკივილი ვარ დღეს ხევსურეთის
ხატში დამრჩალი უყმო ბერები
ხევსურეთი ვარ მიტოვებული,
არწივის ბუდეს დანაფერები."
***
"სადმე წამიყვანა ნეტავ
სადმე საქართველოს მთებში
ბილიკს ამადევნა კენტად
წვიმის დამაწია თქეში."
***
"ბოდვაა ალბათ დილის ნისლმა გაძოვა
ფერდი,
ბნელი ხევები ეჩვევიან ფერმკრთალ
ალიონს,
თქვენ მაპატიეთ, თუკი მკერდზე ვერ
დაგიბერდით,
იქნებ, ამ დღეთა ქარიშხალი
გადავავლიო."
***
"ზეცას ჩამოგიტან...
სულ რომ არაფერი,
ტერფზე შემოგაცვდეს
მთელი დედამიწა,
ისე ჩაგიხუტებ
მუცელგამობერილს,
კოლხურ მკლავებისგან
თავს რომ ვერ დაიცავ!"
***
"უნდა დაგიბრალო
სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და
სანამ
თვალები მაქვს
ალის ათინათით შენაფერი
ვიდრე მარტოობა თავში
თრიაქივით ამივარდა
ვიდრე წავედი და
ყულფის თავშესაფარს შევეფარე"
***
"მე ახლაც მჯერა, რომ სიწმინდე
სადღაც მთებშია
გაბნეული და ნაბიჯ-ნაბიჯ
მივყვები ქრისტეს,
ღმერთი კი ,ალბათ, რომელიმე
მთის მწვერვალია,
მუხლის თავებთან წრიაპების
ჩხვლეტას რომ ითმენს...."
***
ტაბლა ფეჩის გვერძე მოაჩოჩა,
ცოტა არაყით და კეცეულით,
თოვლში ეფლობოდა ნასოფლარი,
მას კი,თვალი ჰქონდა შეჩვეული
გზაზე „ჯვარიმც გწერავ“ მომძახოდა
იმედით,არც დღეის და აღარც ხვალის,
სოფლის უკანასკნელ სუნთქვასავით,
მთებში დარჩენილი ამორძალი
/მერაბ არაბული/
***
მალე ჩამოთოვს და მიტოვებული სახლები ისევ გაიყინებიან, როგორც გასულ ზამთარს...
გაიყინებიან ცრემლთან, დარდთან და აუხდენელ ოცნებებთან ერთად...
მე კი ვერაფრით ვშველი, ვერაფრით ვშველი გულამოჩეხილ...
ხალხისგან მიტოვებულ სოფლებს..
/გიგა ჭაბუკიანი/
***
ჩვენ ერთად ვსუნთქავთ...მე და მთა...
ჩვენ ერთად გვიცემს გული...
აქ ოცნებები გვტანჯავს და
აქ ნასოფლარებს ვუვლით...
ჩვენ ერთად ვდარდობთ...მე და მთა...
ჩვენ გავილაშქრებთ მტრებზე,
უფალი ზეცას მოქარგავს
აქ...ანგელოზთა ხმებზე...
ჩვენ ერთად ვივლით...მე და მთა...
ჩვენ ერთად გვიცემს გული...
აქ სიყვარულით ვცოცხლობთ და
აქ ნასოფლარებს ვუვლით...
/გიგა ჭაბუკიანი/
***
"მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.
ბუხრის პირას მუხლმორთხმული
ვით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,
ჩემზე იყოს გულმოსული
ჩემი თეთრი დედოფალი.
ბუხარივით გუზგუზებდეს
მხიარული მქონდეს გული,
ჩემს ბავშვობას მაგონებდეს
ცოლის ტკბილი ჩონგურული.
გასაზრდელი ბიჭი მყავდეს,
გოგო მყავდეს თაფლისთვალი,
შავგვრემანი მამას ჰგავდეს,
დედას _ მისი თეთრი ქალი.
დამეზარდონ სანაქებოდ
და მათ დაჰყვეთ დედის გული,
მამასავით იოცნებონ
საქართველოს სიყვარული.
მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს."
***
გვირილის ოცდაერთი ფოთოლიდან,
თერთმეტმა მოიტყუა თანხმობა,
ზაფხულის მზის სხივების კოცონიდან
მე ისევ ლექსის წერა მათოვდა.
იები შეფერადნენ ლურჯებად
ხეებზე შენზე ფიქრი კიდია
მიზნები დასახულან ურჩებად,
სურვილი კვლავ დაწერის დიდია.
ღრუბლები ჩამოლაგდნენ ფენებად,
მერე შენც, ჩამე-გულ-ფიქრ-სულვილე,
ბუნება შეფერადდა ჭრელებად
და ვიკლავ შენზე ფიქრის წყურვილებს.
გვირილის ოცდაერთი ფოთოლიდან,
ათმა თქვა მხოლოდ მარტო არობა,
ზაფხულის მზის სხივების კოცონიდან
კვლავ შენი მოვიწონე ქალობა.
ხევები მოშჩქეფდა სარითმედ,
ქარები საავდროდ წუისო,
სტრიქონი იმ ლექსებს არითმებს
გვირილას არ ენდო....ტყუისო..
/თემო არაბული/
***
"ხო, მე მთა მიყვარს. თავს მთის შვილად ვთვლი.
ჩემეულ გრძნობას ვნახულობ მთაში
და მე ამ გრძნობას ვერაფრით გავცვლი,
გინდაც მომეღოს ბოლო ერთ წამში.
სული ივსება რაღაც ღვთიურით,
როცა ღრუბელი მიჩრდილავს მზეში.
მიყვარს ხეები კლდეზე აზრდილი
და კლდის ღრიალზე დართული თქეში .
ხო, მე არ გავცვლი ამ მთას და ველებს,
სისხლი დუღდება შემყურე ამ მთის
ნასახლარებს რომ გახედავ კლდიდან,
იქვე კი ველზე ცხვრის ფარას გაშლილს.
მიყვარს სიმღერა ირგვლივ მთის ბანით.
მიყვარს ნაკეპი ხინკალი ცეცხლზე.
მიყვარს ნამდვილი ძმობა კაცური
და გადმომდგარი ჯიხვები მთებზე."
***
ჩოხელისეული
,,მე მოვდიოდი დასაბამიდან და შენი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის,,
მზე იღვრებოდა ცის კალთებზე ცრემლად და დარდად,
მენატრებოდა მაგ თვალების სუნთქვა...და წლები..
წლები რომლებიც ჩვენს ოცნებებს შემორჩა განცდად...
მომქონდა სითბო...სიყვარული დაულეველი...
ვიწრო ბილიკებს შენს გულამდე მოვყავარ ახლაც,
წვიმდა...ელავდა შენი სახე ვარსკვლავებს შორის,
მე ვიყავ ქარი შენს დალალებს რომ შლიდა ნაზად...
სად არ ვიყავი, ზღვის ტალღებზე ვხატე მაგ სახე,
შავბნელ ღამეში მე ვუხსნიდი ვარსკვლავებს ფარდას,
ბევრჯერ მაწამეს...ამოგლიჯეს გული საგულეს...
და სიტყვას გაძლევ...შენს სიყვარულს ვინახავ ახლაც...
,,მე მოვდიოდი დასაბამიდან და შენი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის,,
/გიგა ჭაბუკიანი/
***




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent