მთის შვილს
(ძველი ლექსი) მთის შვილს რა გინდა ძვირფასო ბარში, გადვივილი მთებს და ჭიუხებს, მოვალ... ამოგაკითხავ დაზაფრულ მთაში, მთაში რომელიც გაყინა თოვლმა. მთის შვილს რად გინდა ქალაქის მტვერი, შენ მთის ჰაერი გივსებს სამყაროს, იქ ცისარტყელას აქვს შვიდი ფერი, და არავის სურს ღმერთთან გაგყაროს. შენ დამელოდე ძვირფასო ჩემო, თეთრად მოხატულ მთების კალთებზე, ჩემს სიყვარულზე უნდა დავწერო, უნდა დავწერო შენს შავ თვალებზე. მთის შვილს რა გინდა ძვირფასო ბარში? სისხლი გიდუღს და არ გავხარ სხვას, ღმერთის დიდება ისმის შენს ხმაში, მისდამი ლოცვას უთმობ ყველა წამს, მთის შვილს რად გინდა ქალაქის მტვერი, შენ გშვენის მთების კალთების ფერი, კავკასიონი ან მყინვარწვერი , და გვირილების ქათქათა ველი. მთის შვილს რა გინდა ძვირფასო ბარში, შენ დამელოდე მე მაინც მოვალ, ამოგაკითხავ დაზაფრულ მთაში, მთაში - რომელიც გაყინა თოვლმა... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.