შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძილინებისა, ანნაბელლ


26-12-2018, 18:02
ავტორი Anna)))
ნანახია 968

ძილინებისა , ანნაბელლ..
დროა თვალები დახუჭო და ბოლოჯერ დაიძინო.
მშვიდად იძინე ანნაბელ.. ეს ჩემი უკანასკნელი იავნანაა.. იავნანა, რომელიც არაფრით ემგვანება დედის ტკბილ ნანინას, ეს გამოსამშვიდობებელი იავნანაა, იმაზე რომ ახლა იძინებ და ალიონზე თხელ, ლამაზ ტერფებს ვეღარ შეახებ დათრთვილულ ბალახს... ეს იავნანა მზეზეა, რომელის სხივებიც ხვალ ვეღარ გაანათებენ შენს ფერად თვალებს...
ეს იავნანა წყალზეა, რომელიც ვეღარ მოეალერსება შენს გაშლილ კულულებს...
ეს იავნანა იმ ჩიტებზეა, რომლებიც ყოველ დილას გაღვიძებენ, გამთენიისას კი ბევრი ცდის მიუხედავად, ბევრი გალობის მიუხედავად ვერ შეგიტოკებენ ფერმკრთალ ქუთუთოებს...
ეს იავნანა იმ ცრემლებზეა, ვეღარასოდეს რომ დაეკიდებიან შენს ნახშირისფერ წამწამებს...
ეს იავნანა შენზეა, ანნაბელ.

ქალაქმა პირი მოაღო და გშთანთქა, შთანთქა შენი ფერადი ოცნებები და სიზმრები. ქალაქმა პირი მოაღო და გშთანთქა, შენი სხეული გახადა უფერული, შენი თვალები და სისხლისფერი ტუჩები გახდნენ გამჭირვალე...
ხალხი მიბრუნდა და ქირქილი დაიწყო.. ერთად დაგცინოდნენ, ვეღარ გაცოცხლდებაო, ვერ გაფერადდებაო, წყლად იქცა და წყალიც წაიღებსო...

შენი სიყვარული ზურგით დაგიდგა.. ჩუმად გააყოლა თვალები სხვა გოგონებს, მერე თითებით აუყვა მათ ათასჯერ დალოშნილ სხეულსა და სახეს... ჩუმად გადაცვალა შენი სიყვარული ვნებით გავსებულ ღამეებში.. შენი სიყვარული არ შეცვლილა და სადაც არ უნდა იყო ყოველთვის აგედევნება, ჩრდილად, მოჩვენებად, ტანჯვად... შენი სიყვარული ცამდე ააღწევს, ზღვების ნაცვლად იბობოქრებს, თოვლის ნაცვლად წამოვა მთებიდან ზვავებად . შენი სიყვარული ფილტვებს დაგიხეთქავს, ნერვის ღერებს დაგაცლის, გულის აორტას გადაგიხსნის ცოცხალს და მკვდარს ...
მკვდრებსაც ხომ უფეთქავთ გული, ისინიც ხომ ცოცხლები არიან სხვაგან სადაც ჩვენ ვართ მკვდრები, მე ასე მწამს ..
ანნაბელ... ეს უკანასკნელი იავნანაა, ვარსკვლავებს არ ეძინებათ, არც ტკბილი სიზმრები ესიზმრებათ, არც ჭირია იქეთ და არც ლხინია აქ, არც იყო და არა იყო რა, იქნებ არც ჩვენ ვყოფილვართ, არც ზღაპრები სრულდებიან ბედნიერად, არც სიყვარული სუფევს სადმე ღმერთად, არც იქცევა და არც დედამიწა როცა კვდებიან..
მშვიდად იძინე, შენი სიყვარული ისევ იქაა, ისევ გაათბობენ მას მზის სხივები, ისევ მოუსმენს გარიჟრაჟზე ჩიტების სიმღერას, ისევ დაცლის ვისკის ჭიქას მუსიკის ფონზე და დაუკოცნით ლამაზ ქალებს მკერდსა და ღაწვებს..
ღამემ ძილი არ დაგიფრთხოს, ანნაბელლ, თვალები დახუჭე და ძილს მიეცი თავი, სიმშვიდე გაიყოლე ცხრა ცათა მიღმა, სინაზე გაიყოლე ზეცის კიდეზე, ღიმილი გაიყოლე მზესთან უთქმელად...
ბედნიერება ილუზიაა, ანნაბელლ, ყველაფერი ილუზიაა, ჩვენს მიერ გამოგონილი, არც ტკივილებს კურნავს დრო, არც მონატრება იკლებს წლების შემდეგ... სიცოცხლე მარადიული ნავსაყუდელია ტკივილებისა და ტანჯვების...
აქ აღარ დაბრუნდე, ანნაბელლ, მშვიდად იძინე, გაიხსენე ეს უკანასკნელი იავნანა და იცხოვრე შენს ახალ ნავსაყუდელში ...

ძილინებისა, ანნაბელლ...
ეს უკანასკნელი იავნანა იყო...
ანა ზეიკიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent