რომ ძველ ტკივილებს არასოდეს უცვდებათ ფერი...
"და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის რასაც შენი წუხილი ჰქვია" ო.ჭილაძე რომ ძველ ტკივილებს არასოდეს უცვდებათ ფერი უკვე მივხვდი და გამოსავალს აღარ დავეძებ გადასარჩენად გამოწვდილი ორივე ხელი არ გაგეყინოს, აღარ მინდა.. დროა დავნებდე . დროა გავეშვა ოპტიმიზმის დამღლელ მარწუხებს რადგან,ანნაბელ, ყველაფერი კვლავ არის გვიან "და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის რასაც შენი წუხილი ჰქვია". დროა გავშორდე ამ სამყაროს ჭუჭყიან გრძობებს, დამაგვიანდა, ყველა კარი ჩარაზეს კარგო და როგორ მინდა რომ უეცრად გავქრე ან მოვკვდე ან დედაჩემის თბილ კალთაში რომ თავი ჩავრგო. ვეღარ ვპატიობ საკუთარ თავს უამრავ ცოდვას, დავკარგე ყველა ვინც გამაჩნდა ახლო ან შორი, ყველა ოცნება გაცამტვერდა თუ კი რამ მქონდა, და ასე დავრჩი ტკივილებს და იარებს შორის. ჩუმად წავიდა სიყვარულიც, მაქცია ზურგი, ყინვით დაშაშრულ ვენებშიაც გაშეშდა სისხლი, ჩემი სხეულიც ოცნებების გამხდარა მორგი, ყველა სიკეთეს ტკივილებად ვთესავ და ვიმკი. აღარც ერთ ტკივილს არასოდეს გაუვა ფერი, ფერი იცვალა ყველა გრძნობამ,მიზანმა, ხედვამ, გადასარჩენად გამოწვდილი არც ერთი ხელი, აღარ მჭირდება, შემიჭამა სხეული სევდამ. უკვე შევეშვი ოპტიმიზმის დამღლელ მარწუხებს რადგან,ანნაბელ, ყველაფერი კვლავ იყო გვიან "და სხვას არასდროს არ შეაწუხებს ის რასაც შენი წუხილი ჰქვია" ა.ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.