დაინახე ის...
ოდესმე მიტოვებულ სულზე გსმენიათ რამე? აი ისეთზე, ირგვლივ უამრავი ადამიანი, რომ ჰყავს და მაინც მიტოვებულად, რომ გრძნობს თავს? განა მას ასე უნდა რა, უბრალოდ ასეა, მიტოვებულია და მორჩა... უსარგებლო"სავით" გრძნობს თავს და მორჩა... ვერაფერს ვიზამთ. მის სულსაც ვეღარავინ შესწვდება გასალღობად. იმდენად გაყინულია, რომ თავის "ბედნიერად" მოჩვენების ძალაც აღარ შესწევს არც იმის, რომ თავისი რეალური "მე", სადღაც ჩამარხოს და უბრალოდ, ხალხს მოაჩვენოს ბედნიერად თავი აღარ შესწევს ძალა ის, რაც უყვარს ტკივილს აყენებს, მაგრამ არ შეუძლია მისი მიტოვება, რადგან მთლიანად უკუნით სიბნელესღა შემოიტოვებს მისი სული. ცხოვრობს, თუკი ამას ცხოვრება ჰქვია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის, ხომ, მაინც არსრბობს დადის, სუნთქავს მაგრამ... მას, რომ ჰკითხო წამში გიპასუხებს, რომ უბრალოდ ერთი ტყვია გაულამაზებდა მთელ შავით შემოსილ სიცოცხლეს... თითოეული ტკივილი სახის თითო ნაკვთზე, რომ აისახებოდეს, ალბათ დიდი ხნის შემოჭმული ექნებოდა მთელი სახე... იმდენად დაიჩაგრა იმდენად დაჩაგრა ცხოვრებამ, რომ... რომ. ხანდახან, უბრალოდ ძლივსღა უძლებს ამ ყველაფერს გაძლებაზეც, რომ აღარ არის უკვე... ადრე იმასაც კითხულობდა, რატომ გამოარჩია ბედმა ამ ტკივილისთვის ის... ახლა, ამ კითხვასაც აღარ სვამს ვეღარც სვამს... ადრე სუიციდშიც ვერ ხედავდა გამოსავალს, რადგან ნატანჯი დული იქაც გაჰყვებოდა, არ ვიცი ახლა რას ფიქრობს რადგან მისი სული უკვე რამდენიმე საათია ანგელოზებთან გაფრინდა და იმედია იქ მაინც არის კარგად. იმდენადა კარგად, რომ მშვიდი ცხოვრება გააგრძელოს ანდა დაიწყოს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.