შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" უსახელო "


30-12-2018, 00:27
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 8 719

ხშირად გაიგონებთ - "თავიდან ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მერე კი"
მერე ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ სიყვარული უბრალოდ გაქრა, ერთმანეთს შეჩვეულთ კი საკუთარი თავის ერთმანეთში დანახული ანარეკლის ნარჩენები უყვართ, ენატრებათ, ვერ შელევიან.. და იწყება ერთმანეთის ატანის, სიცოცხლის უსიყვარულოდ გატანის დაუსრულებელი პროცესია, ოღონდ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ.. ოღონდ რომელიმეს თვალის ფსკერის სარკემ შემთხვევით სინამდვილე არ დაგვანახოს.. ამიტომ წესი პირველი: თვალებში არ ვუყურებთ.. ეს პირველი ეტაპია.. მე(ო)რე - შეხებებს განვერიდებით.. და სულ უფრო ვუუცხოვდებით ერთმანეთს.. თან მუდმივად შეყვარებული ჩვენი თავი გვახსენდება და შიგნით ვუღიმით, ვარწმუნებთ რომ ისევ ისეთი ვართ, უბრალოდ, იმ ცნობილი ფილმის პერსონაჟის თქმისა არ იყოს "ყოველთვის აღტაცებული მიჯნურივით ვერ გამოვიყურებით", არადა ეს გვჭირდება სწორედ.. და არ არის ეს დროის და ყოველდღიურობის ბრალი, არამედ მხოლოდ ჩვენი.. გამოსავალი? არასოდეს არ უნდა დაუშვათ, არც ერთ წამით, ერთმანეთისთვის თვალის მორიდება, ყოველთვის ბოლომდე ჩაყევით, ფსკერამდე.. სიყვარული არ არის შეჩვევა, პირიქით, მუდმივად ახლის აღმოჩენის, ერთმანეთში დაბადების, განახლების უწყვეტი პროცესი უნდა იყოს.. დაუსრულებელი.. მოუბეზრებელი.. ერთმანეთისთვის თავგანწირული, ამ სიტყვის ყველაზე სრულყოფილი გაგებით, ყველაფრის გამღები, უანგაროდ, სამაგიეროს მიღების მოლოდინის გარეშე.. არ აწონოთ გრძნობები, არ გაზომოთ.. არ დაუშვათ ეს.. დაშვებები მომდევნო დაშვებებს აადვილებენ.. ერთმანეთში იცოცხლეთ და ერთმანეთი აცოცხლეთ..

გრძნობა ან არსებობს, ან არა.. არ მჯერა გამქრალი გრძნობების.. ე.ი არც ყოფილა, უბრალოდ შეგეშალა, მოგეჩვენა.. არც უნაკლო და უშეცდომო ადამიანების არსებობის მწამს.. მარცხი მხოლოდ გარემოებაა, თუ არ მარცხდები - არ ვითარდები.. არ უნდა დანებდე.. დანებება სიკვდილს უტოლდება.. არც ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი, მაგრამ თუ არ ცდი, ვერ გაიგებ იყო თუ არა შესაძლებელი.. პირველ რიგში ამაში უნდა გავერკვეთ...თუკი შესაძლებლობას შეაფასებ, აუცილებლად გაზრდი მიღწევის ალბათობას... შენ არაჩვეულებრივი ხარ, უნიკალური და ერთადერთი.... არ არსებობს შენი ასლი.. სამყარო სისტემაა, სადაც ენერგია მუდმივია, არც ქრება და არც რაიმესგან წარმოიქმნება, უბრალოდ ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება მეორე სახის ენერგიად ან გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს, ამასთან, ენერგიის საერთო სიდიდე უცვლელი რჩება... ასე რომ, გაცემული სითბო შენ არ გაკლდება... მიემსგავსე მზეს...



№1  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგი იყო.

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

მარტო სახლში
ძალიან კარგი იყო.

მარტო სახლში
ძალიან კარგი იყო.

heart_eyes heart_eyes მიხარია თუ მოგეწონა.

 


№3  offline წევრი sweetgirl

Au dzalian momewona❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent