შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ'არეული...


31-12-2018, 13:15
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 501

არ ვიცი როდის შევნიშნე, მაგრამ რაც თავი მახსოვს არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ არის ისე, როგორც მე მინდა... რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე დიდი ხანია ვიპოვნე.. მაგრამ ვიპოვნე.. იმიტომ, რომ არასდროს ვიცი რა მინდა, ან ძალიან გვიან ვხვდები, როცა უკვე ყველაფერი აზრს კარგავს... არასდროს უსწავლებიათ ჩემთვის, საკუთარი სურვილების გამოხატვა, ერთი მორცხვი და უხმო არსება ვიყავი.. და გროვდებოდა ყველაფერი ყოველთვის შიგნით... და გროვდება დღემდე.. არ ვიცი ლაპარაკი..არ ვიცი გრძნობების გამოხატვა... და არ ესმით ადამიანებს ჩემი.. არც ვამტყუნებ.. უახლოეს ადამიანებსაც არ ესმით.. ისეთი დროა, კაცს რომ უყურებ და ელაპარაკები - არ ესმის და ვის ცალია შენ, მუნჯს "გისმინოს", ან თვალებში ჩაგხედოს... ჰოდა დავდიოდი მე მუნჯი ასე, ერთი რაც მოვახერხე და ვისწავლე, რაშიც ძალიან ძლიერი გამოვდექი, ყველაფრის შიგნით დატევა და "დამარხვა" ვისწავლე.. ვმარხავდი გრძნობებს, ტკივილებს.. ტკივილზე გამახსენდა.. მითხრა ტკივილს ვერ ვგრძნობო, ექიმმა დაუდგინა ტკივილის მაღალი ზღვარი გაქვსო ფიზიკურ ტკივილს გულისხმობდა.. მე კი შინაგანი ტკივილების ატანის ისეთი მაღალი ზღვარი მაქვს, და აღმოვაჩინე, რომ ეს ზღვარი ყოველ ჯერზე მაღლა იწევს.. და ხანდახან მგონია რომ ქვა მაქვს გულის ნაცვლად.. ან ტვინი.. ანუ გულის ნაცვლადაც ჰოდა, ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემი ახალი ტკივილის ზღვარია.. გადასალახი და ამ ქვაგულში დასაბინავებელი...

თქვი რომ თვითონ ვიგონებთ გრძნობებს.. ვაღვივებთ გულში.. რომ სინამდვილეში არავის სჭირდება ისინი.. და რაც მალე დავინახავ ამას, მით უკეთესი.. მაგრამ.. არ..
იცი ადამიანებს ერთმანეთის გულების ჭვრეტის უნარი დაკარგული გვაქვს, სამყაროში ყველაფერი ჰარმონიულია.. ჩვენ ვერ ვართ ჰარმონიულნი მასთან, რადგან ეს ჰარმონია თვითონ დავარღვიეთ საუკუნეების წინ.. ცხოველებს კი ინსტინქტის დონეზე შენარჩუნებული აქვთ ის.. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, ჩვენს გამო (ჩვენთან ერთად) დაკარგეს სამოთხე.. თუ უცხო ძაღლს ენდობი და არ იფიქრებ, რომ გიკბენს, ის ასეც მოიქცევა, საკმარისია შიში ან ეჭვი გაგიჩნდეს, უმალ იგრძნობს და აუცილებლად დაგიშავებს რამეს.. წარმოიდგინე, ჩვენ რომ ეს უნარი ასე განვითარებული გვქონდეს.. უნახავადაც შევძლებდით ერთმანეთის გულების წაკითხვას.. რაკი ეს არ შეგვიძლია, მეტ-ნაკლებად უნდა შევეცადოთ ადამიანებს შორის გაჩენილი უფსკრულები სითბოთი შევავსოთ, მზეების როლი შევასრულოთ ერთმანეთისთვის.. მზე რომ ამოდის ყოველ დილით, ხომ არ ფიქრობს ვინ ელოდება ან არ.. უბრალოდ ამოდის და სითბოს და სინათლეს ყველას ერთნაირად გვინაწილებს.. გრძნობებს ვერ მოიგონებ.. ვერც შეცვლი.. უბრალოდ მიმართულება უნდა მისცე სწორი.. რადგან ჩვენი გულის ფიქრების შესაბამისად გვექცევა სამყარო.. თუ გჯერა, შენს განცდას აუცილებლად იგრძნობს მისი გული..

როცა მენატრები რომ გისიზმრებ ხომ მაქვს ნათქვამი? ჩვენი ყველა შეხვედრა სერიებად შემიძლია დავისიზმრო, უმცირესი დეტალების ჩათვლით.. სიზმარშივე ვაცნობიერებ, რომ სიზმარში ვარ, მაგრამ იქაც არ მტოვებს ის საშინელი განცდა, რაც ცხადში არ მაძლევდა საშუალებას შენით დავმტკბარიყავი.. სიზმარშიც შენ მკოცნი, მე არ..გპასუხობ...სიზმარშიც არ მიშვებს ჩემი ქვეცნობიერი, იცის, რომ გამიშვას წაგლეკავ... გრძნობებს არ აძლევს გამოსავალს.. დახშულია კარი.. ვერ ვაღებ.. და არც... მჯერა რომ იცი რატომაც.. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ... მხოლოდ თვალებით... და შეხებით.. და ყველა სიტყვა უძლურია დუმილით საუბართან.. მე გამჯდარი მაქვს ეს სათქმელი მთელს სხეულში, კანში, თითებში.. და შენ მისმენ, მისმენ დაუსრულებლად... ვიღვიძებ.. ისეთი ინკორპორაცია მაქვს ვერ ვბრუნდები... ვიცი რომ მღვიძავს.. ვიცი რომ დამესიზმრე.. და მაინც ვერ ვბრუნდები..

ჩვენი ზაფხულის დღეები ძალიან სწრაფად მიჰქრიან და ზუსტად ვიცი რა იქნება შემოდგომაზე... სექტემბერს ზაფხულის სიახლოვე შემიმსუბუქებს, ოქტომბერში კი.. ოქტომბერში!
არასოდეს მიყვარდა შემოდგომა.. ეს ბუნების მოხუცებულობის დრო.. ოჰ როგორ მაძრწუნებს ოქტომბრის გახსენება, ნოემბრის მითუფრო.. ვზივარ სიჩუმეში, (არა სიმშვიდეში, დიდი ხანია მან მიმატოვა) წვიმის წვეთების უსასრულო ტირილი ფანჯრის მინაზე სულსაც მისველებს... ვერაფრით გადამიწყვეტია მიყვარხარ თუ მეზიზღები.. ვინც გიყვარს, იმავდროულად გძულს კიდეც, რომ სამუდამოდ შეგაყვარა თავი... სიყვარულია უკვდავი, ჩვენ მოკვდავები.. იცი სიყვარულით სიკვდილიც შეიძლება, სიყვარულისთვისაც... უსიყვარულობითაც.. (ისევ ვთამაშობთ სიტყვებით, გრძნობებითც)... შენ ვიცი რომელსაც აირჩევდი, მეც... ალბათ ამიტომ გადაგვყარა ღმერთმა ერთმანეთს... და ჩვენი წინა შემოდგომა ავაფერადეთ.. თუმც ვერ შეძელი შეგეყვარებინა ის ჩემთვის... თავი შემაყვარე.. ფოთოლთცვენა ვერ.. და მაინც, ოქტომბრის ჩამავალი მზის სხივჩამდგარი შენი თვალების ელვარება იქნება ჩემი ბოლო მოგონება როცა გარდავიცვლები... ბედნიერი.. რომ გიცნობდი...


არ იფიქროთ რომ დაულაგებელია,უბრალოდ ასე მინდოდა დამედო,სხვაგვარად ვერიქნებოდა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent