შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი უშენობა ჩემში


31-12-2018, 22:34
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 310

მოდის...
ახალი წელი მოდის
თითქოს
ახალი იმედებით
და სურვილებით
ისე თითქოს ეს დღე დიდ რამეს ცვლიდეს ჩვენს ცხოვრებაში,
მაგრამ რა ვუყოთ იმ თანდაყოლილ ჩვევას, რომ ახალი ახალი ცხოვრების დასაწყისია (თითქოს)...

ნახე
სულ ცოტა რჩება.. ერთი საათი
და შენ,
ისევ არ ჩანხარ
არ მოდიხარ
და
არ მათბობ
31 დეკემბრის ცივ, წვიმიან ამინდში, მაშინ, როცა საათი ღამის თერთმეტს უტოლდება და ამაყად მიიწევს ერთი სრული ბრუნვის შესრულებისთვის.

კიდევ უფრო ცოტა რჩება,
ცრემლისგან გადაბინდულ თვალებს ვახელ და თითქოს შენს ლანდს ვხედავ სადღაც შორს, ისე, როგორც გვირაბის ბოლოს სინათლეს.
თითქოს მოდიხარ და ჩემამდეც აღწევ,
აი ახლა... როცა, თითქოს მეხები და გგრძნობ
თითქოს შენს თბილ სხეულს ვგრძნობ
თითქოს შენს გულის ფეთქვასაც ვუსმენ
თითქოს შუბლზე რბილი ტუჩებით მეხები და ოდნავ მკოცნი
და
თითქოს, მაშინ, როცა მეუბნები, რომ ახალ წელს მილოცავ...
მე
მეღვიძება,
და იმედგაცრუებული ვდგები, ცივი იატაკი შიშველ ფეხებს მიყინავს, მაგრამ ვერ ვგრძნობ, რადგან თითქოს ცხადად ვგრძნობ ისევ შენს შეხებას, გულის ფეთქვასა და კოცნას...

თხუთმეტი წუთი რჩება
და მე ვიცი, რომ
შენ არ მოხვალ არც ახლა და არც არასდროს...
ვერ მოხვალ
რადგან სადაც წახვედი იქიდან ვერ დაბრუნდები.

გთხოვ დამესიზმრე რა
ცხადად ვერ მექცევი და დამესიზმრე რა
მიყვარხარ, პატარა
და
გთხოვ იყავი ჩემთან..
შენი უშენობის ადგილის შესავსებად
ჩემს გვერდით...



ახალ წელს გილოცავთ ჩემო ტკბილებო, მინდა,რომ საუკეთესო გისურვოთ.. მინდა,რომ ოცნებების ასრულებისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს.
არ მინდა ჩემმა ნაწერმა განწყობა გაგიფუჭოთ და არ გაიფუჭოთ, თითოეული წამით იცხოვრეთ, თითოეული დეტალი შეიგრძენით თქვენამდე ბოლომდე მიუშვით და მიხვდებით, რომ უდიდესს ბედნიერებას მოგანიჭებთ ყოველივე ეს...
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს
თქვენი ანა...



№1  offline წევრი Ninnee Morgan

კაიიყო ♥️♥️

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

Ninnee Morgan
კაიიყო ♥️♥️

მადლობაა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent