შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიცოცხლის ნათელი ფერი


4-01-2019, 11:28
ავტორი ელენე-მარსო
ნანახია 1 240

მიყვარს წვიმაში სეირნობა. ყოველ დღე გამოვდივარ გარეთ წვიმის დროს და მივუყვები ქუჩას რამდენიმე გაჩერებით. ვერ ვხედავ მაგრამ წვიმის შეგრძნება შემიძლია. ჩემს ირგვლივ მხოლოდ სიშავეა, შავი ფერია ჩემში დომინანტი. მიუხედავად ამისა სხვადასხვა შეგრძნებები მაქვს განვითარებული. სმენა, რომელიც მეხმარება ყველაფერი გავიგო და შეხება, რომლითაც აღვიქვავ რაიმე საგანს წარმოსახვაში. ახლა ორივე მეხმარება სეირნობაში. წვიმა მიყვარს. წვიმაში სეირნობა მიყვარს. გამოვდივარ ხოლმე წვიმის დროს და მივუყვები ქუჩას რამდენიმე გაჩერებით, შემდეგ სახში ვბრუნდები ავტობუსით.
იმის გამო, რომ ვერ ვხედავ ტაბლოს, შესაბამისად ავტობუსის გაჩერებისას მიწევს ვინმესთვის კითხვა თუ რა ნომერი ავტობუსია.
-უკაცრავდ, ეს რომელი ნომერი ავტობუსია?
-13, - ამ და ან სხვა ნომერს მიპასუხებენ და მე ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ იმის ნიშნად რომ არ მივდივარ და მძღოლიც კეტავს კარს.
ყოველდღე იგივე ხდება, ყოველდღე გამოვდივარ სასეირნოდ და შემდეგ ავტობუსის ნომრის კითხვა კითხვით სახლში ვბრუნდები. როგორ ვხვდსბი რომ ავტობუსიდან ჩემი ჩასვლის დროა?! აი ასე... სახლიდან გამოსვლისას გაჩერებებს ვითვლი, რამდენი გაჩერებაც მოვიტოვე უკან ფეხით, იმდენი გაჩერება უნდა გავიარო ავტობუსით, ეს ძალიან ადვილია. ჩემთვის მთავარია 87 ნომერი ავტობუსი მალე მოვიდეს.
...
დღესაც წვიმს და დღესაც გამოვედი სასეირნოდ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... ჯერ ამ სიშორეზე მარტო არ წამოვსულვარ, სამი გაჩერებაა ჩემთვის მაქსიმუმი, დღეს რა დამემართა არ ვიცი. ე. ი. 5 გაჩერება უნდა დავითვალო უკან, იმედია არ დავიკარგები.
და აი ავტობუსიც გაჩერდა და მე:
-უკაცრავად რა ნომერი ავტობუსია?
- ეს N27 ავტობუსია ანნა, შენი ავტობუსი 10 წუთში მოვა.
- აჰ, მადლობა, ჩემი სახელი საიდან იცით? ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
-შენ არა, მაგრამ მე გიცნობ ანნა. ყოველთვის მესამე გაჩერებასთან წყვეტ სიარულს, დღეს რატომ გადაწყვიტე ასე შორს წამოსვლა?
- ოიჰ, ცოტათი შემაშინეთ, თქვენ რა, მითვალთვალებთ?
-არა, არა, ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა შენი შეშინება. არც სახელი გითხარი და პირდაპირ საეჭვოდ დაგიწყე საუბარი. ბოდიშს გიხდი. მე ჰანსი მქვია. ცუდი არაფერი იფიქრო უბრალოდ ავტობუსიდან გხედავდი ხშირად, რამდენჯერმე ერთადაც ვიმგზავრეთ და ასეთუ ისე ვიცი სადაც ცხოვრობ.
- გასაგებია...
- კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს შეშინებისთვის.
- არაფერია, შევეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემნაირ ადამიანს შიში მუდამ თან სდევს. სიბნელეში იმდენი ცუდის წარმოდგენა შემიძლია ზოგჯერ ჩემი თავიც მაშინებს.
-შიში არამარტო შენ, არამედ სხვა ყველა ადამიანს თან სდევს. არ არსებობს უშიშარი ადამიანები, მეც ბევრი რამის მეშინია.
-მართლა? და მაინც რისი გეშინიათ?
-ჩუმად გეტყვი და არავის უთხრა... მკვდრების მეშინია...
-მკვდრები არ არიან საშიშები მისტერ ჰანს, ცოცხლების უნდა გეშინოდეთ ამ ცხოვრებაში.
-მართალი ხარ ანნა. ანნა მისმინე, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მინდა დაგეხმარო. სამყარო საკუთარი თვალებით დაგანახო.
-რას გულისხმობთ?
-ოპერაციას ანნა. ვიცი, რომ ბევრი ოპერაცია სცადეთ და უშედეგოდ, მაგრამ მე არ ვარ იმ ჩლუნგი ექიმებისნაირი. მე ჩემი საკუთარი ხელებით გაგიკეთებ ოპერაციას და სამყაროს დაგანახებ საკუთარი თვალებით.
-აჰამ, გასაგებია. მაპატიეთ, მაგრამ არა. ახლა აღარც ძალა და აღარც ფული მაქვს კიდევ ერთი უშედეგო ოპერაციის გასაკეთებლად. ეს საბოლოოდ გამანადგურებს. აი ავტობუსიც მოვიდა. რა ნომერია?
-87, მაგრამ შენ ამ ავტობუსით არ მიდიხარ, წამომყევი.
-უკაცრავად? - ხელი მომკიდა და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა. ხმას არ იღებდა და არც ჩერდებოდა. ყოველ ჩემს წაბორძიკებაზე წელზე ხელს მკიდებდა და ბალანსის აღდგენაში მეხმარებოდა. სიკვდილამდე შემეშინდა. დავიღალე, - მოიცადეთ, გაჩერდით, ცოტახანი გაჩერდით, ძალიან დავიღალე. სად მიგყავართ?
-კარგი, მოვედით კიდეც.
-სად მოვედით?
-საავადმოყოფოს ეზოში ვართ, მაგრამ ოპერაციისთვის არ მომიყვანიხარ, სახლში მიმყავხარ, ჩაჯექი მანქანაში, - კარის გაღების ყრუ ხმა გაისმა, ალბათ მანქანის, როგორც მან თქვა.
- მაპატიეთ, მაგრამ არა. უცხოს მანქანაში არ ვუჯდები. გთხოვთ იმ გაჩერებაზე წამიყვანოთ საიდანაც წამომიყვანეთ.
-უცხოს? ისევ უცხო ვარ შენთვის ანნა?შენ იცი ვინც ვარ.
-თქვენი სახელისა და პროფესიის ცოდნა თქვენს ცნობას არ ნიშნავს.
-და კარგი, რა გავაკეთო იმისტვის რომ შენი ნდობა მოვიპოვო?
-არ ვიცი მისტერ ჰანს. მე ვერ გხედავთ. ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ჩემს ადგილას თქვენ რას იზამდით?
-მართალი ხარ, მაპატიე. მაგრამ მართლა დახმარება მინდა, მოძალადე ან ქურდი არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც მოსწონხარ ანნა.
-მოგწონვართ?
-კიი მომწონხარ და ამას დაუფარავად გეუბნები. მინდა შენს გვერდით ვიყო, ხელს ჩაგჭიდებ და აღარასდროს გაგიშვებ. გთხოოვ, მენდე.
-არ ვიცი რა ვქნა. მაგრამ გული მკარნახობს რომ უნდა გენდოთ. დამეხმარეთ.
-მადლობა.

***

-მოვედით. მოიცადე კარს გაგიღებ, გადმოსვლაში დაგეხმარები.
-და საიდან უნდა ვიცოდე, რომ მართლა სახლში მომიყვანეთ?
-ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებით ანნა?
-არა, მაგრამ მაინც ვკითხულობ.
-არ მენდობი და მაგიტომ.
-გეფიცებით მართლა მინდა გენდოთ მაგრამ...
-მაგრამ არ მენდობი. კარგი გადმოდი მანწანიდან სახლში შეგიყვან.
-მართლა მინდა გენდოთ.
-გასაგებია. წეღან მანქანაში ძლივს ჩაგსვი და ახლა გადმოსვლა აღარ გინდა? კარგი, ორი ვარიანტი გაქვს : ან გადმოხვალ მანქანიდან, ან მართლა მოგიტაცებ.
-არა,არა მოვდივარ, დამეხმარეთ.
-ფრთხილად, ბორდიულია. ესეიგი შევთანხმდით?
-რაზე?
-იმაზე, რომ უცხო არ ვარ.
-იძულებული ვარ დაგეთანხმოთ.
-მადლობა. და კიდევ ერთი. მისტერ ჰანსს ნუ მეძახი, უბრალოდ ჰანსიც საკმარისია. შენზე არც ისე დიდი ვარ და თავი უკვე ბებერი მგონია. კარგი? ოფიციალურობა საჭირო არაა.
-კარგი ჰანს. მადლობა

***

ძალიან ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. აღარც წვიმის ხმა მშველის და აღარც მუსიკის, ვძივარ საწოლზე თავჩაღუნული და ვაკვირდები ჩემს სიშავეს, იმის იმედით, რომ რაიმეს გავარჩევ. მაგრამ ამაოდ. ჰანსის ხმა მესმის ქვედა ოთახიდან და თითქოს სახე მებადრება, გულში სინათლე ისადგურებს. მაშინ როცა იმედი გადაწურული მქონდა მოვიდა და ხელი ჩამჭიდა. იმედი მომცა, ჩემს სიცოცხლეს ელფერი შესძინა. ის ჩემი სიცოცხლის ნათელი ფერი გახდა, ფერი რომელიც ჩემს გულში ანათებს ხოლმე მისი ხმის გაგონებაზე. მგონი შემიყვარდა...

***

-საღამომშვიდობისა ანნა.
-ჰანს გამარჯობა. მიხარია რომ მოხვედი. მაგრამ დღეს აღარც გელოდი.
-თუ სხვა რამ გქონდა დაგეგმილი შემიძლია წავიდე.
-არა, არა არ წახვიდე, დარჩი. გამიხარდა რომ მოხვედი. მოდი დაჯექი.
-არა ანნა დასაჯდომად და საჭორაოდ არ გვცალია, უნდა წავიდეთ. დღეს კაბის ჩაცმა მოგიწევს, ერთ შესანიშნავ ადგილზე მიმყავხარ.
-ვშიშობ ჩემს ტანსაცმლის კარადაში საამისოდ შესაფერისი კაბა არ მაქვს ჰანს.
-ხოდა ამიტომაც მოგიტანე ეს.
-ეს რა არის?
-ყუთია.
-მხოლოდ ყუთია?
-არა, რა თქმა უნდა, შიგნით კაბა დევს
-მართლა? როგორი კაბაა?
-წითელი კაბაა, ლურჯი მაქმანებით. უკეთესი იქნებოდა ამას შენც რომ ხედავდე.
-ჰანს, ჩვენ ხომ შევთანხმდით?
-მე არა ანნა, ეს შენ შემითანხმდი, მაგრამ მე ჯერ კიდევ წინააღმდეგი ვარ და ამას არც შევცვლი. ახლა კი ჩაიცვი. დედაშენს დავუძახებ რომ დაგეხმაროს, მე დაბლა დაგელოდები.
-ჰაანს, არ გეწყინოს გთხოოვ...
-არ მწყინს. დაბლა ვიქნები.
-ჰაანს...

***

-სად მოვედით?
-კლუბში, - როგორც შეეძლო ხმამაღლა მითხრა, რომ მუსიკის ხმაში გამეგონა.
-აქ რა გვინდა?
-უნდა გავერთოთ. დალევ? - ჩემს ცხვირამდე ალკოჰოლის მძაფრმა, თავბრუდამხვევმა სუნმა მოაღწია. სუნი იმდენად მძაფრი და არასასიამოვნო იყო, უნებლიედ თავი გვერძე გავაბრუნე და ზიზღით დავიჭყანე.
-არა მადლიბა, მე არ ვსვამ
-საერთოდ? არც გასინჯული გაქვს?
-არა საერთოდ არა. დამილევია, მაგრამ მალე ვთვრები და ვცდილობ არ დავლიო ხოლნე.
- აჰამ, გასაგებია. დღეს დალიე. ნურაფრის შეგეშინდება ჩემთან. შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი დალიო, მარტო არ დაგტოვებ.
-არა, მამა გაბრაზდება და ჩემთან მოსვლას აგიკრძალავს.
-და შენ გინდა რომ მოვიდე ხოლმე შენს სანახავად?
-შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც გვერდში მიდგას. მათ ვისაც მეგობრებს ვეძახდი მალევე გაქრნენ, შენ კი ჯერ კიდევ ჩემთან ხარ.
-მე ყოველთვის შენთან ვიქნები ანნა, შენს გვერდით ვიქნები როცა დაგჭირდები. არასდროს წავალ, მაშინაც კი არ წავალ თუ გამაგდებ. მე ვიქნები შენი თვალები, მაგრამ მალე თავად შეძლებ სამყაროს დანახვას საკუთარი თვალებით. მითხარი ანნა, არ გინდა იცოდე სინამდვილეში როგორი ვარ? იქნებ ძალიან მახინჯი ვარ და ჩემთან ყოფნა არ მოგინდეს?
-მე არ მაინტერესებს გარეგნულად როგორი ხარ ჰანს. მე იმას ვხედავ შენში რაც საჭიროა და ვფიქრობ ეს სავსებით საკმარისია ადამიანის შესაყვარებლად.
- და რას ხედავ ანნა ჩემში, როგორი ვარ?
-კარგი და კეთილი, თავაზიანი, მხიარული.
-კიდევ?
-კიდევ არ ვიცი.ეს არის ალბათ მხოლოდ.ვცდები?
- არ ვიცი, შესაძლოა ცდები კიდეც.
-არ მინდა რომ ვცდებოდე.
-მე კი არ მინდა რომ ამ მდგომარეობაში გხედავდე ანნა, რატომ არ გესმის ჩემი? სულ იმას მეუბნები ჩენს მდგომარეობაში შედიო და ერთხელ შენ შედი ჩემს მდგომარეობაში.
-მეშინია ჰანს, მეშინია, რატომ არ გესმის?
-რისი გეშინია ანნა?
-იმის რომ ოპერაციის მერე ისევ სიბნელე იქნება და იმის რომ ამის გამო. მიმატოვებ.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ ხმამაღალი სიმღერა და ხალხის სიცილი ისმოდა. ვიფიქრე წავიდა და დამტოვა თქო, რომ მოულოდნელად მხრებზე მომეხვია და გულში ჩამიკრა. ცრემლები ღაპა- ღუპით მდიოდა.
-მე არასდროს მიგატოვებ ანნა. შენ ჩემი სიცოცხლე ხარ და ამ სიცოცხლეს ვერასოდეს დავთმობ. მაბედნიერებ. ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, მაგრამ მინდა სამყარო საკუთარი თვალებით დაგანახო, მინდა ფერები დაგანახო.
-კარგი.
-კარგი?
-კარგი თანახმა ვარ, გენდობი. მხოლოდ შენ გენდობი.
-ძალიან მიყვარხარ ანნა, გპირდები პირველივე დღესვე დამინახავ.
-მეცმიყვარხარ ჰანს, შენ ჩემი სიცოცხლის ნათელი ფერი ხარ...
- არა, ეს შენ ხარ ჩემი სიცოცხლის ნათელი ფერი ჩემო ანგელოზო...

***

-ყველაფერი კარგად იქნება ანნა, გპირდები.
-თუ თვალთ დამიბრუნდა პირველი რასაც დავინახავ მინდა შენი სახე იყოს.
-გპირდები პირველი მე დამინახავ. თან საკმაოდ სიმპათიური ვარ.
-იმედია ჰანს.
-იმედია? რას ქვია იმედია?
-უკაცრავად მისტერ ჰანს, საოპერაციო მზად არის, გოგონა უნდა გავიყვანო.
-კარგი გასაგებია. ყველაფერი კარგად იქნება გესმის ანნა. ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჰანს.

***

- სახვევები არ მომხსნა გთხოვ, არ მინდა.
- დამშვიდდი ანნა, ყველაფერი კარგად იქნება.
-მეშინია ჰანს.
-ნუ გეშინია ანნა, მე შენთან ვარ.
გული ისე ძლიერ მიფეთქავდა, მეგონა სადაცაა ამოვარდებოდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი და ჰანსის ხალათის ბოლოს მთელი ძალით ვებღაუჭებოდი. გვერდით მეჯდა და თავზე მეფერებოდა, მამშვიდებდა, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. ის ჩემს დამშვიდებას ელოდა, რომ შემდეგ სახვევები მოეხსნა, მაგრამ იმდენად აღარ მინდოდა გახელილი თვალებითაც სიშავე დამენახა, რომ ამის უფლებას არ ვაძლევდი.
-მორჩა, გეყოფა ტირილი. დროა ანნა, რისთვის უნდა ვიცადოთ?
-მეშინია.
-ნუ გეშინია. მოდი სამ თვლაზე. ერთად დავითვალოთ. 1, 2, 3...
რაღაცამ თვალი მომჭრა. ვერ გავიგე ეს რა იყო, გაოცებული ვიჯექი და მოჯადოებულივით შევცქეროდი ამ რაღაცას.
-რას ხედავ ანნა.
-არ ვიცი, რაღაც კაშკაშას. არ ვიცი ეს რა არის. სიტყვა არ მახსენდება ამის აღსაწერად.
-სინათლეს?
-არ ვიცი ეგ რას ნიშნავს,მაგრამ აღარ ბნელა.
-ეს სინათლეა ანნა, თეთრი ფერი. კიდევ რას ხედავ მითხარი.
-მეტს ვერაფერს, მაგრამ სინათლის დანახვაც საკმარისია.
- მალე მეც დამინახავ. ახლა უნდა დაისვენო. დაიძინო.
-სინათლეს ვხედავ ჰანს. და მალე შენც დაგინახავ.
-მართალია და ეს სულ მალე მოხდება, გპირდები. ახლა კი დაიძინე.
-სინათლეს ვხედავ, მე ეს შემიძლია. შემიძლია დავინახო. ეს... ეს ისეთი კარგია. სინათლეს ვხედავ...

***

სულ რაღაც ორი დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც სინათლე დავინახე. ახლა კი სულ ყველაფერი სხვანაირად ხდება... გუშინ იმედი გადაწურული მქონდა, მეგონა ახლა სიბნელის მაგივრად სინათლეში დავრჩი თქო და იმედი გადავიწურე. დღეს გაღვიძებისთანავე თვალები გავახილე და დავაკვირდი. ჩემს გვერდით, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა ბიჭის სილუეტი დავინახე. როგორც კი თვალგახელილი დამინახა გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა. ჰანსის შეხება ვიგრძენი...
-დილამშვიდიბისა საყვარელო.
-დილამშვიდობისა ჰანს. როგორი მუქი ფერის თმა გქონია.
-ხოო, ძალიან შავგვრემანი ვარ, შენ კი ლამაზი წითელი თმა გაქვს... მოიცა რა თქვი? დაინახე? დამინახე? შენ მე მხედავ?
-გხედავ ჰანს. შენც გხედავ და ყველაფერ დანარჩენსაც. მართლა არ ყოფილხარ მახინჯი.
-ღმერთო რა ბედნიერებაა. მოდი ადექი, სარკეში ჩაიხედე.
-მე წითელი თმა მაქვს და ყავისფერი თვალები მაქვს, რა ლამაზია. შენ რა ფერის თვალები გაქვს ჰანს?
-მწვანე.
-ძალიან ლამაზია.
-შენ ხარ ძალიან ლამაზი. გავისეირნოთ? მინდა ყველაფერი გასწავლო.
-კარგი, წავიდეთ.

***

-დედა, დედა, სად ხარ?
-აქ ვარ შვილო, მოვდივარ.
-დამეხმარე, კაბის ელვას ვერ ვიკრავ.
-ახლავე საყვარელო. რა ლამაზი ხარ ჩემო. ანგელოზო.
-მადლობა დედა. ჰანსი სად არის?
-ქვევით გელოდება. რამდენჯერმე სცადა ამოსვლა მაგრამ არ ამოვუშვი.
-კარგი გიქნია. დედა ძალიან ვნერვიულობ.
-ნუ ნერვიულობ საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება.
-ღმერთმა ქნას.

***

- ანნა შენი ნებით მიჰყვები ჰანსს?
-დიახ.
-ჰანს შენი ნებით მოგყავს ანნა?
-დიახ.
-შეგიძლიათ ერთმანეთს აკოცოთ, ცოლქმრად გაცხადებთ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent