შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

/ავტორი/


7-01-2019, 23:40
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 053

***
როდესაც ყველაფერი სრულდება, თითქოს მხოლოდ მაშინ გეძლევა გამბედაობა მომხდარს გადახედო და აღიქვა ყველაფერი.
თითქოს მხოლოდ წერტილის დასმის შემდეგ ჩნდება წიგნი შენს წინ, მხოლოდ შემდეგ მოდიხარ გონს და სწორედ მაშინ უსწორებ თვალს წლებით ნაშრომსა და ნაწვალებს.
მხოლოდ დასასრულს შეუძლია გაგრძნობინოს ყველაფერი, მხოლოდ დასასრულს არის შესაძლებელი დასაწყისის სინანული.
და თუმცა, შენ გაქრი.
არ ვნანობ, იმიტომ, რომ არსებობდი.

***
წერა არეული ცხოვრების დაწყნარებისთვის მჭირდებოდა.
ყველაფერი ცუდად თუ იყო, მე ისტორიას ვქმნიდი, ვიგონებდი და მელნით ფურცელზე გადამქონდა. ისტორიას, რომელშიც იდეალური არსებები სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
ყველაფერი კარგად თუ იყო, მე ისტორიას ვქმნიდი, ვიგონებდი და მელნით ფურცელზე გადამქონდა. ისტორიას, რომელშიც საშინელი არსებები უნაყოფო ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
ისტორიებში იყვნენ საბრალონი, შესაშურნი, წყალწაღებულნი, იდეალურნი, კეთილნი, ბოროტნი...
თვითკმაყოფილებას მანიჭებდა ის, რომ ერთი წინადადებით შემეძლო მემართა თითოული მათგანი.
სიამოვნებას მანიჭებდა, რომ შემეძლო ერთი კოჭის გამოღებით თავზე ჩამომეშალა მათი ნაწვალებ-ნაღვაწები.
იქ მე ვიყავი მეფეც, იმპერატორიც, სულთანიც, მბრძანებელიც...
მე ვიყავი საწყისი და მევე ვიყავი დასასრული.

***
ყოვლისმოქმედი მელანი მქონდა, მელანი, რომელსაც შეეძლო აეტირებინეთ.
შემეძლო დამეწერა ისე, რომ სიცილისაგან მუცელი აგტკიებოდათ.
ჩემს მელანს ყველაფერი შეეძლო.
ის მართავდა ემოციებს.
და როგორ ვვამაყობდი, ყოველივე იმით რაც შევქმენი.

***
ავადმყოფურად ვიცოდი პერსონაჟების ამოჩემება. ვაიდეალებდი მათ და რეალურ ცხოვრებაში ვეძებდი...
მოდი ალექსანდრე, მე შენ გიპოვი...
თუ მე მოგიფიქრე, ღმერთიც მოგიფიქრებდა!...
მოდი, გიპოვი...
შენ არსებობ...
ვაიდეალებდი, ვეძებდი,
ვაკნინებდი და ვხედავდი!...
ჩემს თვალწინ ჩემივე უსუსური ქმნილებები იშლებოდნენ, ყველა ბინძური, საშინელი არსება...
ხოლო ჩემი იდეალური პერსონაჟი, ძიების საგანი იყო.
სად გაქრი ალექსანდრე?!

***
ისტორიაში მე ვიყავი ყველაფერი.
თითოეული პერსონაჟი, თითოეული ადგილი, თითოუელი მოქმედება.
მე ვიყავი სულიერიც, უსულოც...
როგორ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ იქ არავინ მიშლიდა ხელს.
ყველაფერი შემეძლო ერთი ხელის მოსმით გამეუმჯობესებინა და არ იქნებოდა ავისმყოფელი... მიმთითებელი... არ იქნებოდა სხვა ჩემს გარდა.
მე ვიყავი და ჩემი კალამი...
მე ვიყავი და ჩემი ისტორია...

***
სულ მაინტერესებდა რას ვიგრძნობდი ისე რომ გამომეცადა ცხოვრება როგორც ჩემს პერსონაჟებს და რაღაც ეტაპზე, მშურდა კიდეც მათი.
მშურდა მისი, ვინც იდეალური ალექსანდრე აღმოაჩინა.
მე?... მე კი მხოლოდ ბოროტებსა და ცუდებს ვიზიდავდი.
მშურდა პერსონაჟების, რომელთან სურვილი ჰქონდათ, დიდი და ძლიერი და იმ სურვილს შრომით აღწევდნენ.
მე?... მე მქონდა სურვილი და არავითარი აქტივობა.
მშურდა პერსონაჟების, რომელთაც ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ მომენტში შეძლეს ფეხზე დადგომა, რომელთაც სიძლიერე დამანახეს.
მე?... მე მქონდა ჩავარდნები და ცრემლიანი ღამეები.
მე ვიყავი ჩემი პერსონაჟები, მე ვიყავი მეფე, იმპერატორი, სულთანი, მე ვიყავი მბრძანებელი და მაინც, ჩემი პერსონაჟები ასე საძულველად იქცნენ ჩემთვის რადგანაც მათ ის ყველაფერი ჰქონდათ რაც მე მინდოდა მქონოდა.

***
წერტილს იქ ვსვამდი სადაც ყველაზე მეტად საჭირო იყო მძიმე.
იმიტომ, რომ მე ეს შემეძლო.
მინდოდა დამენახებინა, ვინ იყო თამაშში მთავარი.
ჩემი გადასაწყვეტი იყო, არავისი სხვის.
მე ვიყავი ავადმყოფი და მსიამოვნებდა, რომ ჩემს პერსონაჟებს ვაწამებდი.
ვსჯიდი იმ შურისთვის, რომელიც განმაცდევინეს.
„მე შეგქმენი და მევე გაგანადგურებ!“

***
ვიყავი ავტორი და ვიყავი ავადმყოფი.
ვცოცხლობდი მხოლოდ ჩემი პერსონაჟებით.
მიხაროდა მხოლოდ მათი სიხარული.
მტკიოდა მხოლოდ მათი ტკივილი.
და მერე, ძალიან გვიან მივხვდი, რომ მეც ისტორიაში ვცხოვრობდი, მათსავით...
მეც, მეც მქმნიდნენ.
მეც, მეც მწერდნენ.
მეც, მეც მიმითითებდნენ.
ისეთივე მანეკენი ვიყავი, როგორც ჩემი პერსონაჟები.
მე ვიყავი ავტორი ყველა ისტორიისა და მევე ვიყავი ყველა პერსონაჟი ისტორიისა.


***
შენც მე გამგიგონე.
გწერე, გწერე და გაქციე იმად რაც სინამდვილეში არ იყავი.
მე იმ პერსონაჟად შეგქმენი, რომელიც თავად მჭირდებოდი.
იმდენად ვიყავი შენს პერსონაჟში შეჭრილი, არც დაგკვირვებივარ.
არ მინახიხარ და არ გამიცნიხარ.
მე გაგაიდეალურე ყველა იმ ნაკლით რაც თავად დაგიწერე.
მე შენ გაქციე იმ ოცნებად, რომელიც სულ მინდოდა მქონოდა.
ყველაზე მტკივნეული შენი გარეალურება არ ყოფილა,
ალექსანდრე,
ყველაზე მტკივნეული იმის გაცნობიერება იყო, რომ შენი გაუბედურება ჩემი პერფექციონისტობის ბრალი იყო.
შენ მე გამოგიგონე და მევე გაგაქრე.

***
და თუმცა, შენ გაქრი.
არ ვნანობ, იმიტომ, რომ არსებობდი.

***
არსებობდი ჩემს ნაწერებში, ჩემს ყველა პერსონაჟში ცოცხლობდი და მხოლოდ შენში ვგრძნობდი, რომ მე არ ვიყავი აღარც მეფე, აღარც იმპერატორი, აღარც სულთანი და აღარც მბრძანებელი.
შენ იყავი.
და მე შენ მჭირდებდი.
გამოგიგონე და დასასრულს მევე გაგაქრე.

***
და თუმცა, შენ გაქრი.
არ ვნანობ, იმიტომ, რომ არსებობდი.



№1  offline წევრი Aquarious

ბრავოომ.... ძალიან მაგარი იყოო♡♡♡♡

 


№2  offline მოდერი lemongiirl

Aquarious
ბრავოომ.... ძალიან მაგარი იყოო♡♡♡♡


მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent