შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთის გარეშე!


25-04-2018, 13:15
ავტორი Domenico Machiavelli
ნანახია 1 192

ვიცი რომ თუ სადღაც ვიღაც სხვა მე, სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, ის არასოდეს იოცნებებს ამ ჯოჯოხეთზე რომელშიც მე ვიბრძვი. ვის ვებრძვი? საინტერესო კითხვაა. არა ადამიანებს არ ვებრძვი, უკვე დიდი ხანია მივხვდი რომ მათთან არაფერი გამომივა, ისინი შეუცვლელები არიან, და მეც დიდი მაშტაბებით წავიჭერი წინ. ეს მაშინ მოხდა როცა მივხვდი რომ დავიღალე, დიახ სიგიჟით დავიღალე...

მე მარად ვიხედებოდი ხოლმე მაღლა და ღმერთს ვთხოვდი რომ დამხმარებოდა ის კი არ მისმენდა. აი ერთ დღეს კი მივხვდი რომ საკმარისი იყო ამ ყველაფერში ბოროტი ძალების დადანაშაულება, და იცით ვინ დავადანაშაულე? სწორედ ის, ვინც ჩვენ შეგვქმნა, ვინც ეს უბადრუკი ერა შექმნა. განა ჩვები ბრალია რომ ასეთები გავჩნდით? მიპასუხე განა ბოროტება თავისით შეიქმნა? არა საყვარელო ეს ტყუილია, ყველაფერი ღმერთის შექმნილია ხომ ასეა? ხოოო მაშინ გამოდის ბედნიერებას, სიხარულისა და სიკეთეს გარდა მან ტკივილი უბედურება და ბოროტება შექმნა. გასართობი მარიონეტების გარდა არაფერი ვართ, მისთვის შეთქმული საინტერესო (ცხოვრების) ისტორიების გარდა არაფერი გვავალია.

აი მე დავიღალე ტყუილში ცხოვრებით, ო, არა ურწმუნოდ ნუ მიმიჩნევთ, მე მწამს ღმერთის, მწამს ქრისტესი, მაგრამ ამავე დროს მწამს სიმართლის, მიყვარს ღმერთი, ცა მოწმეა რომ მიყვარს, მაგრამ პასუხების გაუცემლობამ დამღალა, დამღალა იმან რომ იმედი მუდამ მიცრუვდება, რომ მასზე დაყრდნობილი მწარედ ვენარცხები მიწას. აი ამან დამღალა.

ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, ყველა ოცნებას ავიხდენ და დასახულ მიზანს მივაღწევ, ღმერთის დახმარებით თუ დაუხმარებლად მე ამას გავაკეთებ, მე ჩემს ისტორიას თავად დავწერ და არ მივცემ სხვას უფლებას, რომ კალამი ხელში აიღოს. ყველაფერი გამომივა, იმიტომ რომ მე ამას საკუთარი თავის რწმენით გავაკეთებ.



№1  offline წევრი Lindemann

პადრემიო ;დ
შოპენჰაუერი მიმიქარავს. მაგარი ფილოსფოსი ხარ ;
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent