შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფურცლები...


8-01-2019, 14:56
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 265

”ყოველი დასაწყისში მხოლოდ გაგრძელებაა,
ეს მხოლოდ გაგრძელებაა…
და წიგნი იმ ყველაფრისა რაც მოხდა ყოველთვის შუაზეა გადაშლილი….”

”Every beginning is only a continuation
It’s only a sequel,
and the book of all that has happened
is always open halfway.”


ყველა ურთიერთობა იმიტომ იწყება რომ დასრულდეს.

უფრო სწორედ, ამიტომ არ იწყება მაგრამ ბოლო მაინც ასეთია, არაფერი განსაკუთრებული, ეს ამბავი ყოველთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემთვის, ადამიანებთან რომლებიც ძალიან მომწონდა ამიტომ ვირჩევდი მუდამ ურთიერთობის იმ ფორმას რომელიც ყველაზე დიდხანს და ბედნიერად გრძელდება – მეგობრობას.

როცა ვიღაც მოდის და მეგობრობის ყოველგვარ გზას გიღობავს არ იცი როგორ მოიქცე, მითუმეტეს როცა ეს ადამიანი გიყვარს და არ გინდა ან მას ეტკინოს რაიმე ან შენ, თანაც მისგან… სიმართლე რომ ვთქვათ არავინ არავის გულს არ სტკენს, ეს თავისთავად ხდება ხოლმე, ჩვენ ყველას უბრალოდ გვინდა ბედნიერები ვიყოთ ეს კი თითქმის შეუძლებელია და როცა იბრძვი იმისთვის რაც შეუძლებელია ქარიშხალში მოყოლილ ჭიამაიას უფრო ჰგავხარ ვიდრე ადამიანს, ადამიანს რომელიც არც თუ ისე სუსტია და მიწაზეც საკმაოდ მყარად უდგას ორივე ფეხი… ამ ყველაზე უთანასწორო ბრძოლაში სხვები კი არა საკუთრი თავიც კი გავიწყდება….

როცა ვიღაც ვინც გიყვარს მოდის და მეგობრბის ყველა გზას გიღობავს ტკივილი გარდაუვალია….

როცა საინტერესო წიგნს ვკითულობ ყოველთვის ისე მივადგები ხოლმე ბოლო ფურცელს ვერაფერს ვამჩნევ, ნეტავ ურთიერთობებიც ასე გამომდოდეს, მაგრამ არა, ძირითადად თავიდანვე ვხვდები როდის და როგორ დასრულდება, ამიტომ ყველაფერი აზრს კარგავს.


ფურცლები...


წიგნის ბოლო ფურცლის კითხვისას ყოველთვის მინდება კიდევ გაგრძელდეს, მისი დასრულების შემდეგ კი პირდაპირ ახალი წიგნის არჩევას ვიწყებ, სავსე ვარ ემოციებით რომლებიც მეტი და მეტი ფიქრის შემდეგ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ურთიერთობები კი მგონი პირიქით დასრულების შემდეგ სრულიად ცარიელს გტოვებს. ან კი ოდესმე მთავრდება ურთიერთობები?

წიგნები პასუხს სცემს შენსკითხვებს, ადამიანებთან ურთიერთობა კი მხოლოდ ახალ-ახალი კითხვების გაჩენას თუ გამოიწვევს.

ვიღაც დაასკვნიდა რას ვიზამთ, რთულია ცხოვრებაო, მაგრამ არა….

ცხოვრება მარტივია…

ოღონდ მხოლოდ ბრმა პეპლისა და სულელი ადამიანისთვის…

პეპელა რომ ბრმა არ იყოს ჩამოსაჯდომი ყვავილის არჩევასაც კი ვერ მოასწრებდა ისე გაუვიდოდა მთელი ცხოვრებაო, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა… დაახლოებით იგვენაირადაა ჭკვიანი ადამიანის საქმეც…





თურმე წიგნები არ მთავრდება, წინა ციტატაში ვთქვი კიდეც რომ საეჭვოა მთავრდება თუ არა ოდესმე ურთიერთობები… მე მგონია რომ ის რაც გახსოვს და ის რაზეც ფიქრობ ჯერ კიდევ გრძელდება, ისეთი მნიშვნელოვანი ურთიერთობები კი რომლებიც ჩვენგან ფიქრსა და მათზე საუბარს იმსახურებს სწორედაც რომ შუაზე გადაშლილი წიგნივით იქნება ყოველთვის…

მაშინ როცა წიგნის ფურცლების ფოლო ნაწილს ვწერდი უკვე ვფიქრობდი რომ მომიწევდა გაგრძელება… დავწერდი მეორე ტომს და ვინ იცის კიდევ რამდენს… თუკი ოდესმე გიფიქრია რომ ცხოვრება უაზრობაა ან თუკი ოდესმე იფიქრებ აუცილებლად უნდა გაგახსენდეს რომ წინ უამრავი სიურპრიზი გელოდება. არასდროს იცი რა მოხდება, მარტო ამადაც კი ღირს გააგრძელო… ცხოვრებაში უცნაური დამთხვევიც ხდება ხოლმე, რომლებიც ჩემთვის ყველაზე საინტერეესოა. როგორც მაშინ წიგნს რომ კითხულობ და ისეთი ფრაზა გხვდება შენც რომ ბევრჯერ გიფიქრია, გხვდებიან ადამიანებიც რომელთა აზრებიცა და ემოციებიც შენსას ემთხვევა, საოცრად ემთხვევა ხოლმე… ასეთებთან თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობ, იცი რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო. ზემოთ უკვე ხსენებულ სიმღერაშიც ხომ ასეა? უამრავი ნიშანი მიგვითითებს ჩვენიან ადამიანებზე და მათი უმეტესობა შეიძლება ვერც კი შე ვამჩნიოთ.

”… თქვენ შესაძლოა ერთ ღამეს ერთი სიზმარიც კი ნახეთ მაგრამ გაღვიძებისთნავე დაგავიწყდათ….”


ჩვენ თითქოს არაფერი გვაქვს საერთო….

თითქოს არაფერი გვაერთიანებს…

მაგრამ ერთად ვართ…. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, როგორ ან რამდენი ხნით…..

მთავარი ისაა რომ მას შემდეგ რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს… სითბოს, სიმშვიდის და ბედნიერების….

ისეთი როგორიც ”ამელის” ნახვის შემდეგ მაქვს ხოლმე…

ისე რაღაცით ჰქავს ამელის ბიჭს (მე სულ ასე ვეძახი იმ პერსონაჟს), ძალიან ჩვეულებრივი რომაა, მაგრამ საერთოდ არაა ჩვეულებრივი…

სხვა რომ არაფერი, თუნდაც მარტო იმიტომ რომ ის ამელის უყვარს….




№1  offline წევრი nina kupradze

მომეწონა...❤️

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent