წერილი დედას
წერილი დედას მენატრება ჩემი ქალაქი,ჩემი სახლ-კარი და თბილი კერა,ჩემი ბავშვობა რომელიც იქ დავტოვე წლებთან ერთად,დედა,დეე,ჩემო საყვარელო აქ ცივა,არაფერი არ არის ისე როგორიც ჩანს,ილუზიაა რომელიც ხედს ალამაზებს,როგორც კარგი სარეკლამო აფიშა,აქ ზაფხულშიც კი იგრძნობ შინაგან სიცივეს... აქ ყველა ბრძოლობს საკუთარი თავის გადასარჩენად,დასამკვიდრებლად,ბრძოლა იმისათვის რომ გადარჩე ეს უბრალოდ წესია და ჩვეულება. როგორ მომნატრებიხარ დეე,ჩემი ეზო მომენატრა,ჩემი ბავშვობა,შენი თბილი ხელები,ღიმილი და ჩახუტება,რომელიც თურმე ასე ძალიან მათბობდა და რომელიც ახლა ასე ძალიან მაკლია,დედა აქ ახალი მეგოვრები შევიძინე,ახალი ოჯახი,რომელსაც მე ასე დავარქვი,დე ისინი ზედმეტად კეთილები და კარგრბი არიან,მიმიღეს და ის სითბო მომცეს რომელოც აქ ვერ ვნახე,მაგრამ მაინც არის რაღაც,რაც ბოლომდე ვერ მავსებს და მათბობს,შენი მონატრება დე,ჩემი ბავშობა,შენი თბილი საჭმელი რომელსაც შენივე ხელებით მაჭმევდი ხოლმე,მაპატიე რომ არ ვიკმარე ერთი შვილის წართმევა და მეორეც წაგართვი და ჩემთან წავიყვანე,მაპატოე რომ მარტოობისათვის გაგიმეტეთ შენ და მამა,როგორც ვთქვი აქ ცივა და მზეც აღარ ათბობს ისე როგორც ჩვენთან,ჩემს ბავშვობაში,თავს გაუფრთხილდით დეე,ერთმანეთს მოუარეთ... შეხვედრამდე,მალე შევხვდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.