შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლაპარაკი საკუთარ თავთან, ან მასთან თუ ვინმე მოისმენს


12-01-2019, 16:01
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 388

სათაურს ყოველთვის ბოლოს ვარქმევ პოსტს. ახლა ვცადე პირიქით მექნა და ვერაფერი მომივიდა თავში დასაწერად. რაღაცნაირ ჩუმ აღმაფრენას განვიცდი შიგნიდან,თითქოს რაღაც მოხდება,რაღაც კარგი და მე უნდა სათანადოდ შევხვდე. არ ვფიქრობ ამაზე, შეგრძნებაა და შეგრძნებებს არ ვუღრმავდები არც ჩემს მთლიან არსებას იპყრობენ ისინი. კარგია თუ ეს შეგრძნებაც გამართლდება.

ჩემს ქალაქში თოვლი არ მოდის. ეს მახარებს , და თან ვფიქრობ რა მოსაწყენი გავხდი ამინდზე ,რომ დავიწყე წერა.უთოვლობა მაინც მახარებს. ის ამინდი მაინც არ დადგა მე რომ მიყვარს ოღონდ. აი ისეთი,არც წვიმა,არც თოვლი, არც ქარი, არც მზე. უბრალოდ ნაცრისგერი გზა, სიჩუმე და სიცივე. ესაა ჩემი ამინდი, თითქოს არაფერი და ესაა. ეს არც ცივი ოქტომბერია არც პაპანაქება აგვისტო,უბრალო წყნარი დეკემბერ-იანვარია. ველი ჩემს ამინდს.

ვფიქრობ წელსაც,როგორც წინა წლებში ბევრი ვერაფერი მოვასწარი. ბევრით ვერ გავიზარდე. რაღაც გამოცდილებები იქნება მაგრამ მათ ვერაფრით მოახერხეს რადიკალურად შემოვეტრიალებინე, შევეცვალე და ახალ გზაზე გადავეყვანე,ახალ ბილიკზე დავეყენებინე სუუულ სხვა გზას რომ გაჰყვება. ამაზე მისტერ არავინი მახსენდება და მისი არჩევანის და ცხოვრებების ალტერნატივებს რომ ვიხსენებ არ ვიცი,მეეჭვება რომელიმეში თუ იყო ბედნიერი ან ისეთი თუ იყო რომელიმეს გასაგრძელებლად და საცხოვრებლად რომ აირჩევდა. მეც დამილაგონ წინ ალტერნატივები,მე ხომ სიურპრიზები არ მიყვარს.

ახლა ის სიმღერა ჩაირთო ენდორფინს რომ ვეძახი, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებ ენდორფინები გამოვყო, ანუ ვერ ვგრძნობ ამას. ალბათ ეს სიმღერაც მომყირჭდა სხვა ბევრივით. (electric light orchestra-mr blue sky თუ მაინც დაინტერესდით).ვთიშავ.

ვიცი,რომ განსაკუთრებულს არაფერს ვწერ,პრინციპში არც არასოდეს ვწერ ხოლმე რამე ისეთს,შემოხეტებული მკითხველითვის საინტერესო რომ იქნება და თვალებს სასარგებლოდ დააკავებს ჩემი ნაწერით. არამც და არამც. უბრალოდ იმას ვწერ რაც თავში მომდის და ესაა. ახალ წელზე კი მინდოდა დაწერა. აფსუს :/




იცი მაინც ლამაზია ეს ჩანახატი...მაინც შენეულია..მაინც ნაზია თითოეულ სიტყვას ხომ თავისი გზა აქვს..და გრძნობა...იცი? მე მგონია რომ ღმაა შენი სამყარო...უბრალოც და განსაკუთრებულიც....ზოგჯერ ხომ გვჭირდება ხოლმე საუბარი და ინუს გამო რომ სხვებს ვერა ფურცელს და კალამს ვანდობთ ხოლმე იმ გრძნობებს სულიდან რომ ამოგვდის...და მაინც ნაცრისფერსაც ხომ თავისი ხიბლიაქვს!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent