სხვა'ნაირად მენატრები
გარდამავალ წამზე საუბარი ძალიან მიყვარს,მაგრამ თვითონ გარდამავალი წამი არა,რადგან აქ ვერცერთ ნიღაბს ვერ ვეფარები. მერე იწყებ ფიქრს. სხვანაირად,რომ მოვქცეულიყავი.. სხვანაირად,რომ მეთქვა. სხვანაირად,რომ გამეკეთებინა. სხვანაირად,რომ შემეხედა. სხვანაირად,რომ გადამედგა ნაბიჯი.. სხვანაირად,რომ დამეწყო.. სხვანაირად,რომ დამემთავრებინა. და კიდევ უამრავი სხვანაირად,სხვანაირად.. ამ ,,სხვანაირად’’-ს არც თავი აქვს არც ბოლო. ღმერთს გეფიცები არ ვიცი,როგორ ან რა გზებით,მაგრამ შენამდე მოვალ! არ ვიცი ახლა ვინ გიყვარს,ან ვინ მოგწონს.არც ის ვიცი ფიქრობ თუ არა ჩემზე. და ჯანდაბა!! ისევ მიყვარხარ!ისევ..ისევ..ისევვვვვვ.... ზუსტად ვიცი ვერაფერს გეტყვი.ვერც ვერაფერს გაგრძნობინებ,მაგრამ შენამდე მოვალ. ამდენი ხანი უნამუსოდ,რომ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და თვალიც ვერ მოგკარი კარგი და სწორი საქციელი გგონია? ან ის გგონია კარგი ღამის 3:44-ზე რომ შენზე ვწერ და უკვე მილიონჯერ გავწყვიტე წერა. მოიცა ან იმით ამაყობ,რომ უძველეს სიმღერებს ვუსმენ,ჩვეულებრივს არა,ჩვენს სიმღერებს და რომ მახსენდება ჩვენი მომენტები იდიოტივით მეღიმება. არა პასუხს ველოდები!!! მიპასუხე ამ ყველაფრით ამაყობ?! რა აუტანლად მიყვარხარ ღმერთო ჩემო. ჯანდაბა თარიღი მაინც მახსოვდეს,როდის შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში.გასაგებია ბაღი,სკოლა და 18წლამდე პერიოდი ერთად გამოვიარეთ,მაგრამ აი ის მომენტი,როდესაც შენზე დავიწყე ასე გაშმაგებულად ფიქრი,ის მომენტი მითხარი. მითხარი თარიღი წავალ ჯადოს გავიკეთებ და ამოვიწვავ გონებიდან ყველაფერს რაც შენთან მაკავშირებს. როგორი სიძულვილით მიყვარხარ არ გაქვს წარმოდგენა. ვაიმე!ვაიმე როგორ მინდა ჩახუტებით სული ამოგხადო და ვერ სუნთაქვდე. ან არა ეს ბანალური და საშიშიცაა მგონი. იცი რა მინდა?! აიიიი მინდა,რომ ჩემი ნახვა კიდევ არ გეღირსოს და რომ მნახავ სუნთქვა გეკვრებოდეს როგორც ადრე.ნაბიჯები გერეოდეს ჩემი დანახვისას და წითლდებოდე. დიახ!წითლდებოდე,როგორც გამუდმებით როდესაც ოდნავ მოვიდოდი შენს სიახლოვეს. ჰაჰ. აი დაგცინი. წითლდებოდი და მეშინოდა რამე არ დაგმართნოდა აი ამიტომ არ გიახლოვდებოდი ზედმეტად. შემეშვი რა. ვინ ხარ ეეგეთი რა გამიხდი ეს ერთი ვიღაც დასავიწყებლად. დამანებე თავი. წადი რა. საერთოდ აორთქლდი. ხმას არ გცემ! დიახ! არცეერთი წერილი,არცერთი მოკითხვა მხოლოდ შორიდან მოსული ამბები შენზე.გგონია ეს საკმარისია ჩემთვის? არა მიპასუხე გგონია საკმარისსია?!!! არც ხმას გცემ და არც მენატრები. უფრო მეტიც. აიიიი ოდნავი გრძნობაც კი არ მაქვს შენს მიმართ. როოგორ ფიქრობ,როგორც ადრე ისევ ამიჩქარდება შენს დანახვაზე გული? შენ გგონია ადრე,რომ შენი შემოხედვა ისტორიის გაკვეთილს მავიწყებდა ახლაც ისე იქნება? არა ვაჟბატონო’ვ. სულაც არა. „“““““““““““““““““““““““““““,, აუტანლად მენატრები.გული ისე მიცემს მგონია გასკდება და შენს სუნთქვას ვეღარ ვიგრძნობ.ეს კი უფრო მიხეთქავს გულს. აუ არ შეიძლება ადამიანის ასე გამეტება.რატომ დაიკარგე ჩემი ცხოვრებიდან? რატომ არ მოხვედი და არ მითხარი თავის დროზე ყველაფერი? იცი ერთ რაღაცას გისურვებ. გაიზრდები. დაოჯახდები. ლამაზი გოგონა გეყოლება შავი თმით და შორიდან შავი თვალებით რეალურად კი ღია თაფლისფერი თვალებით. ის გაიზრდება და ეყოლება ისეთი ვისაც შეხედავს და მისი თვალის გუგები ძალიან ძალიან გაფართოვდება იმ ვიღაცის ყურების დროს. და ამ გოგონას ვუსურვებ,ვიცი ძალიან ბოროტულად ჟღერს,მაგრამ ვუსურვებ ისე უყვარდეს იმ ვიღაცას,რომ არასდროს გაუმხილოს. ვუსურვებ ის განიცადოს რაც მე განმაცდევინე შენ! მინდა იმ ვიღაცამ ისე ატკინოს და ატიროს,როგორც შენ მე! და იცი რას ვიმედოვნებ? ვიმედოვნებ,რომ ეს ვიღაც შენი გგოგონას სატრფო,ჩემი ქერა ღია ყავისფერ თვალება ბიჭი იქნება,რომელიც შენს გოგონას ისე მოექცევა როგორც შენ მე! დიახ! ამას გისურვებ.რაც გინდა ის იფიქრე ჩემზე,ბოროტი ან თუნდაც უგულო,მაგრამ... მე შენ უკვე იმდენად დაგშორდი,რომ აი ხომ ხედავ ერთი წელი გავიდა რაც არ მყავხარ ნანახი. ასე,რომ ვიმედოვნებ ჩემი შვილი იქნება შენნაირი უგულო. .......................................... მაპატიე... არ მინდა ასე მოხდეს. არ მინდა შენ სხვა შვილი გყავდეს მე სხვა... მაგრამ თუ გვეყოლება მინდა ისინი მაინც იყვნენ ბედნიერები. უბრალოდ ისე მენატრები გული ხელით მიჭირავს და გალიაში გამომწყვდეულ მტრედს ვგავარ,რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. მე კი შენსკენ ვისწრაფვი. მოხუცებს ვგავარ,ბანკომატების წინ მდგომებს,რომლებიც ელოდებია კუთვნილ პენსიას,რომ შვილიშვილები გაახარონ. გოგონას ვგავარ,რომელიც პარკში ელოდება ბიჭს ის კი არ ჩანს რა ხანია. ჩემპიონს ვგავარ,რომელმაც იცის რომ გაიმარჯვა,მაგრამ სულმოუთქმელად ელოდება როდის ააწევინებენ ხელს გამარჯვების ნიშნად. მსახიობს ვგავარ მაყურებლის აპლოდისმენტების მომლოდინეს.. მწერალს ვგავარ წიგნის დაბეჭვდის მომლოდინეს.. და ბოლოს... ჩემს თავს ვგავარ,რომელიც გელოდება... აუტანლად მენატრები. მოდი რა... ასე არ შეიძლება გაიმეტო ადამიანი....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.