შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური სურვილი


13-04-2016, 20:14
ავტორი keso11
ნანახია 2 070

რაღაცნაირად მინდა ვიცხოვრო
სულ სხვანაირად არავის მსგავსად,
სიმართლე გითხრათ როგორ არ ვიცი
თუმცა მე მინდა სიგიჟე ჭარბად!

მე მინდა სისხლი ამიჩქრიალდეს
ლოყები ცრემლის კვალებმა დამწვას,
მე მინდა გულით შევიგრძნო მიწა
მის სიმხურვალეს ვყნოსავდე ხარბად!

მე სხვანაირი ფიქრებიც მინდა
მინდა ვიფიქრო არავის მსგავსად,
სული სავსეა ფუჭი აზრებით
მინდა გავყარო არ ვიცი სადღაც!

ვგრძნობ სხვანაირად მიცემს ეს გულიც
როგორ?არ ვიცი არა და არა...
სისხვანაირე ჩემი ჰობია
და მინდა სადღაც შეცვალოს რაღაც!



№1  offline წევრი keso11

Kristy
და გვინდა სადღაც შეცვალოს რაღაც
ჩვენმა სიგიჟემ, მაგრამ არ ვიცით გვიღირს თუ არა

ძალიან მომეწონა ლექსიც, იდეაც, სურვილიც... ერთი სიტყვით: მშვენიერია!

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის love (ბოდიში,რომ დაგვიანებით ვწერ პასუხს:))
ეგ კი მართალია ღირს თუ არა რაღაცის შეცვლა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent