შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველ ღამე, ათასჯერ!


1-03-2019, 03:20
ავტორი shany shany
ნანახია 1 329

მძულხარ იმიტომ რომ შენი შეზიზღება ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მენატრები, რომ არ გიყვარვარ და ასე დამტოვე სასტიკად, ლაჩრულად. ხანდახან მინდა დაიტანჯო მარტოობით დაიტანჯო რადგან გაიქეცი მაგრამ ვერ გიმეტებ ბოლომდე რადგაან ამით მე უფრო მეტკინება. ვერ ავიტან ვერავის შენთან, ვერ ავიტან თბილ მზერას სხვის მიმართ და გავგიჟდები რადგან ასე მხოლოდ მე უნდა მიყურებდე. ჩახუტება მენატრება, შენთან ძილი მენატრება, შენთან დამალვა მენატრება ყველასგან და შენი კოცნა მენატრება. ძილში რომ ვგრძნობდი როგორ მეფერებოდი თავზე და მკოცნიდი, ისე მკოცნიდი რომ მთელი ტანით კანკალებდი. ვგრძნობდი როგორ გინდოდა ძლიერად ჩაუტება და კოცნა მაგრამ არ მაღვიძებდი ამას ძილბურანში ვგრძნიბდი და მეც ბედნიერად ვეხვეოდი შენს მკლავებში. მაინც მიყვარხარ და მაინც ვერ გივიწყებ, ყველგან ხარ, შენს სუნს ვგრძნობ რომელიც ალბათ ახლა სხვის ბალიშს ასდის და მე ვკვდები ყველ ღამე, ათასჯერ. ღამე შემზიზღდა და შენ მაინც ვერ შეგიზიზღე. ლაჩარი ხარ და მაინც მიყვარხარ არაკაცი ხარ ყველაფრის გამო მაგრამ მაინც მიყვარხარ მაგრამ ამის გამო ჩემი თავი მზიზღდება და თავს ვერ ვთოკავ, მინდა გიყვირო მაგრამ ეგეც არ შემიძლია რადგან სხვასთან გაიქეცი. ***ოს ვერ გაუძელი და წახვედი ისე რომ სიტყვა არ გაიმეტე ჩემთვის, გელოდები ამდენი ხანი გელოდები რომ ბოლოსდაბოლოს მაღირსებ ახსნას მაგრამ ვიცი რომ აღარ მოხვალ. ილუზიაში ვცხოვრობ, შენ შემაჩვიე ასე ცხოვრებას. ახლა კი რეალობა სასტიკად მენარცხება და ვერ ვუძლებ ამ ყველაფერს. გაქცევა მინდა მაგამ სად? წასასვლელი არსად მაქვს უკვე. ეს გრძნობები მანადგურებს და ფეხზე ვეღარ ვდგები. ნუ ხარ ასეთი სასტიკი!

....
მძულხარ. მძულხარ... სხვა სიტყვა არ მაფიქრდებაა გაბრაზებულიც კი აღარ მეთქმის ავირიე იმაზე მეტად ვიდრე აქამდე. ვეღარ გავრკვეულვარ რას ვგრძნობ. შენთან აღარ მინდა ვიციი მაგრაამ არ მინდა ჩემს გარეშე გხედავდე. მინდა რომ იწვნიო ჩემი ყველა ცრემლი და ათასჯერ სიკვდილიი ასე რომ მიმეტებდი ყოველდღე. მინდა იფიქრო ჩემზე ყოველთვის ვისთანაც არ უნდა იყო. მე კი მინდა ამ ყველაფრის წერა შევწყვიტო მაგრამ არ გამომდის სათქმელი არ მელევაა მაგრამ სიტყვებს ვეგარ ვპოულობ. იწვნიე ყველაფერი გთოვ. და როდესაც იკითხაავ რატომ არ ხარ ბედნიერი მაშინვე ***ო გაგახსენდეს და თავი შეგზიზგდეს . სიმწრის სიცილი დაგსკდეს და პანიკურ ტირილში გადაგეზარდოს. ეს არაა სიყვარული ვეღარ გეტყვი რომ მიყვარხა მაგრამ იცოდე ვერ შევძლებ შენს შეზიზღებას და ეს კიდევ უამრავჯელ მომკლავს მომავალში ამიტომ მძულხარ!
....
მუნდა რომ რამე ვთქვა.მაგრამ რა არ ვიცი. ან ხმამაღლა თქმის მეშინია, არ მინდა გავიგო ჩემი ხმა რადგან არვშეიძლება ასე იყოს. არ მინდა იმაზე ვიფიქრო რომ შენთვის აგარაფერი ვარ არ გიყვარვარ და სხვაზე ფიქრობ. ის რაც ჩვენი იყო აღარ არსებობს და აღარც კი გახოვს რომ ის ჩვენი მომენტის ნაწილია. შენ ისე მოისროლე ყველაფერი რომ არაფერი გიგრძვნია მე კი ვებღაუჯები შენგან დატოვებულ წუთებს და ძალა არ მაქვს რომ გაგიშვა . აღარ ვეცადო შენი აჩრდილის დაჭერა. აღარ მინდა ყველაში გეძებდე, და ვერავისში გხედავდე. შენი დანახვის მოლოდინი მაშინებს.
....
დღესვეღარ ვიტირე . მხოლოდ გულიდან ყელამდე ყველაფერი ამეწვაა თითქოს ყინვამ დამიწვა. არ შემიძლია ჩვენი ფოტოების ნახვა ეს მანადგურებს. ჩემს თავს პირპობა მივეცი რომ შენზე აღარ ვილაპარაკებდი. რამდენიმე დღე გავძელი მაგრამ შემდეგ ერთბაშად გავსკდი. გავბრაზდი შენზეც და საკუთარ თავზეც. შენზე ყოველთვის ვბრაზობ იმდენად რომ შენი დანახვის პერსპექტივაც კი მაშინებს. მაგრამ ყველგან გეძებ და მეშინია რომ გიპოვი მასთან ერთად . კიდევ მოვკბდები ვიცი. ნუთუ არ მეყო ამდენი სიკვდილი? შენი სუნი ვიგრძენი და კვლავ მოვკვდი. ამდენ რამეს ვეღარ ვიტევ. სასაცილო კი ისაა რომ ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე ვიდრე ერთად ყოფნის დროს. პირველად გამახსენდა გუშინ ჩემი და შენი მომენი.სახლში რომ გელოდებოდი.სმსახურიდან მისული ორი საათი გელოდე ყოველწუთს რომ მირეკავდი ცოტაც დამელოდე არ წახვიდეო მთხოვდი მეც გელოდებოდიი გული ყელში მიჭერდა. კვირაზე მეტი არ მყავდი ნანახი და მენატრებოდი. ეს ყველაზე დიდი განშორება იყო ჩვენი და მაშინ მეგონა რომ ბოლო. 15 წუთით გნახე და მალევე წავედი სახლში მაგრამ ეს წუთები მგონი საუკეთესო იყო ჩემს ცცოვრებაში. მეზიზღება ჩემი თავი !!
....
არ ვიცი რა მინდა. მხოლოდ ის რომ შევწყვიტო სიკვდილი. ტირილი არ მშველის. რატომ ვტირი ეგეც აღარ ვიცი აქამდე შენი სისასტიკის გამო. ახლა კი მგონი შევეგუე და ჩემი სიკვდილი მატირებს. ვერ ვწყვეტ შენს ძებნას. მინდა დამინახო რა კარგად ვარ ვიცი ვერ შეამჩნევ ჩემს ნიღაბს. მინდა ინანო შენი საქცილი და წამიერად მაინც გაიფიქრო რომ საშინლად შეცდი და ყელში წაგიჭიროს მაგ ფიქრებმა და იმის გაანალიზებამ რომ ვეღარაფერს შეცვლი. მინდა შენი ერთი ცრემლის მიზეზი მაინც გავხდე. თუნდც ვერ გადმოლახოს ჯებირი. თვალების და წხვირის წვა იგრძნო როგორც მე შენზე ფიქრის დროს. დამეფიცება აღარ მიყვარხარ ალბათ არც მყვარებიხარ მაგრამ მაინც ახერხებ ჩემს მოკვლას ყოველ ღამე, ათასჯერ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent